დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 743 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.017234 |
|
„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.07.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. №1 დანართის („საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები“) მე-7 მუხლის: ა) პირველ პუნქტს: ა.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) აღნიშვნას – „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“, „შშმ პირი. მნიშვნელოვნად გამოხატული“ ან „შშმ პირი. ზომიერად გამოხატული“ – „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს აღნიშნული სტატუსი;“; ა.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) უკონტაქტო მიკროსქემაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს აღნიშნული სტატუსი.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დატანილ იქნეს უკვე გაცემულ მოწმობაზეც.“. 2. №2 დანართის („საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები“) მე-7 მუხლის: ა) პირველ პუნქტს: ა.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) აღნიშვნას - „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“, „შშმ პირი. მნიშვნელოვნად გამოხატული“ ან „შშმ პირი. ზომიერად გამოხატული“ – „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს აღნიშნული სტატუსი;“; ა.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) უკონტაქტო მიკროსქემაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს აღნიშნული სტატუსი.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დატანილ იქნეს უკვე გაცემულ მოწმობაზეც.“. 3. №3 დანართის („საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები“) მე-7 მუხლის: ა) პირველ პუნქტს: ა.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) აღნიშვნას - „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“, „შშმ პირი. მნიშვნელოვნად გამოხატული“ ან „შშმ პირი. ზომიერად გამოხატული“ – „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს აღნიშნული სტატუსი;“; ა.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) უკონტაქტო მიკროსქემაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს აღნიშნული სტატუსი.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დატანილ იქნეს უკვე გაცემულ მოწმობაზეც.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები