დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 258 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/10/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.017425 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/10/2013 - 15/03/2016)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 524 მუხლის მე-3 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის (შემდგომში - „სამმხრივი კომისია“) თანდართული დებულება. 2. დაევალოს საქართველოს მთავრობის კანცელარიას, უზრუნველყოს სამმხრივი კომისიის სამდივნოს ჩამოყალიბება ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. 3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის მხარის წევრების - ამ სახელმწიფო დაწესებულებათა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირების - კანდიდატურების განსაზღვრა და შესაბამისი ინფორმაციის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. 4. ეთხოვოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს, უზრუნველყონ შიდა კონსულტაციებისა და სხვა კანონიერი პროცედურების შედეგად სამმხრივი კომისიის საკუთარი მხარის კომისიის წევრობის ექვსი კანდიდატურის, მათ შორის, ამ მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის შერჩევა და მისი მეშვეობით ამ კანდიდატურების სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენა, არაუგვიანეს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღისა. 5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ნოემბრის №448 დადგენილება. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი1. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია (შემდგომში – სამმხრივი კომისია) არის სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. 2. სამმხრივი კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2. სამმხრივი კომისიის სტრუქტურა და შემადგენლობა1. სამმხრივი კომისიის მხარეები არიან საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა გაერთიანებები და დასაქმებულთა გაერთიანებები. 2. თითოეულ მხარეს სამმხრივ კომისიაში ჰყავს 6 წევრი, რომლებიც შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე. 3. თითოეული დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც სამმხრივი კომისიის მონაწილეა, თავად იღებს გადაწყვეტილებას სამმხრივი კომისიის წევრებად წარსადგენად საკუთარ წარმომადგენელთა შერჩევის თაობაზე. 4. სამმხრივი კომისიის წევრებად წარდგენილი უნდა იქნენ მხარეთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები, რომლებიც, თავის მხრივ, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ კომისიის დანარჩენ 5-5 წევრს. 5. სამმხრივ კომისიაში საქართველოს მთავრობას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირები შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებებიდან: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 6. სამმხრივი კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადაა 1 წელი. სამმხრივი კომისიის ახალი შემადგენლობა განისაზღვრება წინა შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისათვის: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულებები უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის მხარის კომისიის წევრობის კანდიდატების სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენას, არაუგვიანეს სამმხრივი კომისიის შესაბამისი წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე; ბ) ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა გაერთიანებები და დასაქმებულთა გაერთიანებები უზრუნველყოფენ შიდა კონსულტაციებისა და სხვა კანონიერი პროცედურების შედეგად სამმხრივი კომისიის საკუთარი მხარის კომისიის წევრობის კანდიდატურების შერჩევას და სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენას ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით, არაუგვიანეს სამმხრივი კომისიის შესაბამისი წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე. 8. სამმხრივი კომისიის წევრის (გარდა სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა) უფლებამოსილების ნებისმიერი მიზეზით ვადამდელი შეწყვეტის შემთხვევაში სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი მხარის შემადგენლობაში სამმხრივი კომისიის წევრობის ახალ კანდიდატს, რომლის შერჩევა ხდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით, როგორც წესი, არაუგვიანეს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღისა. 9. სამმხრივი კომისიის მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის, როგორც სამმხრივი კომისიის წევრის, უფლებამოსილების ნებისმიერი მიზეზით ვადამდელი შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი მხარის დაკომპლექტებაში მონაწილე დასაქმებულთა ან დამსაქმებელთა გაერთიანებები მართავენ შიდა კონსულტაციებსა და ახორციელებენ სხვა კანონიერ პროცედურებს სამმხრივი კომისიის წევრობის კანდიდატის - შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით შერჩევისა და ამ პირის მეშვეობით შესაბამისი კანდიდატურის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარსადგენად, როგორც წესი, არა უგვიანეს სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის, როგორც სამმხრივი კომისიის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 10. საქართველოს მთავრობის მხრიდან სამმხრივი კომისიის წევრის (გარდა სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისა) უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება უზრუნველყოფს სამმხრივი კომისიის წევრობის ახალი კანდიდატის წარდგენას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისათვის, კომისიის შესაბამისი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. 11. სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის - საქართველოს პრემიერ-მინისტრის - უფლებამოსილების შეწყვეტის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სხვა შემთხვევაში, რომელიც მოითხოვს საქართველოს მთავრობის შემადგენლობის ხელახლა დამტკიცებას, საქართველოს მთავრობიდან სამმხრივი კომისიის წევრობის ახალი კანდიდატურები სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარედგინება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. მუხლი 3. სამმხრივი კომისიის საქმიანობის პრინციპებისამმხრივი კომისიის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა; ბ) სოციალური პარტნიორის ინტერესების პატივისცემა; გ) კოორდინაცია და პასუხისმგებლობა; დ) ინფორმირებულობა; ე) ვალდებულებათა შესრულება; ვ) ტრიპარტიზმი; ზ) კონსენსუსი. მუხლი 4. სამმხრივი კომისიის ფუნქციებისამმხრივი კომისიის ფუნქციებია: ა) ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე; ბ) შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება. მუხლი 5. სამმხრივი კომისიის უფლებამოსილებებითავისი ფუნქციების შესასრულებლად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამმხრივი კომისია უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა მიერ დასმული საკითხები; ბ) კომისიის სხდომაზე მოისმინოს მხარეთა ინფორმაციები მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა დაწესებულებებისაგან მის მიერ საკითხების განსახილველად საჭირო მასალები; დ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. მათი მოწვევის დროს უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი; ე) შეიმუშაოს და დაინტერესებულ პირებს წარუდგინოს წინადადებები მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე. მუხლი 6. სამმხრივი კომისიის საქმიანობის წესი1. სამმხრივი კომისია, როგორც წესი, იკრიბება კალენდარული წლის განმავლობაში კვარტალში ერთხელ. ამასთან, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომა, რის თაობაზეც გადაწყვეტილება მიიღება სამმხრივი კომისიის მხარეების ხმათა 2/3-ით. თითოეულ მხარეს უფლება აქვს, წელიწადში ერთხელ საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა, როგორც წესი, სამმხრივი კომისიის სამდივნოსთვის სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის მიერ მიმართვიდან არა უგვიანეს 14 კალენდარული დღისა. 2. სამმხრივი კომისიის სხდომები წარიმართება სამმხრივი კომისიის მხარეთა მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად. 3. სამმხრივი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება თითოეული მხარის არანაკლებ სამი წევრისა და დამსწრეთა შორის არიან დამსაქმებელთა გაერთიანებების მხარისა და დასაქმებულთა გაერთიანებების მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები. ამასთან, როგორც დამსაქმებელთა გაერთიანებების მხარისა, ისე დასაქმებულთა გაერთიანებების მხარის შემთხვევაში, სამმხრივი კომისიის სხდომას უნდა ესწრებოდეს შესაბამისი მხარის შემადგენლობაში შემავალი ორი ორგანიზაციის წარმომადგენელი სამმხრივი კომისიის წევრი მაინც. 4. სამმხრივი კომისიის სხდომაზე ცალკეული საკითხის შესწავლის შუამდგომლობას აყენებს ერთ-ერთი მხარე. სამმხრივი კომისიის მხარეთა 2/3-ის თანხმობის შემთხვევაში, სამმხრივი კომისია ვალდებულია, შეისწავლოს აღნიშნული საკითხი. 5. სამმხრივ კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეული მხარის მიერ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მხარის სამმხრივი კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ამასთან მხარის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ხმა. 6. სამმხრივი კომისია შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 7. სამმხრივი კომისიის შეხვედრები, როგორც წესი, იმართება საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რომელიც უზრუნველყოფს სამმხრივი კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, სამმხრივი კომისიის შეხვედრები შესაძლოა გაიმართოს სხვა ადგილას, რომელთა ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფას სამმხრივი კომისიის სამდივნოსთან ერთად ახორციელებს სამმხრივი კომისიის ის მხარე, რომლის ინიციატივითაც ხდება სამმხრივი კომისიის სხდომის სხვა ადგილას გამართვა. 8. სამმხრივ კომისიას აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 9. სამმხრივი კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს სამმხრივი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს (შეხვედრების ორგანიზებას, ოქმების წარმოებას, ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევას, სხდომის მასალებით უზრუნველყოფას და სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას). მუხლი 7. სამუშაო ჯგუფები1. სამმხრივი კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესწავლისა და სხვა შესაბამისი მიზნებით სამმხრივი კომისია ქმნის სამუშაო ჯგუფს (ჯგუფებს). 2. სამუშაო ჯგუფი იქმნება სამმხრივი კომისიის მხარეთა მიერ წარდგენილი პირებისაგან პარიტეტულობის პრინციპის დაცვით. 3. სამუშაო ჯგუფის წევრთა საქმიანობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ დებულების მე-3 მუხლით დადგენილი პრინციპები. 4. სამუშაო ჯგუფს შეუძლია ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესში მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტები, სპეციალისტები და დაინტერესებული პირები. 5. სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში - სამუშაო ჯგუფის შესაბამისი გადაწყვეტილება წარედგინება სამმხრივ კომისიას. 6. ცალკეულ საკითხებზე კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მხარეთა პოზიციები წერილობით წარედგინება სამმხრივ კომისიას. 7. სამუშაო ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს სამმხრივი კომისიის ფარგლებში და საქმიანობას წყვეტს დასახული მიზნის მიღწევისთანავე. მუხლი 8. სამმხრივი კომისიის სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი1. სამმხრივი კომისიის სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში - სამმხრივი კომისიის საქართველოს მთავრობის მხარის ერთ-ერთი წევრი, როგორც წესი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. 2. სამმხრივი კომისიის სხდომის თავმჯდომარე: ა) აუწყებს სამმხრივი კომისიის წევრებს სამმხრივი კომისიის სხდომის გახსნისა და დახურვის შესახებ; ბ) უძღვება საკითხების განხილვას; გ) უზრუნველყოფს ამ დებულების მოთხოვნათა დაცვას; დ) აძლევს სიტყვას სამმხრივი კომისიის წევრებსა და მოწვეულ პირებს; ე) აყენებს კენჭისყრაზე საკითხს და აცხადებს მის შედეგებს; ვ) ხელს აწერს სამმხრივი კომისიის სხდომის ოქმს და საოქმო გადაწყვეტილებებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 9. სამმხრივი კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები1. სამმხრივი კომისიის წევრობა ნებაყოფლობითია. 2. სამმხრივი კომისიის წევრი კეთილსინდისიერად და ანაზღაურების გარეშე ეწევა სამმხრივი კომისიის წევრობასთან დაკავშირებულ საქმიანობას. 3. სამმხრივი კომისიის წევრი იღებს ყველა ზომას, რათა პირადად მიიღოს მონაწილეობა სამმხრივი კომისიის სხდომებში. ამასთან, სამმხრივი კომისიის წევრი არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს სამმხრივი კომისიის სხდომებში მონაწილეობის უფლების სხვა პირზე დელეგირება. 4. სამმხრივი კომისიის წევრს, გარდა სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისა, შეუძლია მოიხსნას ამ კომისიის წევრობის უფლებამოსილება: ა) სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის წინაშე წერილობითი მიმართვის გზით, თუ სამმხრივი კომისიის ეს წევრი საქართველოს მთავრობის მხარის შემადგენლობაშია; ბ) სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის წინაშე წერილობითი მიმართვის გზით, თუ კომისიის ეს წევრი არის დამსაქმებელთა გაერთიანებების ან დასაქმებულთა გაერთიანებების მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი; გ) დამსაქმებელთა გაერთიანებების ან დასაქმებულთა გაერთიანებების იმავე მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის წინაშე წერილობითი მიმართვის გზით, რომელი მხარის შემადგენლობაშიც ის არის წარმოდგენილი. 5. სამმხრივი კომისიის წევრი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 6. სამმხრივი კომისიის წევრი უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცესში მოითხოვოს სიტყვა, დააყენოს განსახილველი საკითხი, მიიღოს მონაწილეობა განხილვებსა და კენჭისყრაში, გაეცნოს სამმხრივი კომისიის მიერ განსახილველ საკითხებზე მოძიებული მასალებს (შესაბამის შემთხვევაში, მათი კონფიდენციალობის დაცვით), შეითანხმოს და მოაწეროს ხელი სამმხრივი კომისიის სხდომათა ოქმებს და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები. მუხლი 10. სამმხრივი კომისიის წევრის, კომისიის სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფის წევრების საქმიანობის ანაზღაურება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრის, კომისიის სამდივნოს და სამუშაო ჯგუფების წევრების მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობა არ ანაზღაურდება. |
დოკუმენტის კომენტარები