დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 301 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/11/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 020090000.10.003.017468 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/11/2013 - 13/02/2019)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12 ივნისი 2013 წ. №729-IIს) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1.დამტკიცდეს კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის თანდართული წესი. 2. ეთხოვოს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ 521 მუხლით განსაზღვრულ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას უზრუნველყოს მედიატორთა რეესტრის ფორმირების მიზნით ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მიწოდება. 3. ეთხოვოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს, უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დებულებათა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის გაცნობა და მისი საყოველთაო გამოყენების ხელშეწყობა. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესი |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანიეს წესი შემუშავებულია „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12 ივნისი 2013წ., №729-IIს) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდგომში - „შრომის კოდექსი“) 47-ე მუხლის 61 ნაწილისა და 481 მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად. მუხლი 2. გამოყენების სფეროეს წესი ვრცელდება შრომის კოდექსით რეგულირებული შრომითი ურთიერთობების დროს წარმოშობილ კოლექტიურ დავებზე. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები1. დავა - შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში. 2. კოლექტიური დავა - კოლექტიური შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავა ან დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე, 20 დასაქმებული) შორის. 3. კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახური საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიური დავის მედიაციის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას. 4. კოლექტიური დავის მხარე - კოლექტიურ შრომით დავაში ჩართული კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტი ან დამსაქმებელი ან დასაქმებულთა ჯგუფი (სულ მცირე, 20 დასაქმებული). 5. კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი - შრომის კოდექსის 401 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების შესაბამისად კოლექტიური დავის მხარის მიერ არჩეული ან/და შრომის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი ან/და იმ დამსაქმებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც კოლექტიური დავის მხარეა. 6. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია - შრომის კოდექსის 521 მუხლით განსაზღვრული კომისია. 7. შემათანხმებელი პროცედურა - კოლექტიური დავის მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკება ან მედიაცია, რომელიც მიზნად ისახავს კოლექტიური დავის გადაწყვეტას. 8. მედიაცია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) მიერ დანიშნული მედიატორის (შემდგომში - „მედიატორი“) უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით წარმართული შემათანხმებელი პროცედურა. 9. შემათანხმებელი კომისია კომისია, რომელიც კომპლექტდება კოლექტიური დავის თითოეული მხარის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლებისაგან შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. მუხლი 4. კოლექტიური დავა და შემათანხმებელი პროცედურები1. კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს შემათანხმებელი პროცედურების დაცვით ან/და სასამართლოსათვის ან მხარეთა შეთანხმებით არბიტრაჟისათვის მიმართვის გზით. 2. კოლექტიური დავის დაწყებისა და შემათანხმებელი პროცედურებით მისი გადაწყვეტის მიზნით კოლექტიური დავის ინიციატორი მხარის წარმომადგენელი მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული კოლექტიური დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები. 3. შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით კოლექტიური დავის მხარეები ქმნიან შემათანხმებელ კომისიას, რომელიც შექმნილად ითვლება პირველი სხდომის ჩატარებისთანავე და წყვეტს თავის არსებობას შემათანხმებელი პროცედურის დასრულებისას. 4. შემათანხმებელი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას კოლექტიური დავის თითოეული მხრიდან ესწრება შემათანხმებელი კომისიის შესაბამისი მხარის წევრთა უმრავლესობა ან უფლებამოსილი უმრავლესობა, რომელიც განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით. 5. თუ შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემათანხმებელი კომისიის სხდომებს მორიგეობით უძღვებიან კოლექტიური დავის მხარეთა ინტერესების გამომხატველი შემათანხმებელი კომისიის წევრები. მედიაციის მსვლელობაში, შემათანხმებელი კომისიის სხდომას შეიძლება გაუძღვეს ასევე მედიატორი. 6. შემათანხმებელი კომისიის სხდომის მიმდინარეობის შესახებ საოქმო ჩანაწერები და მიღებული გადაწყვეტილებები შეიტანება სხდომის ოქმში, რომელიც დგება ორ პირად და რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე შემათანხმებელი კომისიის წევრები. სხდომის ოქმის თითო პირი გადაეცემა კოლექტიური დავის თითოეული მხარის შესაბამის წარმომადგენელს. 7. შემათანხმებელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ამ მუხლით გაუთვალისწინებელი წესები და პროცედურები განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს შემათანხმებელი კომისია. 8. კოლექტიური დავის მხარეები ყოველმხრივ უწყობენ ხელს შემათანხმებელი კომისიის ფუნქციონირებას, მათ შორის შემათანხმებელი კომისიის შესაბამისი წევრების სხდომებზე დასწრებისა და მუშაობისათვის შესაფერისი პირობებით უზრუნველყოფის მეშვეობით. 9. მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად კოლექტიური დავის მხარეს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის თაობაზე, რის შესახებაც იმავე დღეს წერილობით აცნობებს კოლექტიური დავის მეორე მხარეს. 10. კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი, რაც წერილობით უნდა ეცნობოს მხარეებს. 11. მედიაცია დაწყებულად ითვლება მინისტრის მიერ კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის მომენტიდან. 12. კოლექტიური დავის მხარეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს. 13. შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის გადაწყვეტის შემთხვევაში სათანადო ცვლილებები აისახება ინდივიდუალურ ან/და კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებებში კოლექტიური დავის მხარეების მიერ შეთანხმებული ფორმითა და ვადების დაცვით. 14. კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ, რაც არ ზღუდავს კოლექტიური დავის მხარეთა უფლებას მიმართონ სასამართლოს ან შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე. 15. კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნით შემათანხმებელი პროცედურები დასრულებულად ითვლება კოლექტიური დავის გადაწყვეტის ან კოლექტიური დავის მხარეების მიერ ამ დავის გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟისთვის (მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში) ან სასამართლოსთვის მიმართვის ან მინისტრის მიერ შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში. მუხლი 5. კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის წესი1.კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის თაობაზე ამ წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული წერილობითი მიმართვა ან იმავე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული მინისტრის შესაბამისი დავალება წარმოებაში მიიღება კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახურის (შემდგომში - „მედიაციის საორგანიზაციო სამსახური“) მიერ, რომელიც შეისწავლის კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს და შესაფერის შემთხვევაში, უზრუნველყოფს კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატის მინისტრისათვის წარდგენას. 2. მედიატორად დანიშვნისას კანდიდატის შერჩევა ხდება მედიატორთა რეესტრიდან, რომელსაც აწარმოებს მედიაციის საორგანიზაციო სამსახური. მედიატორთა რეესტრი იქმნება შრომის სამართლის ან დაკავშირებულ სფეროებში ექსპერტული ცოდნის მქონე, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი პირებისაგან, რომელთაც აქვთ შრომითი ურთიერთობების საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოებაში სპეციალური ცოდნა ან/და გამოცდილება და რომელთაც, მათი მიმართვის საფუძველზე, რეკომენდაციას უწევს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია. 3. კონკრეტულ კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატის შერჩევისას მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა მოხდეს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა, მათ შორის გამოირიცხოს მედიატორად ისეთი კანდიდატის დანიშვნა, რომელიც: ა) კოლექტიური დავის მხარის ან მხარის წარმომადგენლის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია; ბ) კოლექტიური დავის მხარესთან ან მის წარმომადგენელთან ასრულებს ან ასრულებდა ანაზღაურებად სამუშაოს ბოლო სამი წლის განმავლობაში; გ) კონკრეტული კოლექტიური დავის განხილვისას შესაძლოა აღმოჩნდეს მიკერძოებული ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის გამო. 4. კოლექტიურ დავაზე დასანიშნი მედიატორის კანდიდატზე მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, მედიაციის საორგანიზაციო სამსახურთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს ამ კანდიდატისგან მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 5. კანდიდატი კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშნულად ითვლება მასთან ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან. 6. როგორც წესი, ერთ კოლექტიურ დავაზე მედიატორი ინიშნება მხოლოდ ერთხელ. ამასთან, გამონაკლისი დაიშვება თუ: ა) კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია მინისტრის მიერ იმავე კოლექტიურ დავაზე იმავე ან სხვა მედიატორის დანიშვნა; ბ) კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის შემდეგ ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენისას ან ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის მიერ მედიაციის მომსახურების განხორციელება შეუძლებელია. 7. ამ წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის შემთხვევაში, მედიაციის საორგანიზაციო სამსახური აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს კოლექტიური დავის მხარეებს. მუხლი 6. კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის ანაზღაურების წესიკოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს სამინისტრო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მედიაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად მედიაციის მომსახურების მოსალოდნელი ხანგრძლივობისა და თავისებურებების გათვალისწინებით და უნდა უზრუნველყოფდეს მედიაციის მომსახურების დღიური ღირებულებისა და საჭიროებისამებრ, სამივლინებო და სხვა ხარჯების ანაზღაურებას; ბ)მედიაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ანაზღაურებული მომსახურების დღეების რაოდენობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. ამასთან, დავის მედიატორის მიერ დასაბუთებული შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულებით დამატებით ანაზღაურებული მედიაციის მომსახურების დღეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, ხოლო კოლექტიური დავის მხარეებს შორის კოლექტიური ხელშეკრულების დადების მიზნით წარმოებული მედიაციის დროს - 14 დღეს; გ) მედიაციის მომსახურების დღიური ღირებულება შეადგენს 60 ლარს; დ) სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით მოსამსახურეთა ქვეყნის შიგნით მივლინების ანაზღაურების პირობების ანალოგიურად; ე) მედიატორის მოთხოვნითა და მედიაციის საორგანიზაციო სამსახურთან შეთანხმებით დასაშვებია მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დადებული მედიაციის მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება მედიაციის მომსახურების ხანგრძლივობის ცვლილების ან/და ფაქტობრივად გაწეული სამივლინებო ხარჯების ოდენობის გათვალისწინებით. მუხლი 7. კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატისა და დანიშნული მედიატორის ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა1. კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატი ვალდებულია აცნობოს მედიაციის საორგანიზაციო სამსახურს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ან რაიმე სხვა ისეთი გარემოების თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის განხორციელებას. 2. კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორი ვალდებულია: ა) განიხილოს მედიაციის ფარგლებში მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები მიუკერძოებლად, კოლექტიური დავის გარემოებათა ობიექტურად შესწავლის საფუძველზე; ბ) დაუყოვნებლივ, მათ შორის კავშირგაბმულობის ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით, აცნობოს მედიაციის საორგანიზაციო სამსახურს ამ წესის მე-5მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ან რაიმე სხვა ისეთი გარემოების თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის განხორციელებას; გ) მედიაციის დასრულებისას, ასევე მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, საორგანიზაციო სამსახურში წარმოადგინოს ანგარიში კოლექტიურ დავასთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს მედიატორის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს; დ) არ გაამჟღავნოს ან/და არ გამოიყენოს კომერციული ან სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის განხორციელებასთან დაკავშირებით; ე) გამორიცხოს მედიაციასთან დაკავშირებით რაიმე ანაზღაურების მიღება (მათ შორის, ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით), გარდა მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურებისა; ვ) ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. 3. ამ წესისა და მედიატორთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობათა (ვალდებულებათა) დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები