დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 207 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.10.003.016880 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №207
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაშიცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ( www.mats ne.gov.ge, 30/12/2011, 040150000.10.003.016669) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის :
1. მე‑2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:
„პ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პი რე ბის რეგისტრირებულ მონაცემებში სუბიექტის ელექტრონული ფოსტის მი სამართის, ტელეფონის ნომრისა და იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული მისამართის რეგისტრაციის, ასევე რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ან შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი.“.
2. მე‑3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:
„ნ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი;
ო) სუბიექტის შესახებ, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, საკვებწარმოების ობიექტებთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი წესით ინფორმაციის მომზადება ინგლისურ ენაზე – 1 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი.“.
3. მე‑4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრირებულ მონაცემებში სუბიექტის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული მისამართის რეგისტრაციის, ასევე რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ან შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 50 ლარი.“.
4. მე‑6 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული, საქართველოს ეროვნული ბანკი, აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, იმ მეწარმის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის, აგრეთვე ამონაწერის ან ინფორმაციის მომზადების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელშიც იგი წარმოდგენილია პარტნიორის/დამფუძნებლის სახით . საფასურის გადახდისგან გათავისუფლება ვრცელდება ასევე ამ სუბიექტების მონაწილეობით დადებულ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურებაზე;“.
5. მე‑6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“, „ქ“, „ღ“, „ყ“, „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები:
„ფ) ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრის დადგენის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;
ქ) ამ დანართის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება, თუ ის მოთხოვნილია იმავე მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან ერთად;
ღ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილზე გირავნობის უფლების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის 1 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაცია, თუ ის მოთხოვნილია ამ დანართის მე-2 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან ერთად;
ყ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე ქონების რეგისტრაცია;
შ) პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია, მასში ცვლილება და რეგისტრაციის შეწყვეტა;
ჩ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე მრავალბინიან სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრის და მასში ცვლილების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები