დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.132.016329 |
|
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №
27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №
27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 02/08/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.132.016178) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე (მათ შორის დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე) შემოღებულ იქნეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელი სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებულ მშენებლობებზე, რომლებზეც 2017 წლის 1 ივნისამდე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოტანილია შესაბამისი დადგენილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინება მოთხოვნა/შუამდგომლობა მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდის თაობაზე. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის ოდენობა არ გამოიანგარიშება ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად და ერთ კვ. მეტრზე (კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი) განისაზღვროს 400 ლარით. 22. დადგენილების 21 პუნქტით განსაზღვრული მოსაკრებელი ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები