დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4/7 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.111.016120 |
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №4/7
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 11 ნაწილის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში (სსმ, 04.04.2011 წელი სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.111.016066) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
|
№ |
მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) | 27.00 |
| 2 | საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) | 22.00 |
| 3 | სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) | 85.00 |
| 4 | საკარმიდამო | 80.00 |
| 5 | ტყეები (მათ შორის, ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები) | 30.00 |
| 6 | ტყის მიწები (რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით) | 80.00 |
| 7 | ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები) | 3.00 |
| 8 | სხვა მიწები (რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად) | 90.00 |
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები