მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • Word
მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 15/04/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 21/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
220
04/04/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 15/04/1998
010340000.05.002.000001
მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/04/1998 - 27/10/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №220

1998 წლის 4 აპრილი

ქ.თბილისი

მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის თანახმად:

1. დაწესდეს:

ა) ქვეყნის ფარგლებში სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და ნორმები თანახმად №1 დანართისა;

ბ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი თანახმად №2 დანართისა, დღიური ნორმები თანახმად №3 დანართისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის დღიური ნორმის დანამატი თანახმად №4 დანართისა.

2. მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების აღნიშნული წესები და ნორმები გავრცელდეს ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერ სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის დაწესებულებაზე, საწარმოსა და ორგანიზაციაზე.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და ნორმების შესახებ დღემდე მოქმედი ნორმატიული აქტები (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 22 თებერვლის №115 დადგენილება "უცხოეთის ქვეყნებში მოკლევადიანი მივლინების დროს დღიური ნორმის ანაზღაურების ოდენობისა და წესის შესახებ"; საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 21 ივლისის №429 დადგენილება "უცხოეთის ქვეყნებში მოკლევადიანი მივლინებების დროს დღიური ნორმის ანაზღაურების ოდენობისა და წესის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 22 თებერვლის №115 დადგენილების №1 დანართში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის თაობაზე ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1996 წლის 13 ივნისის 8/12 დადგენილება "ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების დღიური ხარჯების ანაზღაურების ნორმების დამტკიცების შესახებ").

4. მივლინებები მიმდინარე წელს ანაზღაურდეს საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის ამ დანიშნულებით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

5. ბრძანებულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                               ე. შევარდნაძე

ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და ნორმების შესახებ

 1. სამსახურებრივ მივლინებად ითვლება მოსამსახურის გამგზავრება დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.

2. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების დღიური ხარჯების ნორმა განისაზღვრება 3 (სამი) ლარის ოდენობით.

3. დღიური ხარჯები იანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენების დღეებისა და სადღესასწაულო დღეების გამოურიცხავად. მივლინებაში წასვლისა და მივლინებიდან დაბრუნების დღე ითვლება ერთ დღედ. 4. დაწესებულებებმა, საწარმოებმა და ორგანიზაციებმა მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ანაზღაურება აწარმოონ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის შემდეგ.

დამადასტურებელი საბუთების წარმოუდგენლობის შემთხვევაში მივლინებაში გამგზავნი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნებართვით შეიძლება ანაზღაურდეს:

- მგზავრობის ხარჯები ქვეყანაში მოქმედი რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური ტარიფების ფარგლებში;

- ბინის დაქირავების ხარჯები: თბილისსა და ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქებში - დღეში 2 ლარი, რაიონული დაქვემდებარების ქალაქებში - 1 ლარი, სოფელ ადგილებში - 50 თეთრი.

5. საბიუჯეტო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მივლინებულ მუშაკთა მიერ უმაღლესი კატეგორიის სასტუმროებში ადგილისა და სხვა კატეგორიის სასტუმროებში "ლუქსი" ნომრების დასაქირავებლად გაწეული ხარჯები, გამონაკლის შემთხვევაში, ნაზღაურდება მხოლოდ დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნებართვით.

6. დაწესებულებათა, საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს უფლება მიეცეთ მივლინების დაწესებული ხარჯების ნორმების ზევით აწარმოონ დამატებითი ანაზღაურება:

- საბიუჯეტო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სამივლინებო ხარჯებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ეკონომიის ხარჯზე;

- ორგანიზაციებში, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ფონდებიდან, მივლინებისათვის გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიის ხარჯზე;

- სხვა საწარმოებსა და ორგანიზაციებში, საკუთრების ფორმის მიუხედავად, მათ განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან.

7. მივლინებიდან დაბრუნებულმა პირებმა გაწეული ხარჯების საავანსო ანგარიში უნდა წარადგინონ არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა. ანგარიშვალდებულ პირებს მორიგი მივლინების ხარჯები არ მიეცემათ წინა საავანსო ანგარიშის დახურვის გარეშე.

 

სახელმწიფო კანცელარიის უფროსი                                                                  პ.მამრაძე

 

დანართი №2

ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი

 1. განისაზღვროს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს, მუშაკის პირადი ხარჯებისათვის, უცხოური ვალუტით დღიური ანაზღაურების ნორმები და მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის დღიური ნორმის დანამატი თანახმად №3 და №4 დანართებისა.

2. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაკის მოკლევადიან სამსახურებრივ მივლინებად ითვლება მივლინება ერთ თვემდე ვადით, ხოლო გრძელვადიან მივლინებად - მივლინება ერთ თვეზე მეტი ვადით.

3. მუშაკებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას დღიური ხარჯები უნაზღაურდებათ №3 დანართის მიხედვით საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებათა მუშაკებისათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს.

4. თუ მუშაკები იგზავნებიან მოკლევადიანი მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მიმღები მხარე მივლინების პერიოდში ანაზღაურებს პირად ხარჯებს, მაშინ ამ პირებს უნაზღაურდებათ მხოლოდ ამ განკარგულების №4 დანართით გათვალისწინებული დღიური ნორმის დანამატები.

5. თუ მუშაკების მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვების ხარჯებით, მაშინ მათ უნაზღაურდებათ დღიური ნორმის 30 პროცენტი და ამ განკარგულების №4 დანართით გათვალისწინებული დანამატები.

6. უცხოეთში მოსწავლეთა (სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის, სხვა სასწავლებლის) დელეგაციების გაგზავნისას, თუ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვებით, მაშინ მათ უნაზღაურდებათ დღიური ნორმის 15 პროცენტი.

7. საზღვარგარეთ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯების მიხედვით საშუალო თანრიგის სასტუმროში, გარდა სამთავრობო დელეგაციებისა. როცა მიმღები მხარე ჯავშნის სასტუმროს ნომერს, ამ შემთხვევაში დასაშვებია დაქირავებული ნომრის ღირებულების გადახდა მიუხედავად მისი საფასურისა.

8. სასტუმროს დაქირავების დამადასტურებელი საბუთების წარმოუდგენლობის (დაკარგვის) შემთხვევაში, ხარჯები ანაზღაურდება ყოველდღიურად 10 (ათი) აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მგზავრობის დამადასტურებელი საბუთების წარმოუდგენლობის (დაკარგვის) შემთხვევაში - მგზავრობის ღირებულების მინიმალური ტარიფების ოდენობით.

9. №3 დანართით გათვალისწინებული დღიური ნორმები და საზღვარგარეთ მივლინების წესები ვრცელდება ნებისმიერ სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის დაწესებულებაზე, საწარმოებსა და ორგანიზაციებზე. ამასთან კერძო სტრუქტურებს უფლება აქვთ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგ თავიანთ განკარგულებაში დარჩენილი მოგების ხარჯზე გასცენ თანხები ამ განკარგულებით დადგენილ დღიურ ნორმაზე ზევით.

სახელმწიფო კანცელარიის უფროსი                                                                  პ.მამრაძე

 

დანართი №3

 

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს

უცხოური ვალუტით დღიური ანაზღაურების ნორმები

 

ქვეყნის დასახელება

უცხოური ვალუტის დღიური ნორმები

 

მოკლევადიანი საზღვარგარეთ საქ.დაწე მივლინებისას სებულების მუშაკთათვის  მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება

1

2

3

4

ავსტრალია ავსტრალიური დოლარი

 

43

30

ავსტრია ავსტრიული შილინგი

 

680

476

აზერბეიჯანის

რესპუბლიკა

აშშ დოლარი

35

25

ალჟირი

 

41

29

ალბანეთი

 

48

34

ავღანეთი

 

30

21

ანგოლა

 

44

31

ამერიკის შეერთებული შტატები

 

60

43

ანდორა შვეიცარული ფრანკი

 

66

-

 

ანტიგუა და ბარბუდა

აშშ დოლარი

34

-

არაბეთის გაერთია ნებული საემიროები

 

33

23

არგენტინა

 

35

25

ახალი ზელანდია

 

40

28

ბანგლადეში გერმანული მარკა

 

66

46

ბარბადოსი

აშშ დოლარი

31

-

ბახრეინი

 

51

36

ბაჰამის კუნძულები

 

32

-

ბელიზი

 

31

-

ბელგია ბელგიური ფრანკი

 

1535

1075

ბენინი გერმანული მარკა

 

70

49

ბერმუდის კუნძულები

აშშ დოლარი

37

-

ბოლივია

 

30

21

ბოსნია და ჰერცოგოვინა

 

44

31

ბოტსვანა

 

37

26

ბრაზილია

შვეიცარული ფრანკი

54

38

ბრუნეი

აშშ დოლარი

31

-

ბურკინა ფასო

ფრანგული ფრანკი

238

167

ბულგარეთი

აშშ დოლარი

41

29

გაბონი

ფრანგული ფრანკი

231

162

გაიანა

აშშ დოლარი

35

25

გაიტი

 

34

-

გამბია

გერმანული მარკა

54

38

განა

აშშ დოლარი

36

25

გერმანია

გერმანული მარკა

112

78

გვატემალა

აშშ დოლარი

31

22

გვინეა

 

43

30

გვინეა ბისაუ

 

36

25

გიბრალტარი

 

32

-

გრენადა

 

32

-

დანია

დანიური კრონა

258

181

დიდი ბრიტანეთი

ფუნტი სტერლინგი

27

19

დომინიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

31

-

ეკვადორი

 

26

18

ეგვიპტე

 

32

22

ეთიოპია

გერმანული მარკა

85

60

ერაყი

აშშ დოლარი

30

21

ესპანეთი

შვეიცარული ფრანკი

66

46

ესტონეთი

აშშ დოლარი

35

30

ეკვატორიალური გვინეა

 

35

25

ვატაუტუ

ფრანგული ფრანკი

223

-

ვენესუელა

აშშ დოლარი

39

27

ვიეტნამი

 

29

20

ზაირი

 

44

31

ზამბია

 

32

22

ზიმბაბვე

 

40

28

თურქმენეთი

 

35

25

თურქეთი

 

43

30

იაპონია იაპონური იენა

 

12150

8500

იამაიკა

აშშ დოლარი

34

24

იემენი

გერმანული მარკა

82

57

ინდოეთი

აშშ დოლარი

30

21

ინდონეზია

 

31

22

იორდანია

 

34

24

ირანი

 

25

17

ირლანდია

ირლანდიური ფუნტი

25

18

ისლანდია

აშშ დოლარი

39

27

ისრაელი

 

49

34

იტალია

იტალიური ლირა

88400

61880

იუგოსლავია

აშშ დოლარი

44

31

კაბო ვერდე

 

34

24

კაიმანოვის კუნძულები

 

43

-

კამბოჯა

 

31

22

კანადა

 

56

39

კატარი

 

41

29

კენია

 

28

20

კვიპაროსი

შვეიცარული ფრანკი

49

34

კოლუმბია

აშშ დოლარი

31

22

კომორის

კუნძულები

 

35

25

კონგო

ფრანგული ფრანკი

267

187

კორეის სახალხო დემოკრატიული

რესპუბლიკა

აშშ დოლარი

32

22

 

კოსტა-რიკა

 

29

20

კოტ-დივუარი

ფრანგული ფრანკი

274

192

კუბა

აშშ დოლარი

32

22

კუნძული პალაუ

 

29

-

ლაოსი

 

33

23

ლატვია

 

35

30

ლესოტო

 

32

22

ლიბანი

 

25

18

ლიბერია

 

43

30

ლიბია

 

24

17

ლიტვა

 

35

30

ლიხტენშტეინი

შვეიცარული ფრანკი

56

-

ლუქსემბურგი

ბელგიური ფრანკი

1537

1070

მადაგასკარი

აშშ დოლარი

39

27

მავრიკია

 

30

-

მავრიტანია

 

37

-

მაკაო

 

28

-

მაკედონია

 

44

31

მალავია

 

29

20

მალაიზია

მალაზიური რინგიტი

69

48

მალი

ფრანგული ფრანკი

221

155

მალდივი

აშშ დოლარი

23

16

მალტა

გერმანული მარკა

88

62

მაროკო

ფრანგული ფრანკი

238

167

მექსიკა

აშშ დოლარი

29

20

მიანმა

ფრანგული ფრანკი

207

145

მოზამბიკი

აშშ დოლარი

37

26

მონაკო

ფრანგული ფრანკი

250

-

მონღოლეთი

აშშ დოლარი

34

24

ნამიბია

 

41

29

ნეპალი

 

24

17

ნიგერი

ფრანგული ფრანკი

218

158

ნიგერია

აშშ დოლარი

44

31

ნიდერლანდები

ჰოლანდიური გულდენი

90

63

ნიკარაგუა

აშშ დოლარი

33

23

ნორვეგია

ნორვეგიული კრონა

252

176

ომანი

აშშ დოლარი

39

27

პაკისტანი

 

34

24

პანამა

 

35

25

პაპუა-ახალი გვინეა

 

36

25

პარაგვაი

 

27

-

პერუ

 

31

22

პოლონეთი

 

35

25

პორტუგალია

შვეიცარული ფრანკი

51

36

პუერტო-რიკო

აშშ დოლარი

32

-

რუანდა

 

37

26

რესპუბლიკა ბელორუსია

 

35

25

რესპუბლიკა მოლდოვა

 

35

25

რუმინეთი

 

37

26

რუსეთის ფედერაცია

 

35

25

მათ შორის:

მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი

 

50

35

საბერძნეთი

ფრანგული ფრანკი

258

181

სალვადორი

აშშ დოლარი

28

-

სამოა

 

27

-

სამხრეთ აფრიკის

რესპუბლიკა

 

41

29

სამხრეთ კორეა

 

54

38

სან-მარინო

იტალიური ლირა

46400

 

სან-ტომე და

პრინსიპი

აშშ დოლარი

34

24

 

საუდის არაბეთი

 

51

36

საფრანგეთი

ფრანგული ფრანკი

370

265

საფრანგეთის ზღვის

იქითა ტერიტორია X)

 

250

-

სვაზილენდი

აშშ დოლარი

27

-

სეიშელის

კუნძულები

გერმანული მარკა

92

64

სენეგალი

 

75

53

სენტ-ლუსია

აშშ დოლარი

32

22

სინგაპური

სინგაპურული დოლარი

64

45

სიერა-ლეონე

აშშ დოლარი

33

23

სირია

 

34

24

სლოვაკია

 

24

17

სლოვენია

 

44

31

სომალი

 

39

27

სომხეთი

 

35

25

სუდანი

შვეიცარული ფრანკი

60

42

სურინამი

აშშ დოლარი

51

36

ტაივანი

 

28

20

ტაილანდი

შვეიცარული ფრანკი

61

43

ტანზანია

აშშ დოლარი

39

27

ტაჯიკეთი

 

35

25

ტოგო

გერმანული მარკა

70

49

ტონგა

აშშ დოლარი

27

-

ტრინიდადი და ტაბაგო

 

34

-

ტუნისი

ინგლისური ფუნტი

სტერლინგი

24

17

უგანდა

აშშ დოლარი

36

25

უზბეკეთი

 

35

25

უკრაინა

 

35

25

ურუგვაი

 

27

19

ფილიპინები

 

28

20

ფინეთი

ფინური მარკა

231

162

ფიჯი

აშშ დოლარი

27

-

ქუვეითი

ქუვეითური დინარი

8

6

ყაზახეთი

აშშ დოლარი

40

28

ყირგიზეთი

 

35

25

ჩადი

ფრანგული ფრანკი

262

83

ჩეხეთი

აშშ დოლარი

35

25

ჩილე

 

28

20

ჩინეთი

 

30

20

შვეიცარია

შვეიცარული ფრანკი

80

56

შვეცია

შვედური კრონა

310

220

შრი-ლანკა

შვეიცარული ფრანკი

49

34

ცენტრალური

აფრიკის

რესპუბლიკა

ფრანგული ფრანკი

287

201

 

ხორვატია

აშშ დოლარი

44

31

ჰონდურასი

 

31

-

 

X) გვადელუპა, მარტინიკა, ახალი კალედონია, ტანტი და სხვა

 

სახელმწიფო კანცელარიის უფროსი                                                        პ. მამრაძე

 

 

დანართი №4

 

ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთათვის დღიური ნორმების დანამატის შესახებ

 

 

მუშაკთა თანამდებობრივი დღიური ნორმების

დღიური ნორმების

დანამატის ოდენობა

პროცენტობით

საქართველოს პრეზიდენტი

60

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი,

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე,

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,

საქართველოს მინისტრი, გენერალური პროკურორი,

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე,

საქართველოს სახალხო დამცველი

 

50

საქართველოს მინისტრის პირველი

 მოადგილე - სახელმწიფო კანცელარიის უროსი,

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე,

პრეზიდენტის თანაშემწე, საპარლამენტო მდივანი,

ქ. თბილისის მერი, პრეზიდენტის სახელმწიფო

რწმუნებული მხარეში, საქართველოს მინისტრის

პირველი მოადგილე, ქვეყნის უსაფრთხოების

პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების

მოწესრიგების საკითხებში პრეზიდენტის

წარმომადგენელი - მიმართულების

ხელმძღვანელი, საქართველოს კონტროლის პალატის

თავმჯდომარის პრიველი მოადგილე, გენერალური

პროკურორის პირველი მოადგილე, საქართველოს

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,

 ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, უზენაესი

 სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე,

 საქართველოს მინისტრის მოადგილე, საქართველოს

პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, ეროვნული

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის

უფლებათა დაცვის საქმეში, სახელმწიფო კანცელარიის

უფროსის მოადგილე, ქ.თბილისის ვიცე-მერი,

მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის

პირველი მოადგილე, სახელმწიფო სამსახურის

ბიუროს უფროსი, სახელმწიფო კანცელარიის

სამსახურის უფროსი, სახელმწიფო კანცელარიის

ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიის

გაერთიანებული აპარატის უფროსი, გენერალური

პროკურორის მოადგილე, კონტროლის პალატის

თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო

მრჩეველი, სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე,

ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი, სახელმწიფო

დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, სახელმწიფო

ინსპექციის უფროსი, ტელერადიოკორპორაციის

თავმჯდომარე, ქ. თბილისის ვიცე-მერი

იუსტიციის საბჭოს მდივანი,

დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა

სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე, სახელმწიფო

უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კონტროლის

პალატის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალური

პროკურორის მოადგილე, საქართველოს ცენტრალური

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი,

სააუდიტორო საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარე,

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის

მოადგილე, უზენანსი სასამართლოს თავმჯდომარის

მოადგილე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

40

საქართველოს მინისტრის მოადგილე,

სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსის

მოადგილე, სახელმწიფო კანცელარიის

სამსახურის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო

კანცელარიის განყოფილების უფროსი,

სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

პირველი მოადგილე, ქ. თბილისის

მუნიციპალიტეტის პრემიერის პირველი

მოადგილე, ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის

პირველი მოადგილე, სახელმწიფო ინსპექციის

უფროსის პირველი მოადგილე, საგადასახადო

ინსპექციის, საბაჟო, რკინიგზის, საჰაერო,

საავტომობილო დეპარტამენტების უფროსები.

სახელმწიფო მინისტრის სამდივნოს უფროსი,

ეკონომიკური საბჭოს სამდივნოს უფროსი,

სახელმწიფო კანცელარიის განყოფილების

უფროსის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის

საპარლამენტო მდივნის მოადგილე,სახელმწიფო

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე,

სახელმწიფო ინსპექციის უფროსის მოადგილე,

 ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე,

 სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი,

 საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურ რეესტრში

 რეგისტრირებული სახელმწიფო საქვეუწყებო

 დაწესებულებათა უფროსები, დსთ-სა და

 მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო

 ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე, სახელმწიფო

 დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

 მოადგილე, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის

 უფროსის მოადგილე, ანტმონოპოლიური სამსახურის

 უფროსის I მოადგილე, საკონსტიტუციო სასამართლოს

 მდივანი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი,

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, საერთო

 სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნვეყოფის

დეპარტამენტის თავმჯდომარე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

35

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი

 

50

სამთავრობო დელეგაციის წევრები

30

სამთავრობო ვიზიტის მოსამზადებელი

სამუშაო ჯგუფის წევრები

 

20

 

 შენიშვნები:

 

 1. სამთავრობო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება გამოვიდნენ საქართველოს სახელით.

 2. მუშაკებს უფლება აქვთ მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი.

 3. მუშაკებს, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ დღიური ნორმის დანამატი, მივლინების დროს მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდებათ პირველი კლასის ტარიფით.

 

 სახელმწიფო კანცელარიის უფროსი                                                                 პ. მამრაძე