თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6/38
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 31/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110401050, 04/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.111.016066
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6/38
31/03/2011
ვებგვერდი, 110401050, 04/04/2011
200130000.35.111.016066
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/04/2011 - 30/05/2011)

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №6/38

2011 წლის 31 მარტი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 თავის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის; საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსმ №54, 12.10.2010 წელი) I თავის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის; მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის; მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის; ამავე კოდექსის XXIX თავის მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლების.;, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-20 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი.

    მუხლი 2

1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები:

ა) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით;

ბ) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით;

გ) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით;

გ.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0. 2 პროცენტის ოდენობით;

გ.ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 3

1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

ა) სათიბები – 27.00 ლარი;

ბ) საძოვრები – 22.5 ლარი;

გ) სახნავი – 85.00 ლარი;

დ) საკარმიდამო – 80.00 ლარი;

ე) სხვა მიწები (რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად) – 90.00 ლარი;

ვ) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები – 30.00 ლარი;

ზ) ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიი გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები) – 3.00 ლარი.  

    მუხლი 4

1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ტერიტორიული კოეფიციენტი 1.4 ოდენობით.

2. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 კვ.მ-ზე 0.34 თეთრის ოდენობით.

    მუხლი 5

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

ბ) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.

    მუხლი 6

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.

    მუხლი 7

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/50 დადგენილება(სსმ, 12/01/2011) „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’.

    მუხლი 8

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ი. საღინაძე

 

 

8. 08/04/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 9/12 - ვებგვერდი, 15/04/2015 7. 27/02/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 4/10 - ვებგვერდი, 05/03/2013 6. 11/01/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 1/1 - ვებგვერდი, 17/01/2013 5. 27/09/2012 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 20/27 - ვებგვერდი, 03/10/2012 4. 28/03/2012 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 5/12 - ვებგვერდი, 04/04/2012 3. 28/02/2012 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 4/7 - ვებგვერდი, 09/03/2012 2. 31/10/2011 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 18/64 - ვებგვერდი, 111102005, 07/11/2011 1. 30/05/2011 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 10/51 - ვებგვერდი, 110531016, 03/06/2011