დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.10.003.016702 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №29
2012 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე‑6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:
„უ) სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან მასში ცვლილების რეგისტრაცია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამთავრობო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, თუ ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული საქართველოს მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში და სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არ არსებობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დაზუსტებული საკადასტრო მონაცემი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები