„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016318
  • Word
105
25/06/2012
ვებგვერდი, 25/06/2012
010130000.22.027.016318
„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №105

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 14 .07.2011 წ., 010130000.22.027.016158) დამტკიცებული:

ა) 1 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. მოწმობის რეკვიზიტები

1. მოწმობა უნდა შეიცავდეს:

ა) სახელს;

ბ) გვარს;

გ) სქესს;

დ) მოქალაქეობას;

ე) დაბადების თარიღს;

ვ) დაბადების ადგილს;

ზ) პირად ნომერს;

თ) ფოტოსურათს;

ი) პირად ხელმოწერას;

კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;

ლ) მოწმობის გაცემის თარიღს;

მ) მოწმობის მოქმედების ვადას;

ნ) ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს;

ო) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს;

პ) აღნიშვნას „სტუდენტი“ – ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული არ აქვს სტუდენტის სტატუსი;

ჟ) უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული არ აქვს სტუდენტის სტატუსი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დატანილ იქნეს უკვე გაცემულ მოწმობაზეც.“;

ბ) 2 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) №3 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დატანილ იქნეს უკვე გაცემულ მოწმობაზეც.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი