დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4733-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.018061 |
|
„დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 03.12.2007, მუხ. 384) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი 1022,5 ჰა ტერიტორიაზე. 2. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
“. 2. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ივრის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას ივრის აღკვეთილი 2126,8 ჰა ტერიტორიაზე. 2. ივრის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 15. კაცობურის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას კაცობურის აღკვეთილი 270,8 ჰა ტერიტორიაზე. 2. კაცობურის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
“. 3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. გარდაბნის აღკვეთილის სტატუსი, ფართობი და საზღვრები 1. შეიქმნას გარდაბნის აღკვეთილი 3733,7 ჰა ტერიტორიაზე. 2. გარდაბნის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
3. გარდაბნის აღკვეთილის საზღვარი №4 წერტილიდან (გეოგრაფიული კოორდინატებია: X 509439,73, Y 4578551,1) №5 წერტილამდე (გეოგრაფიული კოორდინატებია: X 506662,4, Y 4576949,6) მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 17 თებერვალი 2016 წ. N4733-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები