დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016168 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2013 - 17/01/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
თავი I
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8 450,2 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6350.2 ათასი ლარის ოდენობით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 900.0 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7981.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 468.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 518.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 130.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 55.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 84.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 17.0 ათასი ლარი.
|
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა- 238,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 01) სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, სახანძრო სამაშველო სამსახურის ოპერატიული და მობილური მოქმედების ხელშეწყობისათვის საჭიროა სამსახურის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების გაწევა. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა- 105,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენება, ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ეზოების კეთილმოწყობა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა- 445.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მოვლა-შენახვა და ქ. წყალტუბოში 9 აპრილის, შანიძის, კოლხეთის, დედაენის, ბესიკის, თამარ მეფის ქუჩებზე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზის, ქუჩების სავალო ნაწილის და ტროტუარების რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა- 1050.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება და ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება. 2.2.1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიებები- 550.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ამ პროგრამით გათვალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნარჩენების გატანა, მოსახლეობის დაცვა მაწანწალა ცხოველებისაგან. დაფინანსდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათის საჭირო ხარჯები. 2.2.2 საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა- 300.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის. 2.2.3 გარე განათება- 347.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გარე განათების“ სუბსიდირება და დაფინანსდება მოხმარებული ელ.ენერგიის ღირებულება. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები- 173.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ სუბსიდირება. 3. განათლება - 1350.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1. სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება - 1200.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათის აუცილებელი ხარჯები, რომელიც შექმნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. ასევე ხელს შეუწყობს მათ მომზადებას ზოგადი განათლების მისაღებად. 3.2. სკოლის გარეშე განათლება- 150.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 03) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სკოლისგარეშე განათლებას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები- 1675.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა- 655.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ ,,წყალტუბოს სასპორტო სკოლის“, სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ა(ა)იპ ,,საფეხბურთო კლუბი სამგურალის“ და ა(ა)იპ ,,სარაგბო კლუბი დინოზავრის“ ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, აგრეთვე მოხდება სპორტული მოედნებისა და ბაზების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: გივი თალაკვაძის ხსოვნის ტურნირი მძლეოსნობაში, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი, დავით ბასიშვილის ხსოვნის ტურნირი ფეხბურთში, სამოყვარულო ტურნირი ჭადრაკში, ტურნირი ხელბურთში გოგონებს შორის, ფრენბურთის ტურნირი, ტაიკვანდოს ტურნირი, შალვა ბზიკაძის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში, სამოყვარულო ტურნირი ნარდში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები მინიფეხბურთის ტურნირი, როინ მეტრეველის ხსოვნის ტურნირი ხელბურთში, ზურაბ ბადირეიშვილი ხსოვნის ტურნირი კალათბურთში, დავით აფხაძის ხსოვნის ტურნირი ბ/რომაულ ჭიდაობაში. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა- 685.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების ა(ა)იპ „წყალტუბოს თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს სამხატვრო სკოლის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“ დაფინანსება და სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა და ორგანიზება.
4.3. ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების დაფინანსება - 50.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ორგანიზება, სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ლაშქრობების ორგანიზება, სკოლის გამოსაშვები ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ექსკურსიების ორგანიზება, პოეზიის საღამოს მოწყობა, საახალწლო ღონისძიებები, სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, დიდი სამამულო ომის მონაწილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება, თამარობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ღონისძიება „წყალტუბოობის“ მოწყობა, სხვადასხვა შემსრულებლების მოწვევა. 4.4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა- 100.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქუთაისის-გაენათის ეპარქიის სუბსიდირება. 4.5 კურორტისა და ტურიზმის განვითარება- 185.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში გათავლისწინებულია ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კურორტისა და ტურიზმის მართვის ცენტრის" სუბსიდირება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა- 905.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება- 55.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ:
5.2. სოციალური პროგრამები- 850.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა- 95.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ სუბსიდირება. 5.2.2. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დღეგრძელთა დახმარება- 5.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დღეგრძელთა (100 და მეტი წლის ასაკის) მატერილური დახმარება, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით. 5.2.3 მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური წახალისება- 35.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედა ან მამა) ერთჯერადი ფულადი დახმარება: თითოეულზე 2014 წელს მესამე შვილის შეძენისას– 500 ლარი, მეოთხე შვილის შეძენისას– 700 ლარი, მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას– 1000 ლარი. 5.2.4 სარიტუალო ხარჯები- 19.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა– დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულზე 100 ლარის ოდენობით და სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯი 5.2.5. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება- 426.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება შემდეგ კატეგორიებზე: სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელსაც სუბსიდიების სააგენტოს ბაზაში მინიჭებული აქვს 57000 ქულის ზემოთ 70000 ქულის ჩათვლით გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება თითოეულს - 300 ლარი; დიდი სამამულო ომის მონაწილეთა დახმარება თითოეულს – 150 ლარი; ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პენსიონერთა დახმარება თითოეულს – 100 ლარი; დედ–მამით ობოლ ბავშვთა დახმარება თითოეულს – 150 ლარი; დღის ცენტრ ,,პეპელას“ ბენეფიციართა დახმარება თითოეულს – 100 ლარი; ცერერმბრალური დამბლით დაავადებულ პირთა დახმარება თითოეულს – 500 ლარი; უფასო სასადილო სათნოების სახლის ბენეფიციართა დახმარება თითოეულს – 50 ლარი; ჰემოდიალეზით დაავადებულ მოქალაქეთა დახმარება თითოეულს – 700 ლარი; დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა დახმარება თითოეულს – 100 ლარი; პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდთა დახმარება თითოეულს – 100 ლარი. აგრეთვე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომლებიც არ განეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს და გაცემის წესს განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 5.2.6. მუნიციპალიტეტში მცხობვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება- 200.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების (გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები და მომსახურება, ლაბორატორიულ–ინსტრუმენტული და სხვა სახის კვლევები) ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და/ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი წილის 50%–ით, არაუმეტეს 2000 ლარისა. 5.2.7. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება- 70.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 07) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სტიქიური უბედურების (ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, დიდთოვლობა და სხვა) შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს - 2000 ლარი. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 17 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 დეკემბრის №38 დადგენილება. |
| მუხლი 18 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას (პ. კიკალიშვილი). |
| მუხლი 19 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები