დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9/12 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016263 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
9/12
08/04/2015
ვებგვერდი, 15/04/2015
010250020.35.111.016263
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/04/2015 - 23/12/2020)
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის, მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის, მე-7 მუხლის და XXIX თავისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთი განისაზღვროს დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’.თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
|
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთები: |
1.
რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ის ოდენობით, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: |
ა)
2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; |
ბ)
2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; |
გ)
2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ; |
დ)
იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით. |
2.
რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (რომლებიც ფინანსდებიან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან) M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს 2018 წლის 1 იანვრამდე. |
3.
რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – საქმიანობისათვის სპორტის, კულტურის და ხელოვნების დარგში (რომლებიც ფინანსდებიან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2018 წლის 1 იანვრამდე. |
4.
რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – საქმიანობისათვის სკოლამდელ აღზრდაში (რომლებიც ფინანსდებიან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2018 წლის 1 იანვრამდე. |
5.
არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ის ოდენობით, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: |
ა)
2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; |
ბ)
2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; |
გ)
2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ; |
დ)
იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით. |
6.
სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტის ოდენობით. |
7.
ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებზე; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
- დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: |
ა)
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %; |
ბ)
100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %. |
8.
ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე. |
| მუხლი 2 |
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში: |
1.
სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) - 85 ლარი; |
2.
საკარმიდამო – 80 ლარი; |
3.
სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 27 ლარი; |
4.
საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 22 ლარი; |
5.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „1“; „2“; „3“ და „4“ ქვეპუნქტებით დადგენილი ოდენობით. |
| მუხლი 3 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის (შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე) გამოყოფილი მიწა იბეგრება ერთ ჰექტარზე 3 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 4 |
1.
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ტერიტორიული კოეფიციენტი 1.4 ოდენობით. |
2.
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 კვ.მ-ზე 0.34 თეთრის ოდენობით. |
| მუხლი 5 |
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (გარდა საცხოვრებელ სახლებზე (წილობრივად) ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის).
|
| მუხლი 6 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.
|
2.
28/03/2024 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
3/6 -
ვებგვერდი, 01/04/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
1.
23/12/2020 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
21/28 -
ვებგვერდი, 25/12/2020
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 28/03/2024
გამოქ. თარიღი : 01/04/2024
დოკუმენტის ნომერი : 3/6
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 აპრილის №9/12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1
მიღების თარიღი : 23/12/2020
გამოქ. თარიღი : 25/12/2020
დოკუმენტის ნომერი : 21/28
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2015 წლის 8 აპრილის №9/12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები