კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 301
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 020090000.10.003.017468
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
301
25/11/2013
ვებგვერდი, 27/11/2013
020090000.10.003.017468
კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/11/2013 - 13/02/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №301

2013 წლის 25 ნოემბერი

   ქ.თბილისი

 

კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კო­­დე­ქსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კა­ნო­ნ­ის (12 ივნისი 2013 წ. №729-IIს) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვე­პუ­ნ­ქ­ტი­­სა  და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და სა­ქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პი­რ­ვე­ლი პუ­ნქტის საფუძველზე:

1.დამტკიცდეს კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედუ­რე­ბ­ით განხილვისა და გადაწყვეტის თანდართული წესი.

2.  ეთხოვოს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრო­მ­ის კოდექსი“ 521 მუხლით განსაზღვრულ სოციალური პარტნიორობის სა­მ­მ­ხ­რივ კომისიას უზრუნველყოს მედიატორთა რეესტრის ფორმირების მი­ზ­ნით ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მიწოდება.

3. ეთხოვოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედ დამსა­ქ­მე­ბელთა გაერთიანებებსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს, უზრუნვე­ლ­ყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული კოლექტიური დავის შემათა­ნხ­მე­ბელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დებულებათა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის გაცნობა და მისი საყოველთაო გამოყენების ხელშეწყობა. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 

კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს ორგანულ კანონში „საქა­რ­თ­ვე­ლ­ოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგა­ნუ­­ლი კანონის (12 ივნისი 2013წ., №729-IIს) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართვე­ლ­ოს შრომის კოდექსის“  (შემდგომში - „შრომის კოდექსი“) 47-ე მუხლის 61 ნა­წილისა და 481 მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად.

მუხლი 2. გამოყენების სფერო

ეს წესი ვრცელდება შრომის კოდექსით რეგულირებული შრომითი ურთიერთობების დროს წარმოშობილ კოლექტიურ დავებზე.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. დავა - შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში.

2. კოლექტიური დავა - კოლექტიური შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავა ან დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე, 20 დასაქმებული) შორის.

3. კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახური ­ საქა­რ­­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტა­მე­­ნტი, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიური დავის მედიაციის ორ­გა­ნი­ზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას.

4. კოლექტიური დავის მხარე - კოლექტიურ შრომით დავაში ჩართუ­ლი კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტი ან დამსაქმებელი ან დასაქმებულთა ჯგუფი (სულ მცირე, 20 დასაქმებული).  

5. კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი - შრომის კოდექსის 401 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების შესაბამისად კოლე­ქ­ტიური დავის მხარის მიერ არჩეული ან/და შრომის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი ან/და იმ დამსაქმებლის წა­რ­მო­მადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც კოლექ­ტი­უ­რი დავის მხარეა.

6. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია - შრომის კო­დე­ქ­ს­ის 521 მუხლით განსაზღვრული კომისია.

7. შემათანხმებელი პროცედურა - კოლექტიური დავის მხარეებს შო­რ­ის პირდაპირი მოლაპარაკება ან მედიაცია, რომელიც მიზნად ისახავს კო­ლე­ქტიური დავის გადაწყვეტას.

8. მედიაცია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) მიერ დანიშნული მე­დი­ა­ტორის (შემდგომში - „მედიატორი“) უშუალო მონაწილეობითა და ხელ­მძ­ღ­ვა­ნელობით წარმართული შემათანხმებელი პროცედურა.

9. შემათანხმებელი კომისია ­ კომისია, რომელიც კომპლექტდება კო­ლე­ქ­ტიური დავის თითოეული მხარის თანაბარი რაოდენობის წარმომა­დ­გე­ნ­­ლებისაგან შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხი­ლ­ვისა და გადაწყვეტის მიზნით.

მუხლი 4. კოლექტიური დავა და შემათანხმებელი პროცედურები

1. კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს შემათანხმებელი პროცე­დუ­რე­ბის დაცვით ან/და სასამართლოსათვის ან მხარეთა შეთანხმებით არ­ბი­ტ­რა­ჟისათვის მიმართვის გზით.

2. კოლექტიური დავის დაწყებისა და შემათანხმებელი პროცედუ­რე­ბ­ით მისი გადაწყვეტის  მიზნით კოლექტიური დავის ინიციატორი მხარის წა­რმომადგენელი მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედუ­რე­ბ­ის დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული კოლექტიური დავის წარმოშობის საფუძველი და მხა­რის მოთხოვნები.

3. შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით კოლექტიური დავის მხარეები ქმნიან შემა­თა­ნ­ხ­მე­ბელ კომისიას, რომელიც შექმნილად ითვლება პირველი სხდომის ჩატარე­ბი­სთანავე და წყვეტს თავის არსებობას შემათანხმებელი პროცედურის დას­რუ­ლებისას.

4. შემათანხმებელი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას კო­ლე­ქტიური დავის თითოეული მხრიდან ესწრება შემათანხმებელი კომი­სიის შესაბამისი მხარის წევრთა უმრავლესობა ან უფლებამოსილი უმრავ­ლე­სობა, რომელიც განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენ­ტ­ით.

5. თუ შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემათანხმებელი კომისიის სხდომებს მორიგეობით უძღვებიან კოლექტიური დავის მხარეთა ინტერესების გამომხატველი შემათანხმებელი კომისიის წევრები. მედიაციის მსვლელობაში, შემათანხ­მე­ბე­­ლი კომისიის სხდომას შეიძლება გაუძღვეს ასევე მედიატორი.

6. შემათანხმებელი კომისიის სხდომის მიმდინარეობის შესახებ საო­ქმო ჩანაწერები და მიღებული გადაწყვეტილებები შეიტანება სხდომის ოქმ­ში, რომელიც დგება ორ პირად და რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე და­მს­წრე შემათანხმებელი კომისიის წევრები. სხდომის ოქმის თითო პირი გადა­ე­ცემა კოლექტიური დავის თითოეული მხარის შესაბამის წარმომადგენელს.

7. შემათანხმებელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ამ მუ­ხ­­ლით გაუთვალისწინებელი წესები და პროცედურები განისაზღვრება შე­მა­თან­ხმებელი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს შემა­თა­ნ­ხ­მე­ბე­ლი კომისია.  

8. კოლექტიური დავის მხარეები ყოველმხრივ უწყობენ ხელს შემა­თა­ნ­ხმებელი კომისიის ფუნქციონირებას, მათ შორის შემათანხმებელი კომისიის შესაბამისი წევრების სხდომებზე დასწრებისა და მუშაობისათვის შე­საფერისი პირობებით უზრუნველყოფის მეშვეობით.

9. მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად კოლექტიური დავის მხარეს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს მინი­ს­ტრს მედიაციის დაწყების მიზნით კოლექტიურ დავაზე მედიატორის და­ნი­შ­ვნის თაობაზე, რის შესახებაც იმავე დღეს წერილობით აცნობებს კო­ლექ­ტი­ური დავის მეორე მხარეს.

10. კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქ­ვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ამ მუ­ხ­ლ­­ის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის გარეშე, სა­კუ­თარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი, რაც წერილობით უნ­და ეცნობოს მხარეებს.

11. მედიაცია დაწყებულად ითვლება მინისტრის მიერ კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის მომენტიდან.

12. კოლექტიური დავის მხარეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს.

13. შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის გადაწყვ­ე­ტ­ის შემთხვევაში სათანადო ცვლილებები აისახება ინდივიდუალურ ან/და კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებებში კოლექტიური დავის მხარეების მიერ შეთანხმებული ფორმითა და ვადების დაცვით.

14. კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ, რაც არ ზღუდავს კოლექტიური დავის მხარეთა უფლებას მიმარ­თ­ონ სასამართლოს ან შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე.

15. კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნით შემათანხმებელი პრო­ცე­დურები დასრულებულად ითვლება კოლექტიური დავის გადაწყვეტის ან კოლექტიური დავის მხარეების მიერ ამ დავის გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟისთვის (მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში) ან სასამართ­ლო­ს­თ­ვის მიმართვის ან მინისტრის მიერ შემათანხმებელი პროცედურების შე­წყ­ვე­ტის შემთხვევაში.

მუხლი 5. კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის წესი

1.კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის თაობაზე ამ წესის მე-4 მუ­ხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული წერილობითი მიმართვა ან იმავე მუ­ხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გა­ცემული მინისტრის შესაბამისი დავალება წარმოებაში მიიღება კოლე­ქ­ტი­უ­რი დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახურის (შემდგომში - „მედი­ა­ცი­ის საორგანიზაციო სამსახური“) მიერ, რომელიც შეისწავლის კოლე­ქ­ტი­ურ დავაზე მედიატორის დანიშვნის ამ დადგენილებით გათვალი­სწ­ი­ნე­ბუ­ლი წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს და შესაფერის შემთხ­ვე­ვა­ში, უზრუნველყოფს კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვ­ნ­ის კანდი­და­ტის მინისტრისათვის წარდგენას.

2. მედიატორად დანიშვნისას კანდიდატის შერჩევა ხდება მედია­ტო­რ­თა რეესტრიდან, რომელსაც აწარმოებს მედიაციის საორგანიზაციო სამ­სა­ხური. მედიატორთა რეესტრი იქმნება  შრომის სამართლის ან დაკავში­რე­ბულ სფეროებში ექსპერტული ცოდნის მქონე,  მიუკერძოებელი და დამო­უ­კიდებელი პირებისაგან, რომელთაც აქვთ შრომითი ურთიერთობების საკი­თ­ხებზე მოლაპარაკებების წარმოებაში სპეციალური ცოდნა ან/და გამოც­დი­ლება და რომელთაც, მათი მიმართვის საფუძველზე, რეკომენდაციას უწევს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია.

3. კონკრეტულ კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კან­დი­დატის შერჩევისას მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა მოხდეს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა, მათ შორის გამოირიცხოს მედიატო­რ­ად ისეთი კანდიდატის დანიშვნა, რომელიც:

 ა) კოლექტიური დავის მხარის ან მხარის წარმომადგენლის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქარ­თ­ვე­ლოს კანონის  შესაბამისად განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნა­თე­სავია;

ბ) კოლექტიური დავის მხარესთან ან მის წარმომადგენელთან ას­რუ­ლებს ან ასრულებდა ანაზღაურებად სამუშაოს ბოლო სამი წლის განმავ­ლო­ბაში;

გ) კონკრეტული კოლექტიური დავის განხილვისას შესაძლოა აღ­მო­ჩ­ნდეს მიკერძოებული ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის გამო.

4. კოლექტიურ დავაზე დასანიშნი მედიატორის კანდიდატზე მინისტ­რ­ის თანხმობის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერ­თეული, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სამინისტროს ცენტ­რა­ლური აპარატისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში,  მედიაციის საორგანიზაციო სამსახურთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს ამ კანდი­და­ტისგან მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართვე­ლ­ოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5. კანდიდატი კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშნულად  ითვ­ლე­ბა მასთან ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მედიაციის მომსახურე­ბ­ის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომე­ნ­ტი­დან.

6. როგორც წესი, ერთ კოლექტიურ დავაზე მედიატორი ინიშნება მხოლოდ ერთხელ. ამასთან, გამონაკლისი დაიშვება თუ:

ა) კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე აუცი­ლებელია მინისტრის მიერ იმავე კოლექტიურ დავაზე იმავე ან სხვა მედიატორის დანიშვნა;

ბ) კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის შემდეგ ამ წესის მე-5 მუ­ხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის გა­მო­ვ­ლე­ნისას ან ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც კოლექტიურ დავაზე და­ნი­შნული მედიატორის მიერ მედიაციის მომსახურების განხორციელება შეუძლებელია.

7. ამ წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის შემთხვევაში, მედიაციის საორგანიზაციო სა­მსახური აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს კოლექტიური და­ვის მხარეებს.

მუხლი 6. კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის ანაზღაურების წესი

კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს  სამინისტრო  შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მედიაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ღირებულება გა­ნი­საზღვრება ინდივიდუალურად მედიაციის მომსახურების მოსალოდნელი ხანგრძლივობისა და თავისებურებების გათვალისწინებით და უნდა უზ­რუ­ნ­ველყოფდეს მედიაციის მომსახურების დღიური ღირებულებისა და სა­ჭი­როებისამებრ, სამივლინებო და სხვა ხარჯების ანაზღაურებას;

ბ)მედიაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ანაზღაუ­რე­ბუ­­ლი მომსახურების დღეების რაოდენობა, როგორც წესი, არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 7 დღეს. ამასთან, დავის მედიატორის მიერ დასაბუთებული შუამ­დ­გო­მლობის წარმოდგენის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულებით დამატე­ბით ანაზღაურებული მედიაციის მომსახურების დღეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, ხოლო კოლექტიური დავის მხარეებს შორის კო­ლე­ქ­ტი­ური ხელშეკრულების დადების მიზნით წარმოებული მედიაციის დროს - 14 დღეს;

გ) მედიაციის მომსახურების დღიური ღირებულება შეადგენს 60 ლარს;

დ) სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება  ხორციელდება  „მოსამსახუ­რე­თათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით  მოსამსახურეთა ქვეყნის შიგნით მივლინების ანაზღაურების პირობების ანალოგიურად;

ე) მედიატორის მოთხოვნითა და მედიაციის საორგანიზაციო სამსახუ­რ­­თან შეთანხმებით დასაშვებია მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და­დე­ბული მედიაციის მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღი­­რებულების ცვლილება მედიაციის მომსახურების ხანგრძლივობის ცვ­ლი­­ლების ან/და ფაქტობრივად გაწეული სამივლინებო ხარჯების ოდენო­ბ­ის გათვალისწინებით.

მუხლი 7. კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატისა და დანიშნული მედიატორის ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

1. კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატი ვალ­დე­ბულია აცნობოს მედიაციის საორგანიზაციო სამსახურს ამ წესის მე-5 მუხ­ლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ან რაიმე სხვა ისეთი გარემოების თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის განხო­რცი­ე­ლე­ბას.

2. კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორი ვალდებულია:

ა) განიხილოს მედიაციის ფარგლებში მის კომპეტენციას მიკუთვნე­ბუ­ლი საკითხები მიუკერძოებლად, კოლექტიური დავის გარემოებათა ობიექ­ტუ­რად შესწავლის საფუძველზე;

ბ) დაუყოვნებლივ, მათ შორის კავშირგაბმულობის ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით, აცნობოს მედიაციის საორგანიზაციო სამსა­ხურს ამ წესის მე-5მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ან რაიმე სხვა ისეთი გარემოების თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის განხორციელებას;

გ) მედიაციის დასრულებისას, ასევე მინისტრის მოთხოვნის შემთხ­ვე­ვაში, საორგანიზაციო სამსახურში წარმოადგინოს ანგარიში კოლექტიურ დავასთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს მედია­ტო­რის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს;

დ) არ გაამჟღავნოს ან/და არ გამოიყენოს კომერციული ან სამსახურე­ბ­რივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფო­რ­მა­ცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა  მედიაციის განხორციელებასთან დაკა­ვ­შირებით;

ე) გამორიცხოს მედიაციასთან დაკავშირებით რაიმე ანაზღაურების მიღება (მათ შორის, ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით), გარდა მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვა­ლი­­სწინებული ანაზღაურებისა;

ვ) ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფ­ლე­ბები და მოვალეობები.

3. ამ წესისა და მედიატორთან გაფორმებული ხელშეკრულებით გან­საზ­ღვრულ პირობათა (ვალდებულებათა) დარღვევისათვის პასუ­ხი­სმგე­ბ­ლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.