„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის #27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის #27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.132.016247
1
30/01/2015
ვებგვერდი, 03/02/2015
210020010.35.132.016247
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის #27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქი ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №1

2015 წლის 30 იანვარი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ)“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

1.   „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვით­მმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის ¹27 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის“ (შემდგომში - „ინსტრუქცია“) მე-6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს:

  ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ან/და მის დაქვემდებარებაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის დაკვეთით წარმოებული მშენებლობა;

  ბ) თუკი სამშენებლო განვითარება ითვალისწინებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული შენობის განვითარებას (რეკონსტრუქციას) ისე, რომ არ იცვლება არსებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2);

  გ) მშენებლობის ნებართვის გაცემა, როდესაც მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა და ხდება ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა ან/და ხდება გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება;

  დ) ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟი;

  ე) სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პრივატიზების ან კანონიერი სარგებლობის ფორმით (აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა და ა.შ) განკარგვის დროს წარმოებული მშენებლობა, თუკი უძრავი ქონების გასხვისების პირობად განისაზღვრება ქონების შემძენის (მიმღების) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფ­ლება;

  ვ) თუ დამკვეთს წარმოადგენს „ქ. ბათუმში, არასათანადო-არასტანდარტული საცხოვ­რისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესა­ხებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №393 დადგენილებით  განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში ამავე პროგრამით დადგენილი პირობებითა და წესით მონაწილე იურიდიული პირი (დეველოპერული კომპანია);

  ზ) არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის საპროექტო-სახარჯთაღ­რიცხვო ღირებულება შეადგენს არანაკლებ ოცდაათი მილიონი ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ლარებში, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს არსებული ეროვნული (ოფიციალური) კურსით.“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი