„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4/10
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 27/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 15/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.111.016159
4/10
27/02/2013
ვებგვერდი, 05/03/2013
200130000.35.111.016159
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
 

                                                                                                       

თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №4/10

2013 წლის 27 თებერვალი

ქ. ფოთი

 

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-20 მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის-ფოთის  საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის   №6/38 დადგენილებაში (სსმ  110401050, 04/04/2011 წ. სარეგისტრაციო  კოდი 200130000.35.111.016066) კერძოდ:

მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 2.  

განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთები:

1. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ის ოდენობით რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე 1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს,  ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით;
2. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის - ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (რომლებიც ფინანსდებიან თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან) M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის  წლიური განაკვეთი   შეადგენს 0,01 პროცენტს  2015 წლის 1 იანვრამდე;
3. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – საქმიანობისათვის სპორტის, კულტურის და ხელოვნების დარგში (რომლებიც ფინანსდებიან თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების    საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების     0,01   პროცენტს    2015 წლის 1 იანვრამდე;
4. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის–საქმიანობისათვის სკოლამდელ აღზრდაში (რომლებიც ფინანსდებიან თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2015 წლის 1 იანვრამდე;
5. არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, (მათ შორის: იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების)   საშუალო    წლიური   საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ის ოდენობით, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე 1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს,- ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით;
6. სალიზინგო კომპანიებისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტის ოდენობით;
7. ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის: დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) იახტების (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე)– დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:
ა) 100000 (ასიათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %-ს;
ბ) 100000 (ასიათასი) ლარი და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის–საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის   დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს”.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა