„კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 729
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 020090000.10.003.022451
729
04/12/2020
ვებგვერდი, 04/12/2020
020090000.10.003.022451
„კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №729

2020 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/11/2013, 020090000.10.003.017468) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს თანდართული „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.

2.  ეთხოვოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 82-ე მუხლით განსაზღვრულ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, უზრუნველყოს მედიატორთა რეესტრის ფორმირების მიზნით ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მიწოდება.

3. ეთხოვოთ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს, უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დებულებათა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის გაცნობა და მისი საყოველთაო გამოყენების ხელშეწყობა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის“:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდგომში – შრომის კოდექსი) საფუძველზე, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-6​ პუნქტისა და 63-ე მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი – შრომის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლების შესაბამისად, კოლექტიური დავის მხარის მიერ არჩეული ან/და შრომის კოდექსის 56-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი ან/და იმ დამსაქმებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც კოლექტიური დავის მხარეა.

6. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია – შრომის კოდექსის 82-ე მუხლით განსაზღვრული კომისია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია