დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016184 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის "კ" ქვეპუნქტის, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 69-ე და 80-ე მუხლების და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №34 დადგენილებაში (სსიპ 'საქართველოს საკანონმდებლო მაცნე' www.matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016168 თარიღი 26/12/2013 შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
2. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13 666.1 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილების მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 11 566.1 ათასი ლარის ოდენობით
5. დადგენილების მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11 001.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
6. დადგენილების მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 013.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 063.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
7. დადგენილების მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
8. დადგენილების მეთხუთმეტე მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტი, მე-5 პუნქტის 5.2.5 და 5.2.6 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენება, ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ეზოების კეთილმოწყობა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა- 4 519.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მოვლა-შენახვა და სოფელ რიონში 0,5 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის, სოფელ მეორე უბანში 0,5 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის, თამარ მეფის ქუჩის, დედაენის ქუჩის მე–2 შესახვევის, ლორთქიფანიძის ქუჩის მე–3, მე–4, მე–6 შესახვევების, მე–6 ჩიხის რეაბილიტაციის, ნინოშვილის, დედაენის, წერეთლის, ჭავჭავაძის ქუჩების, წყალტუბო - ბანოჯის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის თოვლის საფარისაგან გაწმენდის, მოვლა–შენახვის, ორმოული და ბორდიულების შეკეთების, კიუვეტების აღდგენის და სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისაგან გაწმენდის სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში მოხდება საავტომობილო გზების ა/ბეტონის საფარით მოწყობა, კერძოდ: მარჯანიშვილის მოედანი, ქ. წყალტუბო-ჯავახიშვილის, გურიელის, ჭონქაძის, ბარათაშვილის, ხელოვნების ქუჩები, ჯავახიშვილის ქ. მე-2 შესახვევი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გეგუთი, ვარციხჰესის დასახლება, ქ. წყალტუბო - წითლანაძის, თაყაიშვილის, დედაენის ქუჩები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი პირველი წყალტუბო. 5.2.5. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება- 553.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება შემდეგ კატეგორიებზე: სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელსაც სუბსიდიების სააგენტოს ბაზაში მინიჭებული აქვს 57000 ქულის ზემოთ 70000 ქულის ჩათვლით გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება თითოეულს - 300 ლარი; დიდი სამამულო ომის მონაწილეთა დახმარება თითოეულს – 150 ლარი; ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პენსიონერთა დახმარება თითოეულს – 100 ლარი; დედ–მამით ობოლ ბავშვთა დახმარება თითოეულს – 150 ლარი; დღის ცენტრ ,,პეპელას“ ბენეფიციართა დახმარება თითოეულს – 100 ლარი; ცერემბრალური დამბლით დაავადებულ პირთა დახმარება თითოეულს – 500 ლარი; უფასო სასადილო სათნოების სახლის ბენეფიციართა დახმარება თითოეულს – 50 ლარი; პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდთა დახმარება თითოეულს – 100 ლარი; თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე - დიალიზზე დამოკიდებულ (ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე) მოქალაქეთა დახმარება თითოეულს – 700 ლარი; დიაბეტით დაავადებულ (ინსულინდამოკიდებულ) 18 წლამდე ბავშვთა დახმარება თითოეულს – 150 ლარი; 18 წლამდე ინვალიდი ბავშვების ფულადი დახმარება თითოეულს - 100 ლარი (გარდა ცერემბრალური დამბლით დაავადებული 18 წლამდე ინვალიდი ბავშვებისა, დიაბეტით დაავადებული (ინსულინდამოკიდებულ) 18 წლამდე და დედ–მამით ობოლი ბავშვებისა); ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომლებიც არ განეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს (გარდა უფასო სასადილოს სათნოების სახლის ბენეფიციართა დახმარებისა) და თანხის გაცემის წესს განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო. ქვეპროგრამის ფარგლებში უფასო სასადილო სათნოების სახლის ბენეფიციართა სააღდგომო და საახალწლო დახმარება თითოეულს – 50 ლარი; 5.2.6. მუნიციპალიტეტში მცხობვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება- 270.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების (გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები და მომსახურება, ლაბორატორიულ–ინსტრუმენტული და სხვა სახის კვლევები) ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და/ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი წილის 50%–ით, არაუმეტეს 2000 ლარისა. ხოლო პაციენტი, რომელსაც გააჩნია მიმდინარე წლის დავალიანება სამედიცინო დაწესებულებების მიმართ დაფინანსდეს აღნიშნულ მუხლში გათვალისწინებული თანხის ფარგლებში - დარჩენილი დავალიანების 50%–ით. მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება ისეთი სამედიცინო სახის მომსახურება, რომელიც არ შედის სადაზღვევო პოლისის ჩამონათვალში ან არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, გაეწიოს სათანადო დახმარება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, გარდა პლასტიკური ქირურგიის ესთეტიკური ფორმის ქირურგიული ოპერეციებისა. 9. დადგენილების მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას (პ. კიკალიშვილი). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები