„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 689
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.022410
689
19/11/2020
ვებგვერდი, 20/11/2020
010220020.10.003.022410
„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №689

2020 წლის 19 ნოემბერი

 ქ. თბილისი

 

„სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013  წლის 7 ოქტომბრის №258  დადგენილებაში    (www.matsne.gov.ge, 08/10/2013, 010220020.10.003.017425) შეტანილ იქნეს  ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური  პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების“:

1. მე-2  მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამმხრივი კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადაა 3 წელი. სამმხრივი კომისიის ახალი შემადგენლობა განისაზღვრება წინა შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3. სოციალური პარტნიორობა და სამმხრივი კომისიის საქმიანობის პრინციპები

1. სოციალური პარტნიორობა არის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე სოციალურ პარტნიორებს − დამსაქმებლის (დამსაქმებელთა გაერთიანების), დასაქმებულის (დასაქმებულთა გაერთიანების) და სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლებს – შორის დიალოგისა და თანამშრომლობის სისტემა.

2. სამმხრივი კომისიის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა;

ბ) სოციალური პარტნიორის ინტერესების პატივისცემა;

გ) ნდობა და კეთილსინდისიერება;

დ) კოორდინაცია და პასუხისმგებლობა;

ე) ინფორმირებულობა;

ვ) ვალდებულებათა შესრულება;

ზ) ტრიპარტიზმი;

თ) კონსენსუსი.

3. სოციალური პარტნიორობა შესაძლებელია, განვითარდეს ეროვნულ, სექტორულ, ტერიტორიულ, საწარმოო და სხვა ორგანიზაციულ დონეებზე.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4.  სამმხრივი კომისიის ფუნქციები

სამმხრივი კომისიის ფუნქციებია:

ა) ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე, წევრებს შორის შეთანხმებისა და კონსენსუსის წახალისება;

ბ) მთავრობასთან კონსულტაციების გამართვა შრომის, ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული საერთო ინტერესის მქონე საკითხების, მათ შორის, იმ რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, მინიმალურ ხელფასსა და ნებისმიერ სხვა საკითხს, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინონ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ინტერესებზე;

გ) შრომით და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ სამმხრივი კომისიის წევრთათვის მნიშვნელობის მქონე ნებისმიერ სხვა საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკრეტული საკითხების განხილვის მიზნით, სამმხრივი კომისია უფლებამოსილია, შექმნას მუდმივი ან დროებითი ქვეკომიტეტები და სამუშაო ჯგუფები.“.

5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8მე-9 და მე-10 პუნქტებ:

„8. სამმხრივი კომისიის ფარგლებში მოქმედებს მუდმივმოქმედი ქვეკომიტეტი.  ქვეკომიტეტის ფუნქციაა სამმხრივი კონსულტაციის გამართვა „შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“ 1976 წლის №144 კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო შრომით სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

9.  ქვეკომიტეტის მიზანია კონსულტაციების ჩატარება შემდეგ საკითხებზე:

ა) მთავრობის პასუხები კითხვარებზე, რომლებიც შეეხება შრომის საერთაშორისო კონფერენციის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს, და მთავრობის კომენტარები შემოთავაზებულ ტექსტებზე, რომლებიც ექვემდებარება კონფერენციაზე განხილვას;

ბ) კომპეტენტური ორგანოსათვის ან ორგანოებისთვის წარსადგენი წინადადებები, რომლებიც შეეხება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების მე-19 მუხლის შესაბამისად კონვენციისა და რეკომენდაციების წარდგენას;

გ) იმ არარატიფიცირებული კონვენციებისა და რეკომენდაციების ხელმეორედ გადახედვა, დროის შესაბამისი ინტერვალებით, რომლებიც ჯერ არ ამოქმედებულა, იმისთვის, რომ განისაზღვროს მათი განხორციელებისა და, საჭიროების შემთხვევაში, რატიფიცირების ხელშეწყობისთვის აუცილებელი ზომები;

დ) იმ ანგარიშებთან დაკავშირებით წარმოშობილი შეკითხვები, რომლებიც უნდა წარედგინოს შრომის საერთაშორისო ბიუროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 22-ე მუხლის შესაბამისად;

ე) წინადადებები რატიფიცირებული კონვენციების დენონსაციასთან დაკავშირებით.

10.  თითოეულ მხარეს ქვეკომიტეტში ჰყავს 3 წევრი, რომელთაც აქვთ შესაბამისი ცოდნა საერთაშორისო შრომით სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.  ქვეკომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია