„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.020091
382
07/08/2017
ვებგვერდი, 10/08/2017
010220020.10.003.020091
„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №382

2017 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 08/10/2013, 010220020.10.003.017425) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების“ მე-2 მუხლის:

1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამმხრივ კომისიაში საქართველოს მთავრობას სამმხრივი კომი­სიის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ:  

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტუ­რის მინისტრი;

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

2. მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 და მე-11 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს მთავრობის მხრიდან სამმხრივი კომისიის წევრის/მინისტრის უფლებამოსილების შეწყ­ვეტის შემთხვევაში, შესაბამისი სამინისტროს  ახალი მინისტრი ავტომატურად ხდება სამმხრივი კომისიის წევრი.

11. სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სხვა შემთხვევაში, რომელიც მოითხოვს  საქართველოს მთავრობის შემადგენლობის ხელახლა დამტკიცებას, ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ავტომატურად ხდება სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი