დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016186 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის "კ" ქვეპუნქტის, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 69-ე და მე-80 მუხლების და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №34 დადგენილებაში (სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" www.matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016168 თარიღი 26/12/2013 შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
2. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. დადგენილების მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11 091.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
4. დადგენილების მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4923.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4973.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
5. დადგენილების მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
6. დადგენილების მეთხუთმეტე მუხლის მე-2 პუნქტის 2.3. ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის 3.1. ქვეპუნქტი, მე-4 პუნქტის 4.2. ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტის 5.2.6 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 15. 2, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 7 527.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენება, ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ეზოების კეთილმოწყობა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები- 417.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ სუბსიდირება, სოფლის კლუბების რეაბილიტაცია; სოფელ გვიშტიბში არსებული შენობის სახურავის მოწყობა, შემორაგვა, შენობის შელესვა, კარ-ფანჯრების მოწყობა, შენობის ნაწილის გარემონტება, ასევე წყლის, საკანალიზაციო ქსელის და ელ. მომარაგების სისტემის მოწყობა; სოფელ საყულიის სასაფლაოს ჭიშკრის მოწყობა და ქ. წყალტუბოში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს შემორაგვა. ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ გეგუთში მიმდინარე საზოგადოებრივი ცენტრის (იუსტიციის სახლის) ეზოს კეთილმოწყობა-მოპირკეთება. 3. განათლება - 1359.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1. სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება - 1209.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათის აუცილებელი ხარჯები, რომელიც შექმნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. ასევე ხელს შეუწყობს მათ მომზადებას ზოგადი განათლების მისაღებად. საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია (სოფ. გეგუთის, ახალი საყულიის და 9 აპრილის 1-ლი შესახვევი # 2-ში მდებარე ბაღი). 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები- 3192.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა- 727.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების ა(ა)იპ „წყალტუბოს თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს სამხატვრო სკოლის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“ დაფინანსება და სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა და ორგანიზება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა- 1152.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.2.6. მუნიციპალიტეტში მცხობვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება- 312.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების (გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები და მომსახურება, ლაბორატორიულ–ინსტრუმენტული და სხვა სახის კვლევები) ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და/ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი წილის 50%–ით, არაუმეტეს 2000 ლარისა. ხოლო პაციენტი, რომელსაც გააჩნია მიმდინარე წლის დავალიანება სამედიცინო დაწესებულებების მიმართ დაფინანსდეს აღნიშნულ მუხლში გათვალისწინებული თანხის ფარგლებში - დარჩენილი დავალიანების 50%–ით. მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება ისეთი სამედიცინო სახის მომსახურება, რომელიც არ შედის სადაზღვევო პოლისის ჩამონათვალში ან არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, გაეწიოს სათანადო დახმარება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, გარდა პლასტიკური ქირურგიის ესთეტიკური ფორმის ქირურგიული ოპერეციებისა. 7. დადგენილების მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას (პ. კიკალიშვილი). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები