„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 040150000.10.003.023926
93
10/03/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
040150000.10.003.023926
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №93

2023 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სა­მი­ნის­ტ­როს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გა­წე­უ­ლი მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წე­სისა და მომ­სახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში (www.mats­ne.gov.ge, 30/12/2011, 040150000.10.003.016669) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-2 მუხლის დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, სახელმწიფო ტყის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 150 ლარი, გარდა ამ დანართის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) აღნაგობის უფლებაზე იპოთეკის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 150 ლარი;“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, სახელმწიფო ტყის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 350 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 270 ლარი;

ბ) აღნაგობის უფლებაზე იპოთეკის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 350 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 270 ლარი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს დადგენილების ამოქმედების შემდეგ წარდგენილ განცხადებებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი