„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18/64
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 31/10/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111102005, 07/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.111.016106
  • Word
18/64
31/10/2011
ვებგვერდი, 111102005, 07/11/2011
200130000.35.111.016106
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს

დადგენილება №18/64

2011 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-20 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

 შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში (სსმ, 04.04.2011 წ.) და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2.

1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები:

ა) რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ოდენობით. ამასთან:

ა.ა) ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (რომლებიც ფინანსდებიან თვითმმართველი ქალაქისფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან) M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2013 წლის 1 იანვრამდე;

ა.ბ) საქმიანობისათვის სპორტის, კულტურის და ხელოვნების დარგში (რომლებიც ფინანსდებიან თვითმმართველი ქალაქისფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან) გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2013 წლის 1 იანვრამდე;

ა.) საქმიანობისათვის სკოლამდელ აღზრდაში (რომლებიც ფინანსდებიან თვითმმართველი ქალაქისფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან) გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2013 წლის 1 იანვრამდე.

ბ) არარეზიდენტი საწარმოსათვის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, (მათ შორის: იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%- ოდენობით;

გ) ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის: დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) იახტების (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:

.) 100000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვისსაგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-;

.) 100000 (ასი ათასი) ლარი და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვისსაგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-..

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                           ი. საღინაძე