დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 316 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.016989 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №316
2012 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 30/03/2012, 470230000.10.003.016788) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის“:
1 . მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ‑ცენტრის აღჭურვას.“.
2 . მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად.“.
3 . მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 2 3 322.0 ათასი ლარით.
2. პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით, წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
| № | კომპონენტები და ღონისძიებები | ღირებულება (ათასი ლარი) | |
| 1 | სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი | 11,661.0 | |
| ა) | ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოები | 6,389.0 | |
| ბ) | საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა | 4,250.0 | |
| გ) | პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო სამუშაოები | 1,022.0 | |
| 2 | აღჭურვის კომპონენტი | 11,109.0 | |
| ა) | 1-ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებები, 1 რეანიმობილის და 2-ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვა | 809.0 | |
| ბ) | ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი პროგრამული ლიცენზიების და საჭირო მომსახურებების შესყიდვა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვერული ცენტრის რესურსების გასაზრდელად შესაბამისი ტექნიკის და ამ მიზნით სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა | 8,800.0 | |
| გ) | საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ‑ცენტრის აღჭურვა | 1,500.0 | |
| 3 | საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი | 370.0 | |
|
| ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კომპლექსის, საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/ სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებებისათვის შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადება | 370.0 | |
| 4 | ადმინისტრირების კომპონენტი | 182.0 | |
|
| სულ: | 23,322.0.“. |
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები