„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.021091
76
13/02/2019
ვებგვერდი, 18/02/2019
010220020.10.003.021091
„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №76

2019 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს, 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 08/10/2013, 010220020.10.003.017425) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური  პარტნიორობის სამმხრივი  კომისიის  დებულების“:

1.  მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრი.“.

2. მე-6 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამმხრივი კომისიის შეხვედრები, როგორც წესი, იმარ­თება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, შესაბამისად,  სამმ­ხრივი კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ის უწყება, რომლის ადმინისტრაციულ შენობაშიც ხდება სამმხრივი კომისიის შეხვედრის გამართვა. ამასთან, მხა­რე­თა შე­თან­ხმებით, სამმხრივი კომისიის შეხვედრები შესაძ­ლოა, გაი­მარ­თოს სხვა ადგილას, რომელთა ორგანიზაციულ-ტექ­ნიკურ უზ­­­რუნ­ველყოფას სამმხრივი კომისიის სამდივნოსთან ერთად ახორციელებს სამ­მხრივი კომისიის ის მხა­­რე, რომლის ინიციატივითაც ხდება სამმხრივი კომისიის სხდომის სხვა ადგილას გამართვა.

8. სამმხრივ კომისიას აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამდივნოს შემადგენ­ლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამმხრივი კომისიის სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე,  მისი დავალების, არყოფნის ან სხვა გამონაკლის შემ­თხვევაში  –  სამმხრივი კომისიის საქართველოს მთავრობის მხარის წევრი, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე  –  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე