დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 393-IVმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.020298 |
|
„დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 03.12.2007, მუხ. 384) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები 5958,3 ჰა ტერიტორიაზე. 2. მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები მოიცავს: ა) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს; ბ) ცივ-გომბორის აღკვეთილს. 3. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობია 1022,5 ჰა, რომელიც მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
4. ცივ-გომბორის აღკვეთილის ფართობია 4935,8 ჰა, რომელიც მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
“. მუხლი 2. ეს კანონი არ ვრცელდება ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მათ შორის, მიწის ნაკვეთის ყიდვის, გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკის, იჯარით გაცემის შემთხვევაში არსებულ ურთიერთობებზე); ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 16 მარტი 2021 წ. N393-IVმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები