დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 399 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020090000.10.003.025292 |
|
„კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/11/2013, 020090000.10.003.017468) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის“:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახური − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიური დავის მედიაციის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას.“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კოლექტიური დავის მხარის ან მხარის წარმომადგენლის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია;“. ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ წესის მე-4 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის შემთხვევაში, მედიაციის საორგანიზაციო სამსახური აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს კოლექტიური დავის მხარეებს.“. 3. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებით განსაზღვრული პროფესიულ საჯარო მოხელეთა ქვეყნის შიგნით მივლინების ანაზღაურების პირობების ანალოგიურად;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები