დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.016811 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №138
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/03/2012, 470230000.10.003.016788) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის პირველი, მე‑2 და მე‑3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი მოიცავს:
ა) ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოებს;
ბ) სამედიცინო სიმულაციური ტრენინგცენტრის მშენებლობას.
2. აღჭურვის კომპონენტი მოიცავს 1 რეანომობილის, 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვას.
3. საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს ფსიქიატრიული დაწესებულებების, გადაუდებელი დახმარების კომპლექსის, სამედიცინო სიმულაციური ტრენინგცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადებას.“.
2. მე-3 მუხლის პირველი, მე‑2 და მე‑3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
3. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 12 000 ათასი ლარით.
2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
| № | კომპონენტები და ღონისძიებები | ღირებულება ათას ლარებში | |
| 1 | სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი | 10 639, 0 | |
| ა) | ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოები | 6 389,0 | |
| ბ) | სამედიცინო სიმულაციური ტრენინგცენტრის მშენებლობა | 4 250,0 | |
| 2 | აღჭურვის კომპონენტი | 805, 0 | |
|
| 1 რეანომობილის, 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვა | 805,0 | |
| 3 | საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი | 374, 0 | |
|
| ფსიქიატრიული დაწესებულებების, გადაუდებელი დახმარების კომპლექსის, სამედიცინო სიმულაციური ტრენინგცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადება | 374,0 | |
| 4 | ადმინისტრირების კომპონენტი | 182, 0 | |
|
| სულ: | 12 000, 0. “. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები