დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 220 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 04/04/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 15/04/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/04/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 010340000.05.002.000001 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/04/1998 - 27/10/1999)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №220
1998 წლის 4 აპრილი
ქ.თბილისი
მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის თანახმად:
1. დაწესდეს:
ა) ქვეყნის ფარგლებში სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და ნორმები თანახმად №1 დანართისა;
ბ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი თანახმად №2 დანართისა, დღიური ნორმები თანახმად №3 დანართისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის დღიური ნორმის დანამატი თანახმად №4 დანართისა.
2. მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების აღნიშნული წესები და ნორმები გავრცელდეს ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერ სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის დაწესებულებაზე, საწარმოსა და ორგანიზაციაზე.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და ნორმების შესახებ დღემდე მოქმედი ნორმატიული აქტები (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 22 თებერვლის №115 დადგენილება "უცხოეთის ქვეყნებში მოკლევადიანი მივლინების დროს დღიური ნორმის ანაზღაურების ოდენობისა და წესის შესახებ"; საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 21 ივლისის №429 დადგენილება "უცხოეთის ქვეყნებში მოკლევადიანი მივლინებების დროს დღიური ნორმის ანაზღაურების ოდენობისა და წესის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 22 თებერვლის №115 დადგენილების №1 დანართში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის თაობაზე ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1996 წლის 13 ივნისის 8/12 დადგენილება "ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების დღიური ხარჯების ანაზღაურების ნორმების დამტკიცების შესახებ").
4. მივლინებები მიმდინარე წელს ანაზღაურდეს საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის ამ დანიშნულებით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
5. ბრძანებულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და ნორმების შესახებ
1. სამსახურებრივ მივლინებად ითვლება მოსამსახურის გამგზავრება დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.
2. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების დღიური ხარჯების ნორმა განისაზღვრება 3 (სამი) ლარის ოდენობით.
3. დღიური ხარჯები იანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენების დღეებისა და სადღესასწაულო დღეების გამოურიცხავად. მივლინებაში წასვლისა და მივლინებიდან დაბრუნების დღე ითვლება ერთ დღედ. 4. დაწესებულებებმა, საწარმოებმა და ორგანიზაციებმა მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ანაზღაურება აწარმოონ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის შემდეგ.
დამადასტურებელი საბუთების წარმოუდგენლობის შემთხვევაში მივლინებაში გამგზავნი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნებართვით შეიძლება ანაზღაურდეს:
- მგზავრობის ხარჯები ქვეყანაში მოქმედი რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური ტარიფების ფარგლებში;
- ბინის დაქირავების ხარჯები: თბილისსა და ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქებში - დღეში 2 ლარი, რაიონული დაქვემდებარების ქალაქებში - 1 ლარი, სოფელ ადგილებში - 50 თეთრი.
5. საბიუჯეტო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მივლინებულ მუშაკთა მიერ უმაღლესი კატეგორიის სასტუმროებში ადგილისა და სხვა კატეგორიის სასტუმროებში "ლუქსი" ნომრების დასაქირავებლად გაწეული ხარჯები, გამონაკლის შემთხვევაში, ნაზღაურდება მხოლოდ დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნებართვით.
6. დაწესებულებათა, საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს უფლება მიეცეთ მივლინების დაწესებული ხარჯების ნორმების ზევით აწარმოონ დამატებითი ანაზღაურება:
- საბიუჯეტო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სამივლინებო ხარჯებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ეკონომიის ხარჯზე;
- ორგანიზაციებში, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ფონდებიდან, მივლინებისათვის გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიის ხარჯზე;
- სხვა საწარმოებსა და ორგანიზაციებში, საკუთრების ფორმის მიუხედავად, მათ განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან.
7. მივლინებიდან დაბრუნებულმა პირებმა გაწეული ხარჯების საავანსო ანგარიში უნდა წარადგინონ არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა. ანგარიშვალდებულ პირებს მორიგი მივლინების ხარჯები არ მიეცემათ წინა საავანსო ანგარიშის დახურვის გარეშე.
სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პ.მამრაძე
დანართი №2
ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი
1. განისაზღვროს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს, მუშაკის პირადი ხარჯებისათვის, უცხოური ვალუტით დღიური ანაზღაურების ნორმები და მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის დღიური ნორმის დანამატი თანახმად №3 და №4 დანართებისა.
2. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაკის მოკლევადიან სამსახურებრივ მივლინებად ითვლება მივლინება ერთ თვემდე ვადით, ხოლო გრძელვადიან მივლინებად - მივლინება ერთ თვეზე მეტი ვადით.
3. მუშაკებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას დღიური ხარჯები უნაზღაურდებათ №3 დანართის მიხედვით საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებათა მუშაკებისათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს.
4. თუ მუშაკები იგზავნებიან მოკლევადიანი მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მიმღები მხარე მივლინების პერიოდში ანაზღაურებს პირად ხარჯებს, მაშინ ამ პირებს უნაზღაურდებათ მხოლოდ ამ განკარგულების №4 დანართით გათვალისწინებული დღიური ნორმის დანამატები.
5. თუ მუშაკების მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვების ხარჯებით, მაშინ მათ უნაზღაურდებათ დღიური ნორმის 30 პროცენტი და ამ განკარგულების №4 დანართით გათვალისწინებული დანამატები.
6. უცხოეთში მოსწავლეთა (სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის, სხვა სასწავლებლის) დელეგაციების გაგზავნისას, თუ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვებით, მაშინ მათ უნაზღაურდებათ დღიური ნორმის 15 პროცენტი.
7. საზღვარგარეთ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯების მიხედვით საშუალო თანრიგის სასტუმროში, გარდა სამთავრობო დელეგაციებისა. როცა მიმღები მხარე ჯავშნის სასტუმროს ნომერს, ამ შემთხვევაში დასაშვებია დაქირავებული ნომრის ღირებულების გადახდა მიუხედავად მისი საფასურისა.
8. სასტუმროს დაქირავების დამადასტურებელი საბუთების წარმოუდგენლობის (დაკარგვის) შემთხვევაში, ხარჯები ანაზღაურდება ყოველდღიურად 10 (ათი) აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მგზავრობის დამადასტურებელი საბუთების წარმოუდგენლობის (დაკარგვის) შემთხვევაში - მგზავრობის ღირებულების მინიმალური ტარიფების ოდენობით.
9. №3 დანართით გათვალისწინებული დღიური ნორმები და საზღვარგარეთ მივლინების წესები ვრცელდება ნებისმიერ სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის დაწესებულებაზე, საწარმოებსა და ორგანიზაციებზე. ამასთან კერძო სტრუქტურებს უფლება აქვთ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგ თავიანთ განკარგულებაში დარჩენილი მოგების ხარჯზე გასცენ თანხები ამ განკარგულებით დადგენილ დღიურ ნორმაზე ზევით.
სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პ.მამრაძე
დანართი №3
ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს
უცხოური ვალუტით დღიური ანაზღაურების ნორმები
ქვეყნის დასახელება | უცხოური ვალუტის დღიური ნორმები |
| მოკლევადიანი საზღვარგარეთ საქ.დაწე მივლინებისას სებულების მუშაკთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება |
1 | 2 | 3 | 4 |
ავსტრალია ავსტრალიური დოლარი |
| 43 | 30 |
ავსტრია ავსტრიული შილინგი |
| 680 | 476 |
აზერბეიჯანის რესპუბლიკა | აშშ დოლარი | 35 | 25 |
ალჟირი |
| 41 | 29 |
ალბანეთი |
| 48 | 34 |
ავღანეთი |
| 30 | 21 |
ანგოლა |
| 44 | 31 |
ამერიკის შეერთებული შტატები |
| 60 | 43 |
ანდორა შვეიცარული ფრანკი |
| 66 | -
|
ანტიგუა და ბარბუდა | აშშ დოლარი | 34 | - |
არაბეთის გაერთია ნებული საემიროები |
| 33 | 23 |
არგენტინა |
| 35 | 25 |
ახალი ზელანდია |
| 40 | 28 |
ბანგლადეში გერმანული მარკა |
| 66 | 46 |
ბარბადოსი | აშშ დოლარი | 31 | - |
ბახრეინი |
| 51 | 36 |
ბაჰამის კუნძულები |
| 32 | - |
ბელიზი |
| 31 | - |
ბელგია ბელგიური ფრანკი |
| 1535 | 1075 |
ბენინი გერმანული მარკა |
| 70 | 49 |
ბერმუდის კუნძულები | აშშ დოლარი | 37 | - |
ბოლივია |
| 30 | 21 |
ბოსნია და ჰერცოგოვინა |
| 44 | 31 |
ბოტსვანა |
| 37 | 26 |
ბრაზილია | შვეიცარული ფრანკი | 54 | 38 |
ბრუნეი | აშშ დოლარი | 31 | - |
ბურკინა ფასო | ფრანგული ფრანკი | 238 | 167 |
ბულგარეთი | აშშ დოლარი | 41 | 29 |
გაბონი | ფრანგული ფრანკი | 231 | 162 |
გაიანა | აშშ დოლარი | 35 | 25 |
გაიტი |
| 34 | - |
გამბია | გერმანული მარკა | 54 | 38 |
განა | აშშ დოლარი | 36 | 25 |
გერმანია | გერმანული მარკა | 112 | 78 |
გვატემალა | აშშ დოლარი | 31 | 22 |
გვინეა |
| 43 | 30 |
გვინეა ბისაუ |
| 36 | 25 |
გიბრალტარი |
| 32 | - |
გრენადა |
| 32 | - |
დანია | დანიური კრონა | 258 | 181 |
დიდი ბრიტანეთი | ფუნტი სტერლინგი | 27 | 19 |
დომინიკის რესპუბლიკა | აშშ დოლარი | 31 | - |
ეკვადორი |
| 26 | 18 |
ეგვიპტე |
| 32 | 22 |
ეთიოპია | გერმანული მარკა | 85 | 60 |
ერაყი | აშშ დოლარი | 30 | 21 |
ესპანეთი | შვეიცარული ფრანკი | 66 | 46 |
ესტონეთი | აშშ დოლარი | 35 | 30 |
ეკვატორიალური გვინეა |
| 35 | 25 |
ვატაუტუ | ფრანგული ფრანკი | 223 | - |
ვენესუელა | აშშ დოლარი | 39 | 27 |
ვიეტნამი |
| 29 | 20 |
ზაირი |
| 44 | 31 |
ზამბია |
| 32 | 22 |
ზიმბაბვე |
| 40 | 28 |
თურქმენეთი |
| 35 | 25 |
თურქეთი |
| 43 | 30 |
იაპონია იაპონური იენა |
| 12150 | 8500 |
იამაიკა | აშშ დოლარი | 34 | 24 |
იემენი | გერმანული მარკა | 82 | 57 |
ინდოეთი | აშშ დოლარი | 30 | 21 |
ინდონეზია |
| 31 | 22 |
იორდანია |
| 34 | 24 |
ირანი |
| 25 | 17 |
ირლანდია | ირლანდიური ფუნტი | 25 | 18 |
ისლანდია | აშშ დოლარი | 39 | 27 |
ისრაელი |
| 49 | 34 |
იტალია | იტალიური ლირა | 88400 | 61880 |
იუგოსლავია | აშშ დოლარი | 44 | 31 |
კაბო ვერდე |
| 34 | 24 |
კაიმანოვის კუნძულები |
| 43 | - |
კამბოჯა |
| 31 | 22 |
კანადა |
| 56 | 39 |
კატარი |
| 41 | 29 |
კენია |
| 28 | 20 |
კვიპაროსი | შვეიცარული ფრანკი | 49 | 34 |
კოლუმბია | აშშ დოლარი | 31 | 22 |
კომორის კუნძულები |
| 35 | 25 |
კონგო | ფრანგული ფრანკი | 267 | 187 |
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა | აშშ დოლარი | 32 | 22
|
კოსტა-რიკა |
| 29 | 20 |
კოტ-დივუარი | ფრანგული ფრანკი | 274 | 192 |
კუბა | აშშ დოლარი | 32 | 22 |
კუნძული პალაუ |
| 29 | - |
ლაოსი |
| 33 | 23 |
ლატვია |
| 35 | 30 |
ლესოტო |
| 32 | 22 |
ლიბანი |
| 25 | 18 |
ლიბერია |
| 43 | 30 |
ლიბია |
| 24 | 17 |
ლიტვა |
| 35 | 30 |
ლიხტენშტეინი | შვეიცარული ფრანკი | 56 | - |
ლუქსემბურგი | ბელგიური ფრანკი | 1537 | 1070 |
მადაგასკარი | აშშ დოლარი | 39 | 27 |
მავრიკია |
| 30 | - |
მავრიტანია |
| 37 | - |
მაკაო |
| 28 | - |
მაკედონია |
| 44 | 31 |
მალავია |
| 29 | 20 |
მალაიზია | მალაზიური რინგიტი | 69 | 48 |
მალი | ფრანგული ფრანკი | 221 | 155 |
მალდივი | აშშ დოლარი | 23 | 16 |
მალტა | გერმანული მარკა | 88 | 62 |
მაროკო | ფრანგული ფრანკი | 238 | 167 |
მექსიკა | აშშ დოლარი | 29 | 20 |
მიანმა | ფრანგული ფრანკი | 207 | 145 |
მოზამბიკი | აშშ დოლარი | 37 | 26 |
მონაკო | ფრანგული ფრანკი | 250 | - |
მონღოლეთი | აშშ დოლარი | 34 | 24 |
ნამიბია |
| 41 | 29 |
ნეპალი |
| 24 | 17 |
ნიგერი | ფრანგული ფრანკი | 218 | 158 |
ნიგერია | აშშ დოლარი | 44 | 31 |
ნიდერლანდები | ჰოლანდიური გულდენი | 90 | 63 |
ნიკარაგუა | აშშ დოლარი | 33 | 23 |
ნორვეგია | ნორვეგიული კრონა | 252 | 176 |
ომანი | აშშ დოლარი | 39 | 27 |
პაკისტანი |
| 34 | 24 |
პანამა |
| 35 | 25 |
პაპუა-ახალი გვინეა |
| 36 | 25 |
პარაგვაი |
| 27 | - |
პერუ |
| 31 | 22 |
პოლონეთი |
| 35 | 25 |
პორტუგალია | შვეიცარული ფრანკი | 51 | 36 |
პუერტო-რიკო | აშშ დოლარი | 32 | - |
რუანდა |
| 37 | 26 |
რესპუბლიკა ბელორუსია |
| 35 | 25 |
რესპუბლიკა მოლდოვა |
| 35 | 25 |
რუმინეთი |
| 37 | 26 |
რუსეთის ფედერაცია |
| 35 | 25 |
მათ შორის: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი |
| 50 | 35 |
საბერძნეთი | ფრანგული ფრანკი | 258 | 181 |
სალვადორი | აშშ დოლარი | 28 | - |
სამოა |
| 27 | - |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
| 41 | 29 |
სამხრეთ კორეა |
| 54 | 38 |
სან-მარინო | იტალიური ლირა | 46400 |
|
სან-ტომე და პრინსიპი | აშშ დოლარი | 34 | 24
|
საუდის არაბეთი |
| 51 | 36 |
საფრანგეთი | ფრანგული ფრანკი | 370 | 265 |
საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორია X) |
| 250 | - |
სვაზილენდი | აშშ დოლარი | 27 | - |
სეიშელის კუნძულები | გერმანული მარკა | 92 | 64 |
სენეგალი |
| 75 | 53 |
სენტ-ლუსია | აშშ დოლარი | 32 | 22 |
სინგაპური | სინგაპურული დოლარი | 64 | 45 |
სიერა-ლეონე | აშშ დოლარი | 33 | 23 |
სირია |
| 34 | 24 |
სლოვაკია |
| 24 | 17 |
სლოვენია |
| 44 | 31 |
სომალი |
| 39 | 27 |
სომხეთი |
| 35 | 25 |
სუდანი | შვეიცარული ფრანკი | 60 | 42 |
სურინამი | აშშ დოლარი | 51 | 36 |
ტაივანი |
| 28 | 20 |
ტაილანდი | შვეიცარული ფრანკი | 61 | 43 |
ტანზანია | აშშ დოლარი | 39 | 27 |
ტაჯიკეთი |
| 35 | 25 |
ტოგო | გერმანული მარკა | 70 | 49 |
ტონგა | აშშ დოლარი | 27 | - |
ტრინიდადი და ტაბაგო |
| 34 | - |
ტუნისი | ინგლისური ფუნტი სტერლინგი | 24 | 17 |
უგანდა | აშშ დოლარი | 36 | 25 |
უზბეკეთი |
| 35 | 25 |
უკრაინა |
| 35 | 25 |
ურუგვაი |
| 27 | 19 |
ფილიპინები |
| 28 | 20 |
ფინეთი | ფინური მარკა | 231 | 162 |
ფიჯი | აშშ დოლარი | 27 | - |
ქუვეითი | ქუვეითური დინარი | 8 | 6 |
ყაზახეთი | აშშ დოლარი | 40 | 28 |
ყირგიზეთი |
| 35 | 25 |
ჩადი | ფრანგული ფრანკი | 262 | 83 |
ჩეხეთი | აშშ დოლარი | 35 | 25 |
ჩილე |
| 28 | 20 |
ჩინეთი |
| 30 | 20 |
შვეიცარია | შვეიცარული ფრანკი | 80 | 56 |
შვეცია | შვედური კრონა | 310 | 220 |
შრი-ლანკა | შვეიცარული ფრანკი | 49 | 34 |
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | ფრანგული ფრანკი | 287 | 201
|
ხორვატია | აშშ დოლარი | 44 | 31 |
ჰონდურასი |
| 31 | - |
X) გვადელუპა, მარტინიკა, ახალი კალედონია, ტანტი და სხვა
სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე
დანართი №4
ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთათვის დღიური ნორმების დანამატის შესახებ
მუშაკთა თანამდებობრივი დღიური ნორმების | დღიური ნორმების დანამატის ოდენობა პროცენტობით |
საქართველოს პრეზიდენტი | 60 |
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს მინისტრი, გენერალური პროკურორი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი |
50 |
საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილე - სახელმწიფო კანცელარიის უროსი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის თანაშემწე, საპარლამენტო მდივანი, ქ. თბილისის მერი, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მხარეში, საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილე, ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენელი - მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პრიველი მოადგილე, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს მინისტრის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში, სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე, ქ.თბილისის ვიცე-მერი, მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი, სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო კანცელარიის ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიის გაერთიანებული აპარატის უფროსი, გენერალური პროკურორის მოადგილე, კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, სახელმწიფო ინსპექციის უფროსი, ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარე, ქ. თბილისის ვიცე-მერი იუსტიციის საბჭოს მდივანი, დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, სააუდიტორო საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, უზენანსი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. |
40 |
საქართველოს მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილე, სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო კანცელარიის განყოფილების უფროსი, სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის პირველი მოადგილე, ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სახელმწიფო ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე, საგადასახადო ინსპექციის, საბაჟო, რკინიგზის, საჰაერო, საავტომობილო დეპარტამენტების უფროსები. სახელმწიფო მინისტრის სამდივნოს უფროსი, ეკონომიკური საბჭოს სამდივნოს უფროსი, სახელმწიფო კანცელარიის განყოფილების უფროსის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე,სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სახელმწიფო ინსპექციის უფროსის მოადგილე, ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურ რეესტრში რეგისტრირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა უფროსები, დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, ანტმონოპოლიური სამსახურის უფროსის I მოადგილე, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნვეყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარე. |
35
|
სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი
| 50 |
სამთავრობო დელეგაციის წევრები | 30 |
სამთავრობო ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის წევრები |
20 |
შენიშვნები:
1. სამთავრობო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება გამოვიდნენ საქართველოს სახელით.
2. მუშაკებს უფლება აქვთ მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი.
3. მუშაკებს, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ დღიური ნორმის დანამატი, მივლინების დროს მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდებათ პირველი კლასის ტარიფით.
სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე
დოკუმენტის კომენტარები