დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 942 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.017430 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.07.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ფორმისა და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი №1): ა) მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მიკროსქემა 1. მოწმობას გააჩნია მიკროსქემა (ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი) 2 ინტერფეისით (კონტაქტური და უკონტაქტო). 2. მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას – ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 3. მიკროსქემას უნდა ჰქონდეს არანაკლებ EAL5+ სერტიფიკატი ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად. 4. მიკროსქემის კონტაქტური ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) მიკროსქემა ISO/IEC 7816-ის შესაბამისად უნდა შეიცავდეს კონტაქტური ინტერფეისით წვდომად, სულ მცირე, პროცესორს, კოპროცესორს და FLASH მეხსიერებას. მეხსიერება არ უნდა იყოს 80 კბ-ზე ნაკლები, უნდა გაუძლოს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს და 10-წლიან მუშაობას. მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს როგორც T=0, ისე T=1 ტრანსმისიის პროტოკოლს. მიკროსქემა უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთ კრიპტოკოპროცესორს და აგრეთვე უნდა შეიცავდეს PKI კოპროცესორს (RSA, ECC); ბ) მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ ალგორითმებს: ბ.ა) RSA – შიფრაცია, დეშიფრაცია, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება; ბ.ბ) RSA-ს გასაღების გენერაცია 4 კბ-მდე ზომით, სიგრძით 2048 და 4096; ბ.გ) AES; ბ.დ) ECC – გასაღებების გენერაცია, შიფრაცია, დეშიფრაცია, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება. 5. მიკროსქემის კონტაქტური ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) მიკროსქემა უნდა შეიცავდეს ISO/IEC 14443 თანახმად, RF ანტენით წვდომად, სულ მცირე, 1 პროცესორს, 1 კრიპტოპროცესორს, FLASH მეხსიერებას და უნიკალურ უცვლელ იდენტიფიკატორს (UID). უკონტაქტო ინტერფეისის მოქმედების მანძილი უნდა იყოს 10 სმ-მდე, ხოლო სიხშირე – 13.56 MHZ. უკონტაქტო ინტერფეისით, სულ მცირე, მხარდაჭერილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროგრამისა და თითო პროგრამაში არანაკლებ 15 ფაილის არსებობა, პროგრამების კატალოგი და იდენტიფიკატორები; ბ) მიკროსქემა უნდა იყენებდეს კონფიგურირებად სიმეტრიულ გასაღებს უკონტაქტო ინტერფეისით პროგრამასთან დაშვების კონტროლისათვის და სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს დაშვების საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, ჩაწერა); გ) მიკროსქემა უნდა იძლეოდეს UID-ზე დაყრდნობით თითოეული ელექტრონული მოწყობისათვის დივერსიფიცირებული გასაღების გამოყენების საშუალებას; დ) მიკროსქემას უნდა შეეძლოს კომუნიკაცია მონაცემთა სწრაფი გადატანით მინიმუმ 424 კბიტ/წმ; ე) FLASH მეხსიერება უნდა იყოს არანაკლებ 8 კბ და უნდა უძლებდეს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლსა და 10-წლიან მუშაობას; ვ) მიკროსქემას უნდა შეეძლოს იდენტიფიკაციისა და შიფრაციის გამოყენება მონაცემთა გადასაცემად AES ალგორითმის გამოყენებით; ზ) მიკროსქემა უნდა იყენებდეს ანტიკოროზიულ მექანიზმს და დაცული უნდა იყოს ელექტროსტატიკური დამუხტვით დაზიანებისაგან. მუხლი 6. ტექნიკური სპეციფიკაცია – ანტენა და მიკროსქემა 1. ანტენის სიხშირეა 13.56 (MHz ISO 14443-ის თანახმად). 2. გამოყენებული მიკროსქემა უნდა იყოს SmartMX3 Dual lnterface.“; ბ) მე-7 მუხლის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს სტუდენტის სტატუსი; რ) მიკროსქემაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს აღნიშნული სტატუსი.“; გ) სურათი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
2. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ფორმისა და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი №2): ა) მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მიკროსქემა 1. მოწმობას გააჩნია მიკროსქემა (ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი) 2 ინტერფეისით (კონტაქტური და უკონტაქტო). 2. მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას – ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 3. მიკროსქემას უნდა ჰქონდეს არანაკლებ EAL5+ სერტიფიკატი ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად. 4. მიკროსქემის კონტაქტური ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) მიკროსქემა ISO/IEC 7816-ის შესაბამისად უნდა შეიცავდეს კონტაქტური ინტერფეისით წვდომად, სულ მცირე, პროცესორს, კოპროცესორს და FLASH მეხსიერებას. მეხსიერება არ უნდა იყოს 80 კბ-ზე ნაკლები, უნდა უძლებდეს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს და 10-წლიან მუშაობას. მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს როგორც T=0, ისე T=1 ტრანსმისიის პროტოკოლს. მიკროსქემა უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთ კრიპტოკოპროცესორს და უნდა შეიცავდეს PKI კოპროცესორს (RSA, ECC); ბ) მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ ალგორითმებს: ბ.ა) RSA – შიფრაცია, დეშიფრაცია, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება; ბ.ბ) RSA-ს გასაღების გენერაცია 4 კბ-მდე (ზომით, სიგრძით 2048 და 4096); ბ.გ) AES; ბ.დ) ECC – გასაღების გენერაცია, შიფრაცია, დეშიფრაცია, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება. 5. მიკროსქემის კონტაქტური ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) მიკროსქემა უნდა შეიცავდეს ISO/IEC 14443 თანახმად, RF ანტენით წვდომად, სულ მცირე, 1 პროცესორს, 1 კრიპტოპროცესორს, FLASH მეხსიერებას და უნიკალურ, უცვლელ იდენტიფიკატორს (UID). უკონტაქტო ინტერფეისის მოქმედების მანძილი უნდა იყოს 10 სმ-მდე, ხოლო სიხშირე – 13.56 MHZ. უკონტაქტო ინტერფეისით, სულ მცირე, მხარდაჭერილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროგრამისა და თითო პროგრამაში არანაკლებ 15 ფაილის არსებობა, პროგრამების კატალოგი და იდენტიფიკატორები; ბ) მიკროსქემა უნდა იყენებდეს კონფიგურირებად სიმეტრიულ გასაღებს უკონტაქტო ინტერფეისით პროგრამასთან დაშვების კონტროლისათვის, და სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს დაშვების საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, ჩაწერა); გ) მიკროსქემა უნდა იძლეოდეს UID-ზე დაყრდნობით თითოეული ელექტრონული მოწყობისათვის დივერსიფიცირებული გასაღების გამოყენების საშუალებას; დ) მიკროსქემას უნდა შეეძლოს კომუნიკაცია მონაცემთა სწრაფი გადატანით მინიმუმ 424 კბიტ/წმ; ე) FLASH მეხსიერება უნდა იყოს არანაკლებ 8 კბ და უძლებდეს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს და 10-წლიან მუშაობას; ვ) მიკროსქემას უნდა შეეძლოს იდენტიფიკაციისა და შიფრაციის გამოყენება მონაცემთა გადასაცემად, AES ალგორითმის გამოყენებით; ზ) მიკროსქემა უნდა იყენებდეს ანტიკოროზიულ მექანიზმს და დაცული უნდა იყოს ელექტროსტატიკური დამუხტვით დაზიანებისაგან. მუხლი 6. ტექნიკური სპეციფიკაცია – ანტენა და მიკროსქემა 1. ანტენის სიხშირეა 13.56 (MHz ISO 14443-ის თანახმად). 2. გამოყენებული მიკროსქემა უნდა იყოს SmartMX3 Dual lnterface.“; ბ) მე-7 მუხლის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს სტუდენტის სტატუსი; რ) მიკროსქემაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს აღნიშნული სტატუსი.“; გ) სურათი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
3. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ფორმისა და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი №3): ა) მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მიკროსქემა 1. მოწმობას გააჩნია მიკროსქემა (ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი) 2 ინტერფეისით (კონტაქტური და უკონტაქტო). 2. მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას – ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 3. მიკროსქემას უნდა ჰქონდეს არანაკლებ EAL5+ სერტიფიკატი ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად. 4. მიკროსქემის კონტაქტური ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) მიკროსქემა ISO/IEC 7816-ის შესაბამისად, უნდა შეიცავდეს კონტაქტური ინტერფეისით წვდომად, სულ მცირე, პროცესორს, კოპროცესორს და FLASH მეხსიერებას. მეხსიერება არ უნდა იყოს 80 კბ-ზე ნაკლები, უნდა გაუძლოს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს და 10-წლიან მუშაობას. მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს როგორც T=0, ისე T=1 ტრანსმისიის პროტოკოლს. მიკროსქემა უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთ კრიპტოკოპროცესორს და აგრეთვე უნდა შეიცავდეს PKI კოპროცესორს (RSA, ECC); ბ) მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ ალგორითმებს; ბ.ა) RSA – შიფრაცია, დეშიფრაცია, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება; ბ.ბ) RSA-ს გასაღების გენერაცია 4 კბ-მდე (ზომით, სიგრძით 2048 და 4096); ბ.გ) AES; ბ.დ) ECC – გასაღებების გენერაცია, შიფრაცია, დეშიფრაცია, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება. 5. მიკროსქემის კონტაქტური ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) მიკროსქემა უნდა შეიცავდეს ISO/IEC 14443 თანახმად, RF ანტენით წვდომად, სულ მცირე, პროცესორს, სულ ცოტა 1 კრიპტოპროცესორს, FLASH მეხსიერებას და უნიკალურ უცვლელ იდენტიფიკატორს (UID). უკონტაქტო ინტერფეისის მოქმედების მანძილია 10 სმ-მდე, ხოლო სიხშირე – 13.56 MHZ. უკონტაქტო ინტერფეისით, სულ მცირე, მხარდაჭერილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროგრამისა და თითო პროგრამაში არანაკლებ 15 ფაილის არსებობა, პროგრამების კატალოგი და იდენტიფიკატორები; ბ) მიკროსქემა უნდა იყენებდეს კონფიგურირებად სიმეტრიულ გასაღებს უკონტაქტო ინტერფეისით პროგრამასთან დაშვების კონტროლისათვის და სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს დაშვების საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, ჩაწერა); გ) მიკროსქემა უნდა იძლეოდეს UID-ზე დაყრდნობით თითოეული ელექტრონული მოწყობისათვის დივერსიფიცირებული გასაღების გამოყენების საშუალებას; დ) მიკროსქემას უნდა შეეძლოს კომუნიკაცია მონაცემთა სწრაფი გადატანით მინიმუმ 424 კბიტ/წმ; ე) FLASH მეხსიერება უნდა იყოს არანაკლებ 8 კბ და გაუძლოს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს და 10-წლიან მუშაობას; ვ) მიკროსქემას უნდა შეეძლოს იდენტიფიკაციისა და შიფრაციის გამოყენება მონაცემთა გადასაცემად, AES ალგორითმის გამოყენებით; ზ) მიკროსქემა უნდა იყენებდეს ანტიკოროზიულ მექანიზმს. იგი დაცული უნდა იყოს ელექტროსტატიკური დამუხტვით დაზიანებისაგან. მუხლი 6. ტექნიკური სპეციფიკაცია – ანტენა და მიკროსქემა 1. ანტენის სიხშირეა 13.56 MHz ISO 14443-ის თანახმად. 2. გამოყენებული მიკროსქემა იქნება SmartMX Dual lnterface.“; ბ) მე-7 მუხლის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს სტუდენტის სტატუსი; რ) მიკროსქემაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციას – გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გასაცემი მოწმობის შემთხვევაში, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს აღნიშნული სტატუსი.“; გ) სურათი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები