დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016215 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე და 80-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №34 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016168 თარიღი 26/12/2013) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
2. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13 628.2 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილების მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 11 445.8 ათასი ლარის ოდენობით
5. დადგენილების მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11 075.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
6. დადგენილების მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4902.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4952.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
7. დადგენილების მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
8. დადგენილების მეთხუთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 15. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.
1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა - 239,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 01) სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, სახანძრო სამაშველო სამსახურის ოპერატიული და მობილური მოქმედების ხელშეწყობისათვის საჭიროა სამსახურის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების გაწევა.
1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 105,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენება, ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ეზოების კეთილმოწყობა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 4 423.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მოვლა-შენახვა და სოფელ რიონში 0,5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის, სოფელ მეორე უბანში 0,5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის, თამარ მეფის ქუჩის, დედაენის ქუჩის მე-2 შესახვევის, ლორთქიფანიძის ქუჩის მე-3, მე-4, მე-6 შესახვევების, მე-6 ჩიხის რეაბილიტაციის, ნინოშვილის, დედაენის, წერეთლის, ჭავჭავაძის ქუჩების, წყალტუბო - ბანოჯის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის თოვლის საფარისაგან გაწმენდის, მოვლა-შენახვის, ორმოული და ბორდიულების შეკეთების, კიუვეტების აღდგენის და სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისაგან გაწმენდის სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში მოხდება საავტომობილო გზების ა/ბეტონის საფარით მოწყობა, კერძოდ: მარჯანიშვილის მოედანი, ქ. წყალტუბო-ჯავახიშვილის, გურიელის, ჭონქაძის, ბარათაშვილის, ხელოვნების ქუჩები, ჯავახიშვილის ქ. მე-2 შესახვევი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გეგუთი, ვარციხჰესის დასახლება, ქ. წყალტუბო - წითლანაძის, თაყაიშვილის, დედაენის ქუჩები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი პირველი წყალტუბო. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ჯიმასტაროში სანიაღვრე არხების მოწყობისა და საავტომობილო გზების მონაკვეთის შეკეთება.
2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 1344.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება და ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება.
2.2.1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიებები - 569.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ამ პროგრამით გათვალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნარჩენების გატანა, მოსახლეობის დაცვა მაწანწალა ცხოველებისაგან. დაფინანსდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათის საჭირო ხარჯები. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ნაგვის ბუნკერების შეძენა.
2.2.2. შენობების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა - 182.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მშენებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა 35 ინდივიდუალური სახლის, ქ. წყალტუბოში 9 აპრილის III შესახვევი №5-ში (ყოფილი სტატისტიკის შენობა) და სოფელ ხომულში - ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობებში (ყოფილი საავადმყოფო) გარე კომუნიკაციებთან მიერთების (ელექტროენერგია, კანალიზაცია, წყალმომარაგება), საჯარო რეესტრში დარეგისტრირების, შიდა კვარტალური გზების მოასფალტების, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია. სოფელ ხომულში - ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობებში (ყოფილი საავადმყოფო) გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. წყალტუბოში სპორტის სასახლეში, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს სასპორტო სკოლისათვის“ საოფისე ფართის მოწყობა; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (პირველი სართული) სასადილოს მოწყობა (შემდგომში მზრუნველობამოკლებულთა სასადილო).
2.2.3. გარე განათება - 592.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გარე განათების“ სუბსიდირება, დაფინანსდება მოხმარებული ელ.ენერგიის ღირებულება, გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და ქ. წყალტუბოში ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და გარე განათების ელ. დაერთების ტექნიკური სამუშაოები.
2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები - 407.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ სუბსიდირება, სოფლის კლუბების რეაბილიტაცია; სოფელ გვიშტიბში არსებული შენობის სახურავის მოწყობა, შემორაგვა, შენობის შელესვა, კარ-ფანჯრების მოწყობა, შენობის ნაწილის გარემონტება, ასევე წყლის, საკანალიზაციო ქსელის და ელ. მომარაგების სისტემის მოწყობა; სოფელ საყულიის სასაფლაოს ჭიშკრის მოწყობა და ქ. წყალტუბოში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს შემორაგვა. ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ გეგუთში მიმდინარე საზოგადოებრივი ცენტრის (იუსტიციის სახლის) ეზოს კეთილმოწყობა-მოპირკეთება.
2.4. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 1134,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
2.5. საპროექტო დოკუმენტაცია და საექსპერტო მომსახურება - 48,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურება.
3. განათლება - 1434.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
3.1. სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება - 1284.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათის აუცილებელი ხარჯები, რომელიც შექმნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. ასევე ხელს შეუწყობს მათ მომზადებას ზოგადი განათლების მისაღებად. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფ. გეგუთის, ახალი საყულიის, 9 აპრილის 1-ლი შესახვევი №2-ში მდებარე ბაღის, სოფელ ოფურჩხეთისა და სოფელ ტყაჩირში არსებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.
3.2. სკოლის გარეშე განათლება - 150.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 03) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სკოლისგარეშე განათლებას.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები - 3210.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას.
4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 2137.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ ,,წყალტუბოს სასპორტო სკოლის“, სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ა(ა)იპ ,,საფეხბურთო კლუბი სამგურალის“ და ა(ა)იპ ,,სარაგბო კლუბი დინოზავრის“ ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, აგრეთვე მოხდება სპორტული მოედნებისა და ბაზების რეაბილიტაცია, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოებისათვის. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: გივი თალაკვაძის ხსოვნის ტურნირი მძლეოსნობაში, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი, დავით ბასიშვილის ხსოვნის ტურნირი ფეხბურთში, სამოყვარულო ტურნირი ჭადრაკში, ტურნირი ხელბურთში გოგონებს შორის, ფრენბურთის ტურნირი, ტაიკვანდოს ტურნირი, შალვა ბზიკაძის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში, სამოყვარულო ტურნირი ნარდში, როინ მეტრეველის ხსოვნის ტურნირი ხელბურთში, ზურაბ ბადირეიშვილი ხსოვნის ტურნირი კალათბურთში, დავით აფხაძის ხსოვნის ტურნირი ბ/რომაულ ჭიდაობაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები: ტურნირი მკლავჭიდში და გარბენი ქალაქის რკალზე, მხიარული სტარტები ბაღებს შორის, ნოდარ კოხრეიძის ხსოვნის ტურნირი მინი ფეხბურთში, რაგბის ტურნირი, ცენტრლური სტადიონის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება, ფრენბურთის ტურნირი სკოლებს შორის, მხიარული სტარტები, მერაბ მოსიავას ხსოვნის ტურნირი მინი-ფეხბურთში, კალათბურთის ტურნირი სკოლებს შორის, ქართული ჭიდაობის ტურნირი, მინიფეხბურთის ტურნირი სკოლებს შორის.
4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 727.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების ა(ა)იპ „წყალტუბოს თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს სამხატვრო სკოლის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“ დაფინანსება და სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა და ორგანიზება.
4.3. ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების დაფინანსება - 60.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ორგანიზება, სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება, სკოლის გამოსაშვები ღონისძიებების ორგანიზება, პოეზიის საღამოს მოწყობა, საახალწლო ღონისძიებები, სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, დიდი სამამულო ომის მონაწილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება, თამარობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ღონისძიება „წყალტუბოობი“ მოწყობა, სხვადასხვა შემსრულებლების მოწვევა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
4.4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - 100.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში გათავლისწინებულია ქუთაისის-გაენათის ეპარქიის სუბსიდირება.
4.5 კურორტისა და ტურიზმის განვითარება - 185.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში გათავლისწინებულია ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კურორტისა და ტურიზმის მართვის ცენტრის" სუბსიდირება.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 1192.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება - 62.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ:
ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რიონის ამბულატორიის რეაბილიტაცია.
5.2. სოციალური პროგრამები - 1 129.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.2.1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა - 95.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ სუბსიდირება.
5.2.2. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დღეგრძელთა დახმარება - 5.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დღეგრძელთა (100 და მეტი წლის ასაკის) მატერიალური დახმარება, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით.
5.2.3. მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური წახალისება - 45.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედა ან მამა) ერთჯერადი ფულადი დახმარება: თითოეულზე 2014 წელს მესამე შვილის შეძენისას – 500 ლარი, მეოთხე შვილის შეძენისას – 700 ლარი, მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას – 1000 ლარი.
5.2.4. სარიტუალო ხარჯები - 6.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულზე 100 ლარის ოდენობით და სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯი. 5.2.5. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება - 466.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება შემდეგ კატეგორიებზე: სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელსაც სუბსიდიების სააგენტოს ბაზაში მინიჭებული აქვს 57000 ქულის ზემოთ 70000 ქულის ჩათვლით გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება თითოეულს - 300 ლარი; დიდი სამამულო ომის მონაწილეთა დახმარება თითოეულს – 150 ლარი; ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პენსიონერთა დახმარება თითოეულს – 100 ლარი; დედ-მამით ობოლ ბავშვთა დახმარება თითოეულს – 150 ლარი; დღის ცენტრ ,,პეპელას“ ბენეფიციართა დახმარება თითოეულს – 100 ლარი; ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირთა დახმარება თითოეულს – 500 ლარი; უფასო სასადილო სათნოების სახლის ბენეფიციართა დახმარება თითოეულს – 50 ლარი; პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდთა დახმარება თითოეულს – 100 ლარი; თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე - დიალიზზე დამოკიდებულ (ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე) მოქალაქეთა დახმარება თითოეულს – 700 ლარი; დიაბეტით დაავადებულ (ინსულინდამოკიდებულ) 18 წლამდე ბავშვთა დახმარება თითოეულს – 150 ლარი; 18 წლამდე ინვალიდი ბავშვების ფულადი დახმარება თითოეულს - 100 ლარი (გარდა ცერემბრალური დამბლით დაავადებული 18 წლამდე ინვალიდი ბავშვებისა, დიაბეტით დაავადებული (ინსულინდამოკიდებულ) 18 წლამდე და დედ-მამით ობოლი ბავშვებისა); ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომლებიც არ განეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს (გარდა უფასო სასადილოს სათნოების სახლის ბენეფიციართა დახმარებისა) და თანხის გაცემის წესს განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო. აღნიშნულ ღონისძიებაზე დახარჯული თანხის ლიმიტი განისაზღვროს 50.0 ათასი ლარით მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ქვეპროგრამის ფარგლებში უფასო სასადილო სათნოების სახლის ბენეფიციართა სააღდგომო და საახალწლო დახმარება თითოეულს – 50 ლარი;
5.2.6. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება - 442.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების (გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები და მომსახურება, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული და სხვა სახის კვლევები) ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება, წელიწადში არაუმეტეს ორჯერ განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და/ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი წილის 50%-ით, არაუმეტეს 2000 ლარისა. ხოლო პაციენტი, რომელსაც გააჩნია მიმდინარე წლის დავალიანება სამედიცინო დაწესებულებების მიმართ დაფინანსდეს აღნიშნულ მუხლში გათვალისწინებული თანხის ფარგლებში - დარჩენილი დავალიანების 50%-ით. მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება ისეთი სამედიცინო სახის მომსახურება, რომელიც არ შედის სადაზღვევო პოლისის ჩამონათვალში ან არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, გაეწიოს სათანადო დახმარება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, გარდა პლასტიკური ქირურგიის ესთეტიკური ფორმის ქირურგიული ოპერეციებისა.
5.2.7. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება - 70.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 07) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სტიქიური უბედურების (ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, დიდთოვლობა და სხვა) შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს - 2000 ლარი.
9. დადგენილების მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას (მ. ღვინიანიძე). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები