ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.132.016446
19
22/08/2019
ვებგვერდი, 27/08/2019
330090020.35.132.016446
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2019 წლის 22 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვლოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24/09/2012, სარეგის­ტრა­ციო კოდი: 330090020.35.132.016140);

ბ) „საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №6 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქარ­თვე­ლოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 27/03/2017, სარეგის­ტრა­ციო კოდი: 010250050.35.132.016310);

გ) „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენი­ლება (გამოქვეყნების წყარო: საქარ­თვე­ლოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყ­ნების თარიღი: 02/08/2013, სარეგის­ტრა­ციო კოდი: 210020010.35.132.016178);

დ) „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის №25 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქარ­თვე­ლოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყ­ნების თარიღი: 10/05/2012, სარეგის­ტრა­ციო კოდი: 010250020.35.132.016115);

ე) „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის სფეროში დამატებითი საორგანიზაციო წესების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ივლისის №12-4 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №111, 02.08.2007 წ., გვ: 10);

ვ) „შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე) შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №40 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქარ­თვე­ლოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყ­ნების თარიღი: 21/07/2011, სარეგის­ტრა­ციო კოდი: 330130000.35.132.016067).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 3 დეკემბრიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე