დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ

დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5486
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 03/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.05.001.003.060
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5486
22/11/2007
სსმ, 40, 03/12/2007
360.050.000.05.001.003.060
დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (13/03/2012 - 16/03/2012)

საქართველოს კანონი

დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე საქართველოს სსრ-ისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ შექმნილი დაცული ტერიტორიების სტატუსთან, ფართობთან და საზღვრებთან, მართვისა და ფუნქციონირების თავისებურებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ტერმინებს.

 

თავი II. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე შექმნილი დაცული ტერიტორიების სტატუსი, ფართობი და საზღვრები დაცული ტერიტორიების კატეგორიების მიხედვით

    მუხლი 3. ალგეთის ეროვნული პარკის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას ალგეთის ეროვნული პარკი 6822 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1998–2008 წლების პროექტით.

    მუხლი 4. აჯამეთის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას აჯამეთის აღკვეთილი 5117 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ 1997–2007 წლების პროექტით და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №404 ბრძანებულებით დამტკიცებული „ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული ბაღდათის რაიონის გამგეობის 2005 წლის 23 აგვისტოს №95 დადგენილებით.

    მუხლი 5. კინტრიშის დაცული ტერიტორიების სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას კინტრიშის დაცული ტერიტორიები 13893 ჰა ტერიტორიაზე.

2. კინტრიშის დაცული ტერიტორიები მოიცავს:

ა) კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს;

ბ) კინტრიშის დაცულ ლანდშაფტს.

3. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი მოიცავს „კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1994–2004 წლების პროექტით განსაზღვრულ ტერიტორიას, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფართობისა, და შეადგენს სულ 10703 ჰა-ს.

4. კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომლის საერთო ფართობია 3190 ჰა, მოიცავს:

ა) მდინარე კინტრიშის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს 500 მეტრს (სულ 2490 ჰა-ს);

ბ) მდინარე ხეკნარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს 100 მეტრს (სულ 130 ჰა-ს);

გ) მდინარე ჭერულის ღელის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს 300 მეტრს (სულ 570 ჰა-ს).

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების კვარტალები და ლიტერები დადგენილია „კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1994–2004 წლების პროექტით.

    მუხლი 6. ყაზბეგის ეროვნული პარკის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას ყაზბეგის ეროვნული პარკი 86 86,6367 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1997–2007 წლების პროექტით.

3. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია არ მოიცავს ტერიტორიებს, რომელთა საერთო ფართობია 20,3633 ჰა და რომლებიც მოქცეულია შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებში:

ა)

X

Y

1

471184

4725181

2

471271

4725199

3

471292

4725102

4

471285

4725064

5

471281

4725030

6

471281

4724989

7

471262

4724887

8

471217

4724763

9

471216

4724739

10

471184

4725181

 

ბ)

X

Y

1

471242

4724543

2

471255

4724502

3

471295

4724959

4

471299

4724315

5

471190

4724120

6

471127

4724269

7

471202

4724389

8

471236

4724485

 

გ)

X

Y

1

469893

4731202

2

469911

4731177

3

469907

4731168

4

469908

4731164

5

469922

4731147

6

469934

4731115

7

469932

4731075

8

469911

4731072

9

469895

4731026

10

469900

4730975

11

469881

4730957

12

469870

4330958

13

469849

4730954

14

469808

4730934

15

469795

4730928

16

469801

4730976

17

469858

4731111

18

469861

4731124

19

469865

4731123

20

469877

4731161

21

469870

4731163

22

469877

4731191

 

დ)

X

Y

1

469911

4731072

2

469914

4731073

3

470510

4729823

4

470790

4728884

5

470773

4728885

6

470488

4729825

7

470182

4730470

8

469838

4730562

9

469841

4730583

10

469839

4730606

11

470096

4730533

12

470097

4730554

13

470077

4730590

14

469797

4730771

15

469792

4730791

16

469791

4730803

17

470101

4730628

18

466604

4731051

ე)

X

Y

1

471025

4728099

2

471311

4727133

3

471281

4726044

4

471265

4726037

5

471287

4727148

6

471008

4728097

 

საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5789 – ვებგვერდი,  19.03.2012წ.

    მუხლი 7. ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი 6388 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1998–2008 წლების პროექტით.

    მუხლი 8. ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი 40819 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1985–1995 წლების პროექტით.

    მუხლი 9. ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი 3645 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1984–1994 წლების პროექტით.

    მუხლი 10. რიწის სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას რიწის სახელმწიფო ნაკრძალი 16289 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1984–1994 წლების პროექტით.

    მუხლი 11. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი 1040 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1992–2002 წლების პროექტით.

    მუხლი 12. ყორუღის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას ყორუღის აღკვეთილი 2068 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „ყორუღის სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1987–1997 წლების პროექტით.

    მუხლი 13. ჭაჭუნის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას ჭაჭუნის აღკვეთილი 5200 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „ჭაჭუნის სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1987–1997 წლების პროექტით.

    მუხლი 14. ივრის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას ივრის აღკვეთილი 1336 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „იორის სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1987–1997 წლების პროექტით.

    მუხლი 15. კაცობურის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას კაცობურის აღკვეთილი 295 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „კაცობურის სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1990–2000 წლების პროექტით.

    მუხლი 16. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი 22000 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ივლისის №447 დადგენილების მე-6 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე.

    მუხლი 17. თეთრობის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას თეთრობის აღკვეთილი 3100 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ივლისის №447 დადგენილების მე-6 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე.

    მუხლი 18. გარდაბნის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები

1. შეიქმნას გარდაბნის აღკვეთილი 3484 ჰა ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფართობი და საზღვრები დადგენილია „გარდაბნის სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობის ტყის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1995–2005 წლების პროექტით.

 

თავი III. დაცული ტერიტორიების მართვა

    მუხლი 19. დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა

1. დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებულ მოქმედების საფუძველზე.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4393-ვებგვერდი,17.03.2011წ.

 

მუხლი 20. დაცული ტერიტორიების ზონირება

ამ კანონით დადგენილი დაცული ტერიტორიების (გარდა სახელმწიფო ნაკრძალ ებ ისა) ზონირება ხორციელდება მენეჯმენტის გეგმებით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4393-ვებგვერდი,17.03.2011წ.

 

თავი IV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 21. ნორმატიული აქტები და ნორმატიული აქტის ნაწილი, რომლებიც ძალას კარგავს კანონის ამოქმედებისთანავე

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს 1935 წლის 4 ნოემბრის №92/1514 დადგენილება „ნაკრძალების, ბუნების ნაკრძალი გეგმების და დაცვითი ნაკვეთების ქსელის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს სსრ მთავრობის კანონთა და განკარგულებათა კრებული, 1935 წ., №31, მუხ. 200);

ბ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1957 წლის 10 აპრილის №196 დადგენილება „საქართველოს სსრ ზოგიერთი ნაკრძალის აღდგენის შესახებ“ (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1957 წ., №4);

გ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1959 წლის 22 იანვრის №45 დადგენილება „საქართველოს სს რესპუბლიკაში ზოგიერთი ნაკრძალის მოწყობის, აღდგენისა და გაფართოების შესახებ“ (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1959 წ., №1);

დ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1960 წლის 29 აგვისტოს №603 დადგენილება „საქართველოს სსრ ზოგიერთი ნაკრძალის აღდგენის, გაფართოებისა და შექმნის შესახებ“ (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1960 წ., №3);

ე) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 13 აპრილის №205 დადგენილება „თეთრიწყაროს სატყეო მეურნეობის ნაძვნარი ტყის კორომების სახელმწიფო ნაკრძალად გამოცხადების შესახებ“ (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1965 წ., №4);

ვ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 6 თებერვლის №98 დადგენილება „ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის შესახებ“ (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1976 წ., №2);

ზ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 19 აგვისტოს №594 დადგენილება „გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის აღდგენის შესახებ“ (საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1976 წ., №8);

თ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1977 წლის 10 იანვრის №24 დადგენილება „ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის შესახებ“ (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1977 წ., №1);

ი) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1977 წლის 4 ოქტომბრის №688 დადგენილება „ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ნაძვნარების მასობრივი ხმობით შექმნილი ხანძარსაშიში მდგომარეობის თავიდან აცილების ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1977 წ., №10);

კ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1978 წლის 23 ივნისის №416 დადგენილება „ფსხუს სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის შესახებ“ (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1978 წ., №6);

ლ) საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1979 წლის 22 მაისის №372 დადგენილება „საგურამოს ეროვნული პარკისათვის სახელის გადარქმევის შესახებ“ (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1979 წ., №5);

მ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1980 წლის 16 დეკემბრის №869 დადგენილება „ახმეტის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის შესახებ“ (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1980 წ., №12);

ნ) საქართველოს რესპუბილიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 12 მაისის №12 დადგენილება „იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობების აღდგენის რესპუბლიკური სამეურნეო საწარმოო ცენტრის „ნოეს კიდობანის“ (თრიალეთის რეგიონული პარკი) შექმნის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., თავი I, მუხ. 32);

ო) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 14 სექტემბრის №923 დადგენილება „რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის – თრიალეთის ქედის რეგიონული პარკის ტერიტორიული საზღვრების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს მთავრობის დადგენილებანი, 1992 წ., №9);

პ) „დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების სახელმწიფო ღონისძიებებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ივლისის №447 დადგენილების (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1995 წლის ივლისი, №7) მე-4 პუნქტი.

    მუხლი 22. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 22 ნოემბერი

№5486_IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4393 ვებგვერდი, 17.03.2011წ.

2 . საქართველოს 201 2 წლის  13 მარტის კანონი №5 789 – ვებგვერდი, 1 9 .0 3 .2012წ.

14. 27/05/2026 - საქართველოს კანონი - 1581-Vმს-XIმპ - ვებგვერდი, 01/06/2026 13. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3306-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 17/07/2023 12. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 393-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/03/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6932-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 10. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4236-რს - ვებგვერდი, 03/01/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 23/03/2018 - საქართველოს კანონი - 2080-IIს - ვებგვერდი, 05/04/2018 8. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1670-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 7. 17/02/2016 - საქართველოს კანონი - 4733-IIს - ვებგვერდი, 25/02/2016 6. 24/06/2015 - საქართველოს კანონი - 3738-IIს - ვებგვერდი, 03/07/2015 5. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2308-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 4. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 479-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 3. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5853-Iს - ვებგვერდი, 28/03/2012 2. 13/03/2012 - საქართველოს კანონი - 5789-Iს - ვებგვერდი, 19/03/2012 1. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4393-Iს - ვებგვერდი, 110317023, 17/03/2011