დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.016863 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №1 90
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის ა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 30/03/2012, 470230000.10.003.016788) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის მშენებლობას.“;
ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღჭურვის კომპონენტი მოიცავს 1 ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვასა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებებს, 1 რეანომობილის, 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვას.
3. საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს ფსიქიატრიული დაწესებულებების, გადაუდებელი დახმარების კომპლექსის, საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადებას.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა, გარდა ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებებისა, განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხოლო ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებების შესყიდვა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
| № | კომპონენტები და ღონისძიებები | ღირებულება ათას ლარ ობი თ | |
| 1 | სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი | 10,639.0 | |
| ა) | ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები | 6,389.0 | |
| ბ) | საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა | 4,250.0 | |
| 2 | აღჭურვის კომპონენტი | 809.0 | |
|
| 1 ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებები, 1 რეანომობილის და 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვა | 809.0 | |
| 3 | საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი | 370.0 | |
|
| ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კომპლექსის, საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებებისათვის შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადება | 370.0 | |
| 4 | ადმინისტრირების კომპონენტი | 182.0 | |
|
| სულ | 12,000.0 “. |
მ უხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები