საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 509
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040150000.10.003.016669
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
509
29/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
040150000.10.003.016669
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2011 - 24/01/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 509

2011 წლის 29 დეკემბერი

. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადებისდამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს იუს­­ტიციი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სა­მართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული საა­გენ­ტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები, საფა­სუ­რის გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები, დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური

 

 დანართი

საქართველოს იუსტიციი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური განაკვეთები, საფასურის გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები

    მუხლი 1 

1. ეს დანართი განსაზღვრავს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვ­ნუ­­ლი სა­ა­გენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საფასურების ოდე­­ნო­ბას, მომსახურების ვადებს და საფასურის გადახდისა და საფა­სურის უკან დაბრუნების წესს.

2. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ და­ნარ­თით განსაზღვრული საფასური.

3 . ამ დანართით განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება განცხა­ დების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დას­ ვე­ ნების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომ­ დე­ ვნო პირველი სამუშაო დღე.

4 . ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ დანართით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების განხორცი­­ ლებაზე.

5 . ამ დანართის მე- 2 მუხლის „თ “ ქვეპუნქტებით გათვა­ ლი­­­ წინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ერთეული ნივთისა და ერ­ თე­ ული უფლების (საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის) მიხედვით.

6 . ამ დანართის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალის­ წი­ ნე­ ბულ შემთხვევაში საფასური გადაიხდება ერთეული უფლების მი­ ხედვით.

7 . ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „თ“ ქვე­ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მიხედ­ ვით.

8 . ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შე­ სა­ ბა­ მისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­ დი­ ული პირების რეესტრიდან ინფორმაციის გაცემისთვის საფასური გა­ დაიხდევინება ერთეულ სუბიექტზე, გარდა სუბიექტის სამარ­ თლე­­ რივი ფორმის, საიდენტიფიკაციო კოდისა და საფირმო სახელ­ წო­ დების შესახებ ინფორმაციისა.

    მუხლი 2

სააგენტოს მიერ გაწეული სარეგისტრაციო მომსახურები­სათ­ვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:

ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფ­ლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილე­ბების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სა­მეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რე­გისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი, გარდა ამ და­ნარ­თის მე-6 მუხლის „ჟ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემ­თხვე­ვებისა;

ბ) აღნაგობის უფლებაზე იპოთეკის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

გ) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, საკუთრების უფ­ლე­ბის აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს დასაბუთებული გა­დაწყვეტილების შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის ვადაში – 300 ლარი;

დ) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, გარდა ქალაქ თბი­ლისისა და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცე­ული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა, საკუთრების უფ­ლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 4 სა­მუშაო დღის ვადაში, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს დასაბუ­თებული გადაწყვეტილების შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის ვადაში – 50 ლარი;

 ე) ქალაქ თბილისისა და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებ­ზე, საკუთრების უფლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგის­ტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მარეგისტრირებელი ორ­განოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შემთხვევაში − 30 კალენ­დარული დღის ვადაში – 300 ლარი;

 ვ) „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული უძრავი ქონების ლეგალიზების რეგისტრაცია – 14 სამუშაო დღის ვადაში – 500 ლარი;

 ზ) იპოთეკის მოწმობის გაცემის, მასში ცვლილების, მასზე ნე­ბის­მიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია – 3 სა­მუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

 თ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და მათში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი;

 ი) საბანკო გარანტიის წარმოშობის და მასში ცვლილების რეგის­ტრაცია – დაუყოვნებლივ – 10 ლარი;

 კ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფ­ლების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – და­უყოვნებლივ – 30 ლარი;

 ლ) სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმო­წერების დადასტურება – დაუყოვნებლივ – 5 ლარი;

 მ) მეწარმე სუბიექტის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი;

 ნ) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია, გარ­და ამ დანართის მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემ­თხვევისა, – 1 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი;

 ო) სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაცია, რომელიც ასევე მოიცავს იმ საწარ­მოდ რეგისტრაციას, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსა­თის/ცხოველის საკვების გადამუშავებასთან, რეალიზაციასთან, საკ­ვებ­წარმოებასთან, აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილე­ბისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი.

    მუხლი 3

 1. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დაწესებულია შემ­ დე­­ გი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:

 ა) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი, ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექ­ტრო­ნულად, ინტერნეტის საშუალებით – 1 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;

  ) საკადასტრო გეგმის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

  ) საკადასტრო რუკის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში:

 გ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 10 ლარი;

 გ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ2  (1 ჰა)-ზე – 5 ლარი;

 დ) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ცნო­ ბის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი;

 ე) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქო­ ნებ­ რივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას­ თან დაკავშირებული ვალდებულების, საჯარო-სამართლებრივი შეზ­ ღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – 4 სამუ­ შაო დღის ვადაში – 10 ლარი;

 ვ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ ული პირების რეესტრიდან ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;

 ზ) მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ სააგენტოში და­ ცუ­ ლი ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;

 თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი;

 ი) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარი­ ზა­ ციო გეგმის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

 კ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასია­ თე­ ბის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

 ლ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – 4 სამუ­ შაო დღის ვადაში – 1 გვერდი – 0,50 ლარი;

 მ) ორთოფოტოს გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში:

 მ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 10 ლარი;

 მ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ2  (1 ჰა)-ზე – 5 ლარი.

2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ამონაწერი მზადდება რეგისტრაციის შედე­ გად, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ “ ქვეპუნქტი – როცა საკა­ დასტრო გეგმა მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სა­ კუთ­ რების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგად ან რეგისტრაციის შედეგად იც­ ვლე­ ბა ამ ნივთის საკადასტრო მონაცემები.

    მუხლი 4

1. სააგენტო დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი საფასურით:

ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლე­ ბასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მა­ თი შეწყვეტის, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზ­ ნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ ლე­ ბის მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – განცხა­ დე­ ბის შეტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი;

  ბ) აღნაგობის უფლებაზე იპოთეკის რეგისტრაცია – განცხა­ დების შეტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი;

) მეწარმე სუბიექტის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი;

) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრი­ რე­ ბულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 50 ლარი;

  ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს 50 ლარი, ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექ­ტრონულად, ინტერნეტის საშუალებით – განცხადების შეტანის დღეს – 40 ლარი ;

  ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლე­ ბასთან დაკავშირებული ვალდებულების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ სა­ ჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზა­ დე­ ბა, აგრეთვე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­ დი­ ული პირების რეესტრიდან ინფორმაციის მომზადება, ასევე მიწის მიზ­ ნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ ლე­ ბის მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ სააგენტოში დაცული ინ­ ფო­­­ მაციის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სა­ მუშაო დღეში – 20 ლარი;

  ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასია­ თების მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სა­ მუშაო დღეში – 15 ლარი;

  ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარი­ ზა­ ციო გეგმის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი;

  ) საკადასტრო გეგმის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 20 ლარი;

  ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – განცხა­ დე­ ბის შეტანის დღეს – ამ დანართის მე- 3 მუხლის პირველი პუნ­ქ­ტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურს დამატებული 5 ლა­ რი;

  ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – გან­ ცხა­ დების შეტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;

  ) რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღეს – 50 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 30 ლა­ რი.

2. ამ მუხლით განსაზღვრული საფასური და ვადები არ ვრცელ­ დება სააგენტოს მიერ ავტორიზებული პირების მეშვეობით და საჯა­ რო დაწესებულების განცხადების საფუძველზე განხორციელებულ მომსახურებაზე.

3. სააგენტომ ავტორიზებული პირების მეშვეობით და საჯარო დაწესებულების განცხადების საფუძველზე მომსახურება შეიძლება განახორციელოს ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებ ით განსაზ­ ღვრულ ვადებში ნებისმიერ დროს, მათ შორის, განცხადების შეტანის დღეს.

    მუხლი 5

ავტორიზაციასთან დაკავშირებული საფასურის განაკვეთი ავ­ტორიზაციის ფარგლების გათვალისწინებით განისაზღვრება სააგენ­ტოსა და ავტორიზებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 6

საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მი­ტო­ვების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწო­რება – 1 სამუშაო დღის ვადაში;

გ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელ­მწი­ფოს, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს ეროვნული ბან­კის უფლებების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავ­შირებული ვალდებულების, აგრეთვე მათ სასარგებლოდ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის, სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერ­თე­ულის მოთხოვნით, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, მათ სა­კუთრებაში არსებული მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფ­ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეც­ვლის რეგისტრაცია, საბანკო გარანტიის წარმოშობის და მასში ცვლი­ლების რეგისტრაცია, როდესაც პრინციპალი არის სახელმწიფო, თვი­თ­მმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკი, ასევე მათ საკუთრებაში არსებულ ნივთზე (უფლებაზე) ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადება და სარეგისტრაციოდ წარდგენილ სა­ხელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის მონაწილეობით და­დებულ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება;

 დ) რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;

ე) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგა­და­სახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ სა­გადასახადო გირავნობაში/იპოთეკაში ცვლილების და მათი შეწყვე­ტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) საჯარო დაწესებულება ინფორმაციის ხელმისაწვდომო­ბი­სა­თ­ვის, გარდა ამონაწერის მომზადებისა;

ზ) წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამის ტერიტორიულ სა­რეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნა – 3 სამუშაო დღის ვადაში;

თ) საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური გადაწყვეტილე­ბის საფუძველზე, პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრი­ვა­­ტი­ზების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგის­ტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;

ი) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალებისას, ასევე სასამართლოს მიერ მისი გარდაც­ვლილად გამოცხადებისას ან ქმედუუნაროდ აღიარებისას ინდი­ვი­დუ­ალური საწარმოს რეგისტრაციის შეწყვეტა – 1 სამუშაო დღის ვა­დაში;

კ) სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეული, იმ მეწარმის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრა­ცი­ის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვე­ტის რე­­გისტრაციის, აგრეთვე ამონაწერის ან ინფორმაციის მომ­ზადების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელშიც იგი წარმოდგენილია პარტნიო­რის/დამფუძნებლის სახით;

ლ) მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ული პირის იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაცია, თუ ის რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზ­ღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

მ) მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ული პირის გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების, შეწყვეტისა და დასრულების რეგის­ტრაცია, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, გაკოტ­რების ან რეაბილიტაციის მმართველის რეგისტრაცია, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლი­ლებები, ასევე მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დიული პირის რეგისტრაციის გაუქმება პარტნიორთა გადაწყვე­ტილების, გაკოტრების ან სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი სასამართლოს აქტის საფუძველზე;

ნ) ამ დანართის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალის­წინე­ბული მომსახურება, თუ ის მოთხოვნილია იმავე მუხლის „მ“ და „ნ“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან ერთად ;

ო) საბანკო გარანტიის შეწყვეტის რეგისტრაცია – დაუყოვნებ­ლივ ;

პ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო- სა­მართლებრივი შეზღუდვის შეწყვეტის რეგისტრაცია − 3 სამუშაო დღის ვადაში;

ჟ) „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხ­ლის პირველი პუნქტის „ვ“–„ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვა­ლისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შეწყვეტის რეგის­ტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში ;

რ) სააგენტოს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გა­წეული მომსახურება ;

 ს) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძ­რავ ქონებაზე წინასწარი საკუთრების უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში ;

ტ) დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული საჩივრის გან­ხილ­ვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმის მასა­ლების ელექტრონული ვერსიის გაცემა.

    მუხლი 7

1. განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება, თუ:

ა) განმცხადებელმა განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახ­დი­ლი თანხის დაბრუნება;

ბ) საფასური გადახდილია ამ დანართით განსაზღვრულ განა­კვე­თზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახ­დილ თანხასა და ამ დანართით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;

გ) საფასური გადახდილია ამ დანართის შესაბამისად საფასუ­რის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ;

დ) რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია მოთხოვნის იდე­ნ­ტური რეგისტრირებული მონაცემის არსებობა. ამ შემთხვევაში გა­დახდილი საფასური სრულად ბრუნდება;

ე) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერე­სებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამ შემთხვევაში ბრუნ­დება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისა და დაჩქარების გა­რეშე მომსახურების დადგენილ საფასურებს შორის ;

ვ) თუ მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას.

2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძ­ვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემ­დეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგ­რძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გა­თვალისწინებული შემთხვევებისა.

 

13. 21/10/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 356 - ვებგვერდი, 22/10/2024 12. 06/03/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 72 - ვებგვერდი, 07/03/2024 11. 07/09/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 355 - ვებგვერდი, 08/09/2023 10. 10/03/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 93 - ვებგვერდი, 10/03/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 21/04/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 216 - ვებგვერდი, 26/04/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 31/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 636 - ვებგვერდი, 31/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 13/07/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 355 - ვებგვერდი, 15/07/2021 6. 31/12/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 683 - ვებგვერდი, 31/12/2019 5. 28/07/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 356 - ვებგვერდი, 29/07/2016 4. 10/08/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 328 - ვებგვერდი, 13/08/2012 3. 12/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 251 - ვებგვერდი, 13/07/2012 2. 08/06/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 207 - ვებგვერდი, 14/06/2012 1. 24/01/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 29 - ვებგვერდი, 30/01/2012