დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 91 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/07/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110714037, 14/07/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.016158 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/07/2011 - 13/06/2012)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №91
2011 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტების, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები (დანართი №1);
ბ) საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები (დანართი №2);
გ) საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები (დანართი №3).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბინადრობის (დროებითი და მუდმივი) ელექტრონული მოწმობის მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ივლისის №126 ბრძანება.
3. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეს – გ.ვაშაძეს.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი №1
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები
მუხლი 1. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) უნდა დამზადდეს ლამინირებული პოლიკარბონატის (შეურეველი, სუფთა პოლიკარბონატი) ფირფიტისაგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით, დაწყობილი და ლამინირებული ერთიან „მონო-სხეულად“ სიმხურვალისა და წნევის პირობებში. მოწმობის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ISO/IEC 7810 სტანდარტს: ISO/IEC 7810 standard identification cards – Physical characteristics (საიდენტიფიკაციო ბარათები – ფიზიკური მახასიათებლები).
2. ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება ნომინალური ზომები ID-1 ზომის ბარათისთვის: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ – 54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ (0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან.
მუხლი 2. უსაფრთხოების მახასიათებლები
1. მოწმობა შეიცავს უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს:
ა) მოწმობის მასალა: UV dull – ულტრაიისფერი სუბსტრატი, რომელიც გამოსცემს ვიზუალურად შეუმჩნეველ ნათებას ულტრაიისფერი დასხივების გამოყენებისას.
ბ) უსაფრთხო ბეჭდვა:
ბ.ა) ორფერიანი გილიოშის (ორნამენტი) უსაფრთხო ფონი. გილიოში არის დაბეჭდილი უსაფრთხოების ხაზები – უნიკალური გადაკვეთების კონტურებითა და გეომეტრიით. გამოყენებულია „შავი ხაზი, თეთრიხაზი“ დიზაინი, რომელიც იცვლება პოზიტიურიდან ნეგატიური გამოსახულებით დოკუმენტის გასწვრივ;
ბ.ბ) ცისარტყელისებური ბეჭდვა;
ბ.გ) დაბეჭდილი მიკროტექსტი;
ბ.დ) ხელოვნური ორთოგრაფიული შეცდომები;
ბ.ე) ანტისკანირების მექანიზმი;
ბ.ვ) ართსკრინი;
ბ.ზ) ხაზის სისქის მოდულაცია.
გ) მელანი და გამოსახულების შექმნის სხვა საშუალებები:
გ.ა) ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელანი – ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელანი არ არის ხილვადი ჩვეულებრივი განათების პირობებში. ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ლოგო, დიზაინის სტრუქტურა და ტექსტი ხდება ხილვადი ლურჯი, წითელი ან მწვანე/ყვითელი ფერით;
გ.ბ) შერეული უსაფრთხო მელნები;
გ.გ.) ჰოლოგრამა;
გ.დ) ცვალებადი ფერის მელანი;
გ.ე.) ცვალებადი ფერის მელანი სპეციალური მარკერით;
გ.ვ) OV dotsTM მიკროსკოპული მეტალის ნაწილაკები, რომელიც შეიცავს ცვალებად კოდს და ჰოლოგრამულ იმიჯს მაღალი რეზოლუციით. ულტრაიისფერი წერტილის მელანი შეიცავს ამ მიკრონაწილაკებს, რომლებსაც აქვს ოქტაგონის ფორმა, ზომა – 100-120 µm და შეუძლია შეიცავდეს ერთ ალფა-რიცხვით კოდს.
2. ICAO-doc part 3 vol. 1-ის თანახმად, მოწმობას უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს MRZ.
მუხლი 3. მოწმობის დიზაინი
1. წინა მხარე (სურათი №1).
2. უკანა მხარე (სურათი №2).
3. OVI ფერი – ცვალებადი ფერი: მეწამულიდან (mage nta) მწვანეზე (3Z3U02).
4. ჰოლოგრამა გრავირებული იქნება მოწმობაზე, რაც ნიშნავს , რომ ის მოწმობის ნაწილს წარმოადგენს და შეუძლებელია მისი დაზიანება ან შეცვლა. ჰოლოგრამის დიამეტრი: 18მმ.
5. აღწერილობა (ფსევდოფერები):
ა) სრული გამოსახულება;
ბ) სხვადასხვა დახრილობის ეფექტი;
გ) ლინზის ეფექტი;
დ) ზომა 50 მიკრონი;
ე) ზომა 5 მიკრონი;
ვ) ზომა 100 მიკრონი;
ზ) მიკრო და ნანოტექსტები;
თ) ფარული ლაზერით წაკითხვადი გამოსახულების ჩარჩო;
ი) ფარული ლაზერით წაკითხვადი გამოსახულების ფართობი.
6. OV dotsTM გრავირებული იქნება მოწმობაზე, რაც ნიშნავს რომ ის მოწმობის ნაწილს წარმოადგენს და შეუძლებელია მისი დაზიანება ან შეცვლა. წერტილების ზომა: 100 მიკრონ ოქტაგონი. 19 მიკრონის გარდატეხვითი მიკროტექსტის ასოები GEO; 10 მიკრონის გარდატეხვითი მიკროტექსტის ასოები GEO; 4 მიკრონის ნანოტექსტი GEO.
მუხლი 4. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაცია
1. მოწმობის ინდივიდუალური ნომერი გრავირებულია (ამოტვიფრულია) როგორც "OCR-B.ttf" 2 მმ ზომის სიმბოლოებით. გამოყენებულია 9 -ნიშნა რიცხვი.
2. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუში: 00IA00001. პირველი ორი ციფრი – გამოშვების წელი; შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ასოების კომბინაცია (მაგალითად, AA) გარდა კომბინაციებისა PR და TR, შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგითი ნომერი 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა 666XX, X666X, XXX666.
მუხლი 5. მიკროსქემა
1. მოწმობას გააჩნია ორი მიკროსქემა (ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი) – კონტაქტური და უკონტაქტო.
2. მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას – ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს .
3. კონტაქტური მიკროსქემის მინიმალური მოთხოვნებია:
ა) ISO/IEC 7816-ის შესაბამისად კონტაქტური მიკროსქემა უნდა შეიცავდეს პროცესორს და კოპროცესორს, მეხსიერებას, კონტაქტურ ინტერფეისს. EEPROM მეხსიერება არ უნდა იყოს 64 კბ -ზე ნაკლები, უნდა გაუძლოს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს და 10 წლიან მუშაობას. კონტაქტური მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს როგორც T=0 , ისე T=1 ტრანსმისიის პროტოკოლს. კონტაქტური მიკროსქემა უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთ კრიპტო კოპროცესორს და აგრეთვე უნდა შეიცავდეს PKI კოპროცესორს (RSA,ECC);
ბ) კონტაქტური მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ ალგორითმებს;
ბ.ა) RSA – კოდირება და დეკოდირება, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება;
ბ.ბ) RSA-ს გასაღების გენერაცია 4 კბ -მდე გასაღების სიგრძით (უნდა შეიცავდეს 1024, 2048 და 4096);
ბ.გ) 3DES;
ბ.დ) ECC კოდის შექმნა, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება;
გ) კონტაქტურ მიკროსქემას უნდა ჰქონდეს არანაკლებ EAL5+ სერტიფიკატი ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად.
4. უკონტაქტო მიკროსქემის მინიმალური მოთხოვნები:
ა) ISO/IEC 14443 თანახმად,RF ანტენიანი უკანტაქტო მიკროსქემა უნდა შეიცავდეს პროცესორს და სულ ცოტა 1 კრიპტოპროცესორს, მეხსიერებას, უნიკალურ უცვლელ იდენტიფიკატორს(UID) და უკანტაქტო ინტერფეისს, რომლის მოქმედების მანძილია 10 სმ-მდე და სიხშირე – 13.56 MHZ. უკონტაქტო მიკროსქემა მულტიპროგრამული უნდა იყოს: მას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 15 პროგრამისა და თითო პროგრამაში მინიმუმ 15 ფაილის შემცველობის შესაძლებლობა, პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს პროგრამების კატალოგი და მისი იდენტიფიკატორები;
ბ) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იყენებდეს კონფიგურირებად სიმეტრიულ გასაღებს პროგრამასთან დაშვების კონტროლისათვის. იგი სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს დაშვების საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, წერა);
გ) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იძლეოდეს UID -ზე დაყრდნობით თითოეული ელექტრონული მოწყობისათვის დივერსიფიცირებული გასაღების გამოყენების საშუალებას;
დ) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა შეეძლოს კომუნიკაცია მონაცემთა სწრაფი გადატანით მინიმუმ 424 კბიტ/წმ;
ე) EEPROM მეხსიერება უნდა იყოს არანაკლებ 8 კბ, გაუძლოს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს 10 -წლიან მუშაობას;
ვ) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა ჰქონდეს არანაკლებ EAL 4+ სერტიფიკატი ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად;
ზ) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა შეეძლოს იდენტიფიკაციისა და დაშიფვრის გამოყენება მონაცემთა გადასაცემად, 3DES და AES ალგორითმების გამოყენებით;
თ) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იყენებდეს ანტიკოლოზიურ მექანიზმს. იგი დაცული უნდა იყოს ელექტროსტატიკური დამუხტვით დაზიანებისაგან.
მუხლი 6. ჩიპის ტექნიკური სპეციფიკაცია – ანტენა და ჩიპი
1. ანტენის სიხშირეა 13.56 MHz ISO 14443-ის თანახმად.
2. გამოყენებული ჩიპი იქნება SmartMX Dual l nterface 80 kb.
მუხლი 7. მოწმობის რეკვიზიტები
მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) სახელს;
ბ) გვარს;
გ) სქესს;
დ) მოქალაქეობას;
ე ) დაბადების თარიღს;
ვ ) დაბადების ადგილს;
ზ ) პირად ნომერს;
თ ) ფოტოსურათს;
ი ) პირად ხელმოწერას;
კ ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;
ლ ) მოწმობის გაცემის თარიღს;
მ ) მოწმობის მოქმედების ვადას;
ნ ) ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს;
ო ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს.
სურათი №1
სურათი №2
დანართი №2
საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები
მუხლი 1. საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა
1. საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) უნდა დამზადდეს ლამინირებული პოლიკარბონატის (შეურეველი, სუფთა პოლიკარბონატი) ფირფიტისაგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით, დაწყობილი და ლამინირებული ერთიან „მონო-სხეულად“ სიმხურვალისა და წნევის პირობებში. მოწმობის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ISO/IEC 7810 სტანდარტს: ISO/IEC 7810 standard identification cards – Physical characteristics (საიდენტიფიკაციო ბარათები – ფიზიკური მახასიათებლები).
2. ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება ნომინალური ზომები ID-1 ზომის ბარათისთვის: სიგანე: 85,60მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ – 54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ (0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან.
მუხლი 2. უსაფრთხოების მახასიათებლები
1. მოწმობა შეიცავს უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს:
ა) მოწმობის მასალა: UV dull – ულტრაიისფერი სუბსტრატი, რომელიც გამოსცემს ვიზუალურად შეუმჩნეველ ნათებას ულტრაიისფერი დასხივების გამოყენებისას.
ბ) უსაფრთხო ბეჭდვა:
ბ.ა) ორფერიანი გილიოშის (ორნამენტი) უსაფრთხო ფონი. გილიოში არის დაბეჭდილი უსაფრთხოების ხაზები უნიკალური გადაკვეთების კონტურებითა და გეომეტრიით. გამოყენებულია „შავი ხაზი, თეთრიხაზი“ დიზაინი, რომელიც იცვლება პოზიტიურიდან ნეგატიური გამოსახულებით დოკუმენტის გასწვრივ;
ბ.ბ) ცისარტყელისებური ბეჭდვა;
ბ.გ) დაბეჭდილი მიკროტექსტი;
ბ.დ) ხელოვნური ორთოგრაფიული შეცდომები;
ბ.ე) ანტისკანირების მექანიზმი;
ბ.ვ) ართსკრინი;
ბ.ზ) ხაზის სისქის მოდულაცია.
გ) მელანი და გამოსახულების შექმნის სხვა საშუალებები:
გ.ა) ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელანი – ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელანი არ არის ხილვადი ჩვეულებრივი განათების პირობებში. ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ლოგო, დიზაინის სტრუქტურა და ტექსტი ხდება ხილვადი ლურჯი, წითელი ან მწვანე/ყვითელი ფერით ;
გ.ბ) შერეული უსაფრთხო მელნები;
გ.გ.) ჰოლოგრამა;
გ.დ) ცვალებადი ფერის მელანი;
გ.ე.) ცვალებადი ფერის მელანი სპეციალური მარკერით;
გ.ვ) OV dotsTM მიკროსკოპული მეტალის ნაწილაკები, რომელიც შეიცავს ცვალებად კოდს და ჰოლოგრამულ იმიჯს მაღალი რეზოლუციით. ულტრაიისფერი წერტილის მელანი შეიცავს ამ მიკრონაწილაკებს, რომლებსაც აქვს ოქტაგონის ფორმა, ზომა – 100-120 µm და შეუძლია შეიცავდეს ერთ ალფა-რიცხვით კოდს.
2. ICAO-doc part 3 vol. 1-ის თანახმად, მოწმობას უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს MRZ.
მუხლი 3. მოწმობის დიზაინი:
1. წინა მხარე (სურათი №3).
2. უკანა მხარე (სურათი №4).
3. OVI ფერი – ცვალებადი ფერი: მეწამულიდან (mage nta) მწვანეზე (3Z3U02).
4. ჰოლოგრამა გრავირებული იქნება ბარათზე, რაც ნიშნავს , რომ ის ბარათის ნაწილს წარმოადგენს და შეუძლებელია მისი დაზიანება ან შეცვლა. ჰოლოგრამის დიამეტრი: 18მმ.
5. აღწერილობა (ფსევდოფერები):
ა) სრული გამოსახულება;
ბ) სხვადასხვა დახრილობის ეფექტი;
გ) ლინზის ეფექტი;
დ) ზომა 50 მიკრონი;
ე) ზომა 5 მიკრონი;
ვ) ზომა 100 მიკრონი;
ზ) მიკრო და ნანოტექსტები;
თ) ფარული ლაზერით წაკითხვადი გამოსახულების ჩარჩო;
ი) ფარული ლაზერით წაკითხვადი გამოსახულების ფართობი.
6. OV dotsTM გრავირებული იქნება მოწმობაზე, რაც ნიშნავს, რომ ის მოწმობის ნაწილს წარმოადგენს და შეუძლებელია მისი დაზიანება ან შეცვლა. წერტილების ზომა: 100 მიკრონ ოქტაგონი. 19 მიკრონის გარდატეხვითი მიკროტექსტის ასოები GEO; 10 მიკრონის გარდატეხვითი მიკროტექსტის ასოები GEO; 4 მიკრონის ნანოტექსტი GEO.
მუხლი 4. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაცია
1. მოწმობის ინდივიდუალური ნომერი გრავირებულია (ამოტვიფრულია) როგორც "OCR-B.ttf" 2 მმ ზომის სიმბოლოებით. გამოყენებულია 9 -ნიშნა რიცხვი.
2. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუში: 00IA00001. პირველი ორი ციფრი – გამოშვების წელი; შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ასოების კომბინაცია PR, შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგითი ნომერი 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა 666XX, X666X, XXX666.
მუხლი 5. მიკროსქემა
1. მოწმობას გააჩნია ორი მიკროსქემა (ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი) – კონტაქტური და უკონტაქტო.
2. მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას – ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს:
3. კონტაქტური მიკროსქემის მინიმალური მოთხოვნებია:
ა) ISO/IEC 7816-ის შესაბამისად კონტაქტური მიკროსქემა უნდა შეიცავდეს პროცესორს და კოპროცესორს, მეხსიერებას, კონტაქტურ ინტერფეისს. EEPROM მეხსიერება არ უნდა იყოს 64 კბ -ზე ნაკლები, უნდა გაუძლოს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს და 10 -წლიან მუშაობას. კონტაქტური მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს როგორც T=0 , ისე T=1 ტრანსმისიის პროტოკოლს. კონტაქტური მიკროსქემა უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთ კრიპტო კოპროცესორს და აგრეთვე უნდა შეიცავდეს PKI კოპროცესორს (RSA,ECC);
ბ) კონტაქტური მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ ალგორითმებს;
ბ.ა) RSA – კოდირება და დეკოდირება, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება;
ბ.ბ) RSA-ს გასაღების გენერაცია 4 კბ–მდე გასაღების სიგრძით (უნდა შეიცავდეს 1024, 2048 და 4096);
ბ.გ) 3DES;
ბ.დ) ECC კოდის შექმნა, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება;
გ) კონტაქტურ მიკროსქემას უნდა ჰქონდეს არანაკლებ EAL5+ სერტიფიკატი ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად.
4. უკონტაქტო მიკროსქემის მინიმალური მოთხოვნები:
ა) ISO/IEC 14443 თანახმად, RF ანტენიანი უკანტაქტო მიკროსქემა უნდა შეიცავდეს პროცესორს და სულ ცოტა 1 კრიპტოპროცესორს, მეხსიერებას, უნიკალურ უცვლელ იდენტიფიკატორს(UID) და უკანტაქტო ინტერფეისს, რომლის მოქმედების მანძილია 10 სმ-მდე და სიხშირე – 13.56 MHZ. უკონტაქტო მიკროსქემა მულტიპროგრამული უნდა იყოს: მას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 15 პროგრამისა და თითო პროგრამაში მინიმუმ 15 ფაილის შემცველობის შესაძლებლობა, პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს პროგრამების კატალოგი და მისი იდენტიფიკატორები;
ბ) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იყენებდეს კონფიგურირებად სიმეტრიუ გასაღებს პროგრამასთან დაშვების კონტროლისათვის. იგი სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს დაშვების საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, წერა);
გ) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იძლეოდეს UID -ზე დაყრდნობით თითოეული ელექტრონული მოწყობისათვის დივერსიფიცირებული გასაღების გამოყენების საშუალებას;
დ) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა შეეძლოს კომუნიკაცია მონაცემთა სწრაფი გადატანით მინიმუმ 424 კბიტ/წმ;
ე) EEPROM მეხსიერება უნდა იყოს არანაკლებ 8 კბ, გაუძლოს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს 10 -წლიან მუშაობას;
ვ) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა ჰქონდეს არანაკლებ EAL 4+ სერტიფიკატი ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად;
ზ) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა შეეძლოს იდენტიფიკაციისა და დაშიფვრის გამოყენება მონაცემთა გადასაცემად, 3DES და AES ალგორითმების გამოყენებით;
თ) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იყენებდეს ანტიკოლოზიურ მექანიზმს. იგი დაცული უნდა იყოს ელექტროსტატიკური დამუხტვით დაზიანებისაგან.
მუხლი 6. ჩიპის ტექნიკური სპეციფიკაცია – ანტენა და ჩიპი
1. ანტენის სიხშირეა 13.56 MHz ISO 14443-ის თანახმად.
2. გამოყენებული ჩიპი იქნება SmartMX Dual l nterface 80 kb.
მუხლი 7. მოწმობის რეკვიზიტები
მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) სახელს;
ბ) გვარს;
გ) სქესს;
დ) მოქალაქეობას;
ე ) დაბადების თარიღს;
ვ ) დაბადების ადგილს;
ზ ) პირად ნომერს;
თ ) ფოტოსურათს;
ი ) პირად ხელმოწერას;
კ ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;
ლ ) მოწმობის გაცემის თარიღს;
მ ) მოწმობის მოქმედების ვადას;
ნ ) ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს;
ო ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს.
სურათი №3
სურათი №4
დანართი №3
საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები
მუხლი 1. საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა
1. საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) უნდა დამზადდეს ლამინირებული პოლიკარბონატის (შეურეველი, სუფთა პოლიკარბონატი) ფირფიტისაგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით, დაწყობილი და ლამინირებული ერთიან „მონო-სხეულად“ სიმხურვალისა და წნევის პირობებში. მოწმობის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ISO/IEC 7810 სტანდარტს: ISO/IEC 7810 standard identification cards – Physical characteristics (საიდენტიფიკაციო ბარათები – ფიზიკური მახასიათებლები).
2. ISO/IEC 7810 -ის მიხედვით განისაზღვრება ნომინალური ზომები ID-1 ზომის ბარათისთვის: სიგანე: 85,60მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ – 54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ (0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან.
მუხლი 2. უსაფრთხოების მახასიათებლები
1. მოწმობა შეიცავს უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს:
ა) მოწმობის მასალა: UV dull – ულტრაიისფერი სუბსტრატი, რომელიც გამოსცემს ვიზუალურად შეუმჩნეველ ნათებას ულტრაიისფერი დასხივების გამოყენებისას ;
ბ) უსაფრთხო ბეჭდვა:
ბ.ა) ორფერიანი გილიოშის (ორნამენტი) უსაფრთხო ფონი. გილიოში არის დაბეჭდილი უსაფრთხოების ხაზები – უნიკალური გადაკვეთების კონტურებითა და გეომეტრიით. გამოყენებულია „შავი ხაზი, თეთრი-ხაზი“ დიზაინი, რომელიც იცვლება პოზიტიურიდან ნეგატიური გამოსახულებით დოკუმენტის გასწვრივ ;
ბ.ბ) ცისარტყელისებური ბეჭდვა;
ბ.გ) დაბეჭდილი მიკროტექსტი;
ბ.დ) ხელოვნური ორთოგრაფიული შეცდომები;
ბ.ე) ანტი -სკანირების მექანიზმი;
ბ.ვ) ართსკრინი;
ბ.ზ) ხაზის სისქის მოდულაცია.
გ) მელანი და გამოსახულების შექმნის სხვა საშუალებები:
გ.ა) ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელანი – ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელანი არ არის ხილვადი ჩვეულებრივი განათების პირობებში. ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ლოგო, დიზაინის სტრუქტურა და ტექსტი ხდება ხილვადი ლურჯი, წითელი ან მწვანე/ყვითელი ფერით.
გ.ბ) შერეული უსაფრთხო მელნები;
გ.გ) ჰოლოგრამა;
გ.დ) ცვალებადი ფერის მელანი;
გ.ე) ცვალებადი ფერის მელანი სპეციალური მარკერით;
გ.ვ) OV dotsTM მიკროსკოპული მეტალის ნაწილაკები, რომელიც შეიცავს ცვალებად კოდს და ჰოლოგრამულ იმიჯს მაღალი რეზოლუციით. ულტრაიისფერი წერტილის მელანი შეიცავს ამ მიკრონაწილაკებს, რომლებსაც აქვს ოქტაგონის ფორმა, ზომა -100-120 µm და შეუძლია შეიცავდეს ერთ ალფა-რიცხვით კოდს.
2. ICAO-doc part 3 vol. 1-ის თანახმად, მოწმობას უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს MRZ.
მუხლი 3. მოწმობის დიზაინი
1. წინა მხარე (სურათი 5).
2. უკანა მხარე (სურათი 6) .
3. OVI ფერი – ცვალებადი ფერი: მეწამულიდან (mage nta) მწვანეზე (3Z3U02).
4. ჰოლოგრამა გრავირებული იქნება მოწმობაზე, რაც ნიშნავს რომ ის მოწმობის ნაწილს წარმოადგენს და შეუძლებელია მისი დაზიანება ან შეცვლა. ჰოლოგრამის დიამეტრი: 18მმ.
5. აღწერილობა (ფსევდოფერები):
ა) სრული გამოსახულება;
ბ) სხვადასხვა დახრილობის ეფექტი;
გ) ლინზის ეფექტი;
დ) ზომა 50 მიკრონი;
ე) ზომა 5 მიკრონი;
ვ) ზომა 100 მიკრონი;
ზ) მიკრო და ნანოტექსტები;
თ) ფარული ლაზერით წაკითხვადი გამოსახულების ჩარჩო;
ი) ფარული ლაზერით წაკითხვადი გამოსახულების ფართობი.
6. OV dotsTM გრავირებული იქნება მოწმობაზე, რაც ნიშნავს, რომ ის მოწმობის ნაწილს წარმოადგენს და შეუძლებელია მისი დაზიანება ან შეცვლა. წერტილების ზომა: 100 მიკრონ ოქტაგონი. 19 მიკრონის გარდატეხვითი მიკროტექსტის ასოები GEO; 10 მიკრონის გარდატეხვითი მიკროტექსტის ასოები GEO; 4 მიკრონის ნანოტექსტი GEO.
მუხლი 4. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაცია
1. მოწმობის ინდივიდუალური ნომერი გრავირებულია (ამოტვიფრულია) როგორც "OCR-B.ttf" 2 მმ ზომის სიმბოლოებით. გამოყენებულია 9-ნიშნა რიცხვი.
2. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუში: 00IA00001. პირველი ორი ციფრი – გამოშვების წელი; შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ასოების კომბინაცია TR, შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგითი ნომერი 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა 666XX, X666X, XXX666.
მუხლი 5. მიკროსქემა
1. მოწმობას გააჩნია ორი მიკროსქემა (ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი) – კონტაქტური და უკონტაქტო.
2. მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას – ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს:
3. კონტაქტური მიკროსქემის მინიმალური მოთხოვნებია:
ა) ISO/IEC 7816-ის შესაბამისად კონტაქტური მიკროსქემა უნდა შეიცავდეს პროცესორს და კოპროცესორს, მეხსიერებას, კონტაქტურ ინტერფეისს. EEPROM მეხსიერება არ უნდა იყოს 64 კბ-ზე ნაკლები, უნდა გაუძლოს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს და 10-წლიან მუშაობას. კონტაქტური მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს როგორც T=0, ისე T=1 ტრანსმისიის პროტოკოლს. კონტაქტური მიკროსქემა უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთ კრიპტო კოპროცესორს და აგრეთვე უნდა შეიცავდეს PKI კოპროცესორს (RSA,ECC);
ბ) კონტაქტური მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ ალგორითმებს;
ბ.ა) RSA – კოდირება და დეკოდირება, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება;
ბ.ბ) RSA-ს გასაღების გენერაცია 4 კბ-მდე გასაღების სიგრძით (უნდა შეიცავდეს 1024, 2048 და 4096);
ბ.გ) 3DES;
ბ.დ) ECC კოდის შექმნა, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება;
გ) კონტაქტურ მიკროსქემას უნდა ჰქონდეს არანაკლებ EAL5+ სერტიფიკატი ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად.
4. უკონტაქტო მიკროსქემის მინიმალური მოთხოვნები:
ა) ISO/IEC 14443 თანახმად, RF ანტენიანი უკანტაქტო მიკროსქემა უნდა შეიცავდეს პროცესორს და სულ ცოტა 1 კრიპტოპროცესორს, მეხსიერებას, უნიკალურ უცვლელ იდენტიფიკატორს(UID) და უკანტაქტო ინტერფეისს, რომლის მოქმედების მანძილია 10 სმ–მდე და სიხშირე – 13.56 MHZ. უკონტაქტო მიკროსქემა მულტიპროგრამული უნდა იყოს: მას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 15 პროგრამისა და თითო პროგრამაში მინიმუმ 15 ფაილის შემცველობის შესაძლებლობა, პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს პროგრამების კატალოგი და მისი იდენტიფიკატორები;
ბ) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იყენებდეს კონფიგურირებად სიმეტრიულ გასაღებს პროგრამასთან დაშვების კონტროლისათვის. იგი სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს დაშვების საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, წერა);
გ) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იძლეოდეს UID-ზე დაყრდნობით თითოეული ელექტრონული მოწყობისათვის დივერსიფიცირებული გასაღების გამოყენების საშუალებას;
დ) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა შეეძლოს კომუნიკაცია მონაცემთა სწრაფი გადატანით მინიმუმ 424 კბიტ/წმ;
ე) EEPROM მეხსიერება უნდა იყოს არანაკლებ 8 კბ, გაუძლოს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს 10-წლიან მუშაობას;
ვ) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა ჰქონდეს არანაკლებ EAL 4+ სერტიფიკატი ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად;
ზ) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა შეეძლოს იდენტიფიკაციისა და დაშიფვრის გამოყენება მონაცემთა გადასაცემად, 3DES და AES ალგორითმების გამოყენებით;
თ) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იყენებდეს ანტიკოლოზიურ მექანიზმს. იგი დაცული უნდა იყოს ელექტროსტატიკური დამუხტვით დაზიანებისაგან.
მუხლი 6. ჩიპის ტექნიკური სპეციფიკაცია – ანტენა და ჩიპი
1. ანტენის სიხშირეა 13.56 MHz ISO 14443-ის თანახმად.
2. გამოყენებული ჩიპი იქნება SmartMX Dual l nterface 80 kb.
მუხლი 7. მოწმობის რეკვიზიტები
მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) სახელს;
ბ) გვარს;
გ) სქესს;
დ) მოქალაქეობას;
ე ) დაბადების თარიღს;
ვ ) დაბადების ადგილს;
ზ ) პირად ნომერს;
თ ) ფოტოსურათს;
ი ) პირად ხელმოწერას;
კ ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;
ლ ) მოწმობის გაცემის თარიღს;
მ ) მოწმობის მოქმედების ვადას;
ნ ) ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს;
ო ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს.
სურათი №5
სურათი №6
დოკუმენტის კომენტარები