„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 251
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040150000.10.003.016924
  • Word
251
12/07/2012
ვებგვერდი, 13/07/2012
040150000.10.003.016924
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №251

2012 წლის 12 ივ ისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის 509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ ნო­ ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუს­ ტიციის სამინის­ტ­როს მმართველობის სფეროში მოქმედი სა­ ჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვ­ ნული სააგენტოს მიერ გა­ წეული მომსახუ­რების საფასურის განაკ­ ვეთების, საფასურის გადახ­ დევინების წესისა და მომ­სახურების ვა­ დების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენი­ ლებაში (www.mats­ne.gov.ge, 30/12/2011, 040150000.10.003.016669) შე­ტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით და­მ­ტკიცებული და­ ნართის:

1. მე -2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­­ცი­ით:

დ) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფ­ლების აღი­­ არებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია 4 სა­მუშაო დღის ვა­ დაში, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს დასაბუ­თებული გადაწყვე­ ტილების შემთხვევაში 30 კალენდარული დღის ვადაში – 50 ლარი;“.

2. მე -2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„ჟ) თუ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ული პირების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული რამდენი­მე მონაცემის რეგისტრაცია ერთდროულად არის მოთხოვნილი და ამ და­დ­გენილებით მომსახურებებისთვის დადგენილია განსხვავებული ვადები და საფასური, რეგისტრაცია ხორციელდება მოთხოვნილი მომ­სა­ხუ­რებებისთვის დადგენილ მაქსიმალურ ვადაში და საფასურით.“.

4. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიუ­ლი პირების რეესტრიდან ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება – 20 ლარი. აღნიშნული საფასური ემატება იმ მომსახურების საფასურს, რო­მელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომ­ზადება.“.

5. მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ¹“ ქვეპუნქტი:

„მ¹) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ული პირების რეესტრში რეგისტრირებული უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია  განცხადების შეტანის დღეს – 50 ლარი;“.

7. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ¹“ ქვეპუნქტი:

„დ¹) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ული პირების რეესტრში რეგისტრირებული უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში;“.

8. მე -6 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ღ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომან­დი­ტური საზოგადოების პარტნიორთა წილზე გირავნობის უფლების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის 1 სამუშაო დღის ვადაში რეგის­ტრაცია, თუ ის მოთხოვნილია ამ დანართის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნ­ქტით გათვალისწინებულ მომსახურებასთან ერთად;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                  . მერაბიშვილი