დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 126 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.016799 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №126
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/03/2012, 470230000. 10.003.016788 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის“:
1 . მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კომპლექსის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებებისათვის შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადებას.“.
2 . მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 5 . პროგრამის ბიუჯეტი
1 . პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 8 788,5 ათასი ლარით.
2 . პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში :
| № | კომპონენტები და ღონისძიებები | ღირებულება ათასი ლარებით | |
| 1 | სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი | 6 780,0 | |
|
| ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოები | 6 780,0 | |
| 2 | აღჭურვის კომპონენტი | 1 652,5 | |
| ა) | ფსიქიატრიული დაწესებულებების აღჭურვა | 847,5 | |
| ბ) | 1 რეანომობილის, 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვა | 805,0 | |
| 3 | საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი | 174,0 | |
|
| ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კომპლექსის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებებისათვის შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადება | 174,0 | |
| 4 | ადმინისტრირების კომპონენტი | 182,0 | |
|
| სულ: | 8 788,5.“. |
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ -მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები