დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016179 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის "კ" ქვეპუნქტის, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 69-ე, 80-ე მუხლებისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №34 დადგენილებაში (სსიპ 'საქართველოს საკანონმდებლო მაცნე' www.matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016168 თარიღი 26/12/2013 შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
2. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11 232.7 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილების მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9 132.7 ათასი ლარის ოდენობით
5. დადგენილების მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11 002.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
6. დადგენილების მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2580.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2630.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
7. დადგენილების მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
8. დადგენილების მეთხუთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენება, ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ეზოების კეთილმოწყობა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1.საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა- 2086.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მოვლა-შენახვა და სოფელ რიონში 0,5 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის, სოფელ მეორე უბანში 0,5 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის, თამარ მეფის ქუჩის, დედაენის ქუჩის მე–2 შესახვევის, ლორთქიფანიძის ქუჩის მე–3, მე–4, მე–6 შესახვევების, მე–6 ჩიხის რეაბილიტაციის, ნინოშვილის, დედაენის, წერეთლის, ჭავჭავაძის ქუჩების, წყალტუბო - ბანოჯის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის თოვლის საფარისაგან გაწმენდის, მოვლა–შენახვის, ორმოული და ბორდიულების შეკეთების, კიუვეტების აღდგენის და სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისაგან გაწმენდის სამუშაოები. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა- 1384.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება და ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება. 2.2.2. შენობების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა- 222.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მშენებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა 35 ინდივიდუალური სახლის, ქ. წყალტუბოში 9 აპრილის III შესახვევი №5-ში (ყოფილი სტატისტიკის შენობა) და სოფელ ხომულში - ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობებში (ყოფილი საავადმყოფო) გარე კომუნიკაციებთან მიერთების (ელექტროენერგია, კანალიზაცია, წყალმომარაგება), საჯარო რეესტრში დარეგისტრირების, შიდა კვარტალური გზების მოასფალტების, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია. სოფელ ხომულში - ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობებში (ყოფილი საავადმყოფო) გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. წყალტუბოში სპორტის სასახლეში, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს სასპორტო სკოლისათვის“ საოფისე ფართის მოწყობა; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (პირველი სართული) სასადილოს მოწყობა (შემდგომში მზრუნველობამოკლებულთა სასადილო). 2.2.3.გარე განათება- 592.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გარე განათების“ სუბსიდირება, დაფინანსდება მოხმარებული ელ.ენერგიის ღირებულება, გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და ქ. წყალტუბოში ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და გარე განათების ელ. დაერთების ტექნიკური სამუშაოები. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები- 451.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ სუბსიდირება, სოფლის კლუბების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიენბები, სოფელ საყულიის სასაფლაოს ჭიშკრის მოწყობა და ქ. წყალტუბოში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს შემორაგვა. 2.4. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 1124.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები- 3191.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. 4.3. ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების დაფინანსება - 58.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ორგანიზება, სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება, სკოლის გამოსაშვები ღონისძიებების ორგანიზება, პოეზიის საღამოს მოწყობა, საახალწლო ღონისძიებები, სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, დიდი სამამულო ომის მონაწილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება, თამარობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ღონისძიება „წყალტუბოობა“-ს მოწყობა, სხვადასხვა შემსრულებლების მოწვევა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა- 1109.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.2.5. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება- 553.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება შემდეგ კატეგორიებზე: სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელსაც სუბსიდიების სააგენტოს ბაზაში მინიჭებული აქვს 57000 ქულის ზემოთ 70000 ქულის ჩათვლით გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება თითოეულს - 300 ლარი; დიდი სამამულო ომის მონაწილეთა დახმარება თითოეულს – 150 ლარი; ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პენსიონერთა დახმარება თითოეულს – 100 ლარი; დედ–მამით ობოლ ბავშვთა დახმარება თითოეულს – 150 ლარი; დღის ცენტრ ,,პეპელას“ ბენეფიციართა დახმარება თითოეულს – 100 ლარი; ცერერმბრალური დამბლით დაავადებულ პირთა დახმარება თითოეულს – 500 ლარი; უფასო სასადილო სათნოების სახლის ბენეფიციართა დახმარება თითოეულს – 50 ლარი; პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდთა დახმარება თითოეულს – 100 ლარი; თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე - დიალიზზე დამოკიდებულ (ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე) მოქალაქეთა დახმარება თითოეულს – 700 ლარი; დიაბეტით დაავადებულ (ინსულინდამოკიდებულ) 18 წლამდე ბავშვთა დახმარება თითოეულს – 150 ლარი; 18 წლამდე ინვალიდი ბავშვების ფულადი დახმარება თითოეულს - 100 ლარი (გარდა ცერემბრალური დამბლით დაავადებული 18 წლამდე ინვალიდი ბავშვებისა, დიაბეტით დაავადებული (ინსულინდამოკიდებულ) 18 წლამდე და დედ–მამით ობოლი ბავშვებისა); ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომლებიც არ განეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს (გარდა უფასო სასადილოს სათნოების სახლის ბენეფიციართა დახმარებისა) და თანხის გაცემის წესს განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო. აღნიშნულ ღონისძიებაზე დახარჯული თანხის ლიმიტი განისაზღვროს 50.0 ათასი ლარით მიმდინარე წლის ბიუჯეტში. 9. დადგენილების მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები