„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019187
122
15/03/2016
ვებგვერდი, 17/03/2016
010220020.10.003.019187
„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №122

2016 წლის 15 მარტი

   ქ. თბილისი

 

„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2013, 010220020.10.003.017425) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების:

1. მე-2  მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ამავდროულად არის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.“.

2. მე-6 მუხლის  მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამმხრივი კომისიის შეხვედრები, როგორც წესი, იმარ­თება საქარ­თველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, შესაბამისად,  სამმ­ხრივი კომისიის ორ­განიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ის უწყება, რომლის ადმინისტრაციულ შენობაშიც ხდება სამმხრივი კომისიის შეხვედრის გამართვა. ამასთან, მხა­რე­თა შე­თან­ხმებით, სამმხრივი კომისიის შეხვედრები შესაძ­ლოა გაი­მარ­თოს სხვა ადგილას, რომელთა ორგანიზაციულ-ტექ­ნიკურ უზ­­­რუნ­ველყოფას სამმხრივი კომისიის სამდივნოსთან ერთად ახორციელებს სამ­მხრივი კომისიის ის მხა­­რე, რომლის ინიციატივითაც ხდება სამმხრივი კომისიის სხდომის სხვა ადგილას გამართვა.

8. სამმხრივ კომისიას აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამდივნოს შემადგენ­ლობა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამმხრივი კომისიის სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს სამ­მხრივი კომისიის თავმჯდომარე,  მისი დავალების, არყოფნის ან სხვა გამონაკლის შემ­თხვევაში სამმხრივი კომისიის საქართველოს მთავრობის მხარის წევრი, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი