„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.132.016267
21
01/09/2015
ვებგვერდი, 03/09/2015
210020010.35.132.016267
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №21

2015 წლის 1 სექტემბერი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპა­­ლიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკ­რებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციაში“ (შემდგომში - „ინსტრუქცია“) (სსმ, 02.08.2013 წ.) შე­ტა­­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას, მშენებლობის ნებართვის გაცემის III სტადიაზე, გარდა წინამდებარე დადგენილების 51 პუნქტით განსაზღვრული შემ­თ­ხ­ვე­ვებისა. თუკი სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემული იქნა სხვა პირზე და მშენებ­ლო­ბის ნებართვის გაცემის III სტადიაზე მშენებელობის ნებართვის გაცემა ხდება სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაშინ მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს მშენებლობის ნე­ბარ­თვის მიმღებმა პირმა.“.

ბ) მე-პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის51 პუნქტი:

„51. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველ­ზე მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, კერძოდ მოსაკრებლის მთლიანი ოდენობის 40% მშენებლობის ნე­ბარ­თ­ვის გაცემის III სტადიაზე, ხოლო დარჩენილი 60% მშენებ­ლო­ბის ნებართვის მიღებიდან 06 (ექვსი) თვის განმავლობაში თუ: მშენებლობის ნე­ბარ­თვის მიმ­ღები პირი წარმოადგენს დარჩენილი გადასახდელი მოსაკრებ­ლის ოდენობის საბანკო გარანტიას, რომელიც ერთი თვით უნდა აღემატებოდეს დარჩენილი თანხის გადახდის საბოლოო ვადას ან, მშენე­ბლობის ნე­ბარ­თვის მიმღები პირი დარჩენილი გადასახდელი მოსაკრებ­ლის უზრუნ­ველ­ყოფის მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დატვირთავს უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რომელიმე აუდიტორული კომპანიის აუდიტორული დასკვნის საფუძველზე უნდა აღემატებოდეს გადასახდელი მოსაკრებ­ლის ოდენობას.“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი