დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6/38 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 31/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110401050, 04/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.111.016066 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/04/2011 - 30/05/2011)
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №6/38
2011 წლის 31 მარტი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 თავის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის; საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსმ №54, 12.10.2010 წელი) I თავის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის; მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის; მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის; ამავე კოდექსის XXIX თავის მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლების.;, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-20 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი.
მუხლი 2
1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები:
ა) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით;
ბ) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით;
გ) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით;
გ.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0. 2 პროცენტის ოდენობით;
გ.ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3
1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
ა) სათიბები – 27.00 ლარი;
ბ) საძოვრები – 22.5 ლარი;
გ) სახნავი – 85.00 ლარი;
დ) საკარმიდამო – 80.00 ლარი;
ე) სხვა მიწები (რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად) – 90.00 ლარი;
ვ) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები – 30.00 ლარი;
ზ) ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები) – 3.00 ლარი.
მუხლი 4
1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ტერიტორიული კოეფიციენტი 1.4 ოდენობით.
2. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 კვ.მ-ზე 0.34 თეთრის ოდენობით.
მუხლი 5
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
ბ) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.
მუხლი 6
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.
მუხლი 7
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/50 დადგენილება(სსმ, 12/01/2011) „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’.
მუხლი 8
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები