დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4236-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.019392 |
|
„დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 03.12.2007, მუხ. 384) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ალგეთის ეროვნული პარკის სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას ალგეთის ეროვნული პარკი 8768 ჰა ტერიტორიაზე. 2. ალგეთის ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. კინტრიშის დაცული ტერიტორიების სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას კინტრიშის დაცული ტერიტორიები 13514 ჰა ტერიტორიაზე. 2. კინტრიშის დაცული ტერიტორიები მოიცავს: ა) კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს; ბ) კინტრიშის ეროვნულ პარკს. 3. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობია 3108 ჰა, რომელიც მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
4. კინტრიშის ეროვნული პარკის ფართობია 10406 ჰა, რომელიც მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
“. 3. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ფართობია 78204 ჰა, რომელიც მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: ა)
; ბ) წერტილიდან გეოგრაფიული კოორდინატებით X 485974,8, Y 4718310 წერტილამდე გეოგრაფიული კოორდინატებით X 469170,49, Y 4732810,6 და წერტილიდან გეოგრაფიული კოორდინატებით X 468935,4, Y 4732843 წერტილამდე გეოგრაფიული კოორდინატებით X 437014, Y 4719627,9 ყაზბეგის ეროვნული პარკის საზღვარი მიუყვება რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს; გ) წერტილიდან გეოგრაფიული კოორდინატებით X 437014,2, Y 4719627,9 წერტილამდე გეოგრაფიული კოორდინატებით X 449311, Y 4701364 და წერტილიდან გეოგრაფიული კოორდინატებით X 461556,4, Y 4707934,9 წერტილამდე გეოგრაფიული კოორდინატებით X 485974,8, Y 4718310 ყაზბეგის ეროვნული პარკის საზღვარი მიუყვება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სარეგისტრაციო ზონის საზღვარს.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ყორუღის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას ყორუღის აღკვეთილი 1716 ჰა ტერიტორიაზე. 2. ყორუღის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 13. ჭაჭუნის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას ჭაჭუნის აღკვეთილი 5032 ჰა ტერიტორიაზე. 2. ჭაჭუნის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
“. 5. მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი 20476 ჰა ტერიტორიაზე. 2. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 17. თეთრობის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას თეთრობის აღკვეთილი 3089 ჰა ტერიტორიაზე. 2. თეთრობის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
“. მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საზღვრების ფარგლებში (გარდა „ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1997–2007 წლების შედგენილი პროექტით დადგენილი ტერიტორიისა) ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, ჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით) და არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას; ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 27 დეკემბერი 2018 წ. N4236-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები