დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.016788 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/03/2012 - 05/04/2012)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №115
2012 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და 39 -ე მუხლის მე‑ 2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და განვითარება .
მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები და ღონისძიებები
1. სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის /რეკონსტრუქციის კომპონენტი მოიცავს ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის /რეკონსტრუქციის სამუშაოებს.
2. აღჭურვის კომპონენტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) ფსიქიატრიული დაწესებულებების აღჭურვას;
ბ) 1 რეანომობილის, 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვას.
3. საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს ფსიქიატრიული დაწესებულებების სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადებას.
4. ადმინისტრირების კომპონენტი.
მუხლი 3. განხორციელების მეთოდოლოგია
1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის მე‑2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
3. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑ 3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელება
„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 8 784,0 ათასი ლარით.
2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
| № | კომპონენტები და ღონისძიებები | ღირებულება ათასი ლარებით | |
| 1 | სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი | 6 780,0 | |
|
| ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოები | 6 780,0 | |
| 2 | აღჭურვის კომპონენტი | 1 652,5 | |
| ა) | ფსიქიატრიული დაწესებულებების აღჭურვა | 847,5 | |
| ბ) | 1 რეანომობილის, 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვა | 805,0 | |
| 3 | საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი | 169,5 | |
|
| ფსიქიატრიული დაწესებულებების სამშენებლო, სარეაბილიტაციო/ სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადება | 169,5 | |
| 4 | ადმინისტრირების კომპონენტი | 182,0 | |
|
| სულ: | 8 784,0. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები