დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 30/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.132.016178 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
27
30/07/2013
ვებგვერდი, 02/08/2013
210020010.35.132.016178
ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/08/2013 - 13/02/2014)
|
„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 122 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს : |
1.
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც მოქცეულია შემდეგ პირობით საზღვრებში: იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებული წრიულიდან ილია ჭავჭავაძის და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე ილია ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს, ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კენტ მხარეს, ალექსანდრე გრიბოედოვისა და ეგნატე ნინოშვილის ქუჩების კვეთიდან სულიკო ჟღენტის ქუჩის კვეთამდე, სულიკო ჟღენტის ქუჩის ორივე მხარეს, სულიკო ჟღენტისა და იაკობ გოგებაშვილის ქუჩების კვეთიდან იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულამდე, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის ორივე მხარეს (სანაპირომდე) შემოღებულ იქნეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემი-სათვის მოსაკრებელი. |
2.
დამტკიცდეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართისა. |
3.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების მიღებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების საქმეებზე, რომლითაც უკვე მოთხოვნილია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა. |
|
დანართი
|
ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური)
შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქცია |
1.
სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა გულისხმობს ქ. ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ დადგენილი წესით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გაზრდას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემით. |
2.
სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით მიიღო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
3.
მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ფორმულით:
L X= — (K21 – K2)S K2
სადაც: |
ა)
x არის მოსაკრებლის ოდენობა; |
ბ)
L არის 1კვ.მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი; |
გ)
K21 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი; |
დ)
K2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი; |
ე)
S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი. |
4.
ქ. ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გაზრდის შემთხვევაში, გადახდილი უნდა იქნეს დადგენილ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტსა (კ-2) და გადამეტებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს შორის სხვაობა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესითა და შემთხვევებში. |
5.
მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას, მშენებლობის ნებართვის გაცემის III სტადიაზე. თუკი სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემული იქნა სხვა პირზე და მშენებლობის ნებართვის გაცემის III სტადიაზე მშენებელობის ნებართვის გაცემა ხდება სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაშინ მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს მშენებლობის ნებართვის მიმღებმა პირმა. |
6.
მოსაკრებლის გადახდა არ ხდება თუ: |
ა)
დამკვეთს წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულო, ქ. ბათუმის მერია ან/და თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი; |
ბ)
თუკი სამშენებლო განვითარება ითვალისწინებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული შენობის განვითარებას (რეკონსტრუქციას) ისე, რომ არ იცვლება არსებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2); |
გ)
მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა და ხდება ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა ან/და ხდება გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება; |
დ)
ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დროს; |
ე)
სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველი ქალაქი ბათუმის უძრავი ქონების პრივატიზების ან კანონიერი სარგებლობის ფორმით (აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა და ა.შ) განკარგვის დროს უძრავი ქონების გასხვისების პირობად განისაზღვრება ქონების შემძენის (მიმღების) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება. |
7.
წინამდებარე ინსტრუქციის მიზნებისათვის სამშენებლო ფართობი არის ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის 1-1/1254 ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი. |
8.
მოსაკრებლის გადამხდელი პირი ვალდებულია სამშენებლო დოკუმენტის პროექტს, ასევე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების დოკუმენტაციას თან დაურთოს მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება და დაამოწმოს შემდგენელი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. მშენებლობის ნებართვის გაცემის II სტადიაზე აუცილებელია არქიტექტურული პროექტის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა, სადაც შემოხაზული იქნება კ2 კოეფიციენტის დათვლის მიზნით შესაბამისი კონტურები. |
9.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესით და იგი მთლიანად ჩაირიცხება თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე; |
10.
წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს. |
11.
იმ შემთხვევაში თუკი განმცხადებელი (დამკვეთი) წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ მოითხოვს ქ. ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ უკვე გაცემული კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის დამატებით გაზრდას, მაშინ მასზე სრულად ვრცელდება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება. ასეთ დროს კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობა წინამდებარე ინსტრუქციის მე-3 პუნქტის ფორმულაში განისაზღვრება სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით გაცემული კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობით. |
12.
იმ შემთხვევაში, თუკი მშენებლობის ნებართვა გაცემულია, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი არ ადგენს კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობას და დამკვეთის (განმცხადებლის) მიერ მოთხოვნილია დამტკიცებულ არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში ცვლილების შეტანის გზით საპროექტო შენობის სიმაღლის გაზრდა, მაშინ უნდა მოხდეს მოთხოვნილი სიმაღლის გათვალისწინებით კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის დადგენა და თუკი ეს მნიშვნელობა აღემატება გაცემული არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებით მიღებული საპროექტო შენობის კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობას, მაშინ გამოიყენება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის წესი. ასეთ დროს კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობა წინამდებარე ინსტრუქციის მე-3 პუნქტის ფორმულაში განისაზღვრება დამტკიცებული არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებით მიღებული საპროექტო შენობის კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობით. |
8.
22/08/2019 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
19 -
ვებგვერდი, 27/08/2019
7.
27/07/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
56 -
ვებგვერდი, 02/08/2018
6.
28/06/2017 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
25 -
ვებგვერდი, 04/07/2017
5.
01/09/2015 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
21 -
ვებგვერდი, 03/09/2015
4.
30/04/2015 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
9 -
ვებგვერდი, 06/05/2015
3.
30/01/2015 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
1 -
ვებგვერდი, 03/02/2015
2.
26/06/2014 -
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება -
16 -
ვებგვერდი, 27/06/2014
1.
13/02/2014 -
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება -
4 -
ვებგვერდი, 18/02/2014
დოკუმენტის ცვლილებები
8
მიღების თარიღი : 22/08/2019
გამოქ. თარიღი : 27/08/2019
დოკუმენტის ნომერი : 19
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
7
მიღების თარიღი : 27/07/2018
გამოქ. თარიღი : 02/08/2018
დოკუმენტის ნომერი : 56
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
6
მიღების თარიღი : 28/06/2017
გამოქ. თარიღი : 04/07/2017
დოკუმენტის ნომერი : 25
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
5
მიღების თარიღი : 01/09/2015
გამოქ. თარიღი : 03/09/2015
დოკუმენტის ნომერი : 21
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4
მიღების თარიღი : 30/04/2015
გამოქ. თარიღი : 06/05/2015
დოკუმენტის ნომერი : 9
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3
მიღების თარიღი : 30/01/2015
გამოქ. თარიღი : 03/02/2015
დოკუმენტის ნომერი : 1
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის #27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2
მიღების თარიღი : 26/06/2014
გამოქ. თარიღი : 27/06/2014
დოკუმენტის ნომერი : 16
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1
მიღების თარიღი : 13/02/2014
გამოქ. თარიღი : 18/02/2014
დოკუმენტის ნომერი : 4
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის #27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები