დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის N220 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 292 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/07/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 10/07/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №292
2000 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის N220 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა მუშაკების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან სათანადო შეთანხმების შემდეგ“.
2. მე-5 პუნქტი გადაკეთდეს მე-6 პუნქტად.
3. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულების №4 დანართში „ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთათვის დღიური ნორმების დანამატების შესახებ“ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის დღიური ნორმების დანამატები
| მუშაკთა თანამდებობრივი დასახელება | დღიური ნორმის დანამატის ოდენობა პროცენტობით |
| – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი |
|
| – საქართველოს მთავრობის წევრი |
|
| – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე |
|
| – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე | 40 |
| – გენერალური პროკურორი |
|
| – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
|
| – საქართველოს სახალხო დამცველი |
|
| – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
|
| – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი |
|
| – სახელმწიფო მინისტრის მოადგილე |
|
| – საქართველოს მინისტრის მოადგილე |
|
| – საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე |
|
| – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული |
|
| – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე |
|
| – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი | 35 |
| – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე |
|
| – გენერალური პროკურორის მოადგილე |
|
| – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე |
|
| – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე |
|
| – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე |
|
| – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
|
| ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი |
|
| – იუსტიციის საბჭოს მდივანი |
|
| – ქ.თბილისის მერი | 35 |
| – სახელმწიფო ინსპექციის უფროსი |
|
| – ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრი |
|
| – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე |
|
| – პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო კანცელარიის დამოუკიდებელი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი |
|
| – უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე |
|
| – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერი |
|
| – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
|
| – სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი |
|
| – პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი |
|
| – ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარე | 30 |
| – სააუდიტორო საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარე |
|
| – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი |
|
| – უზენაესი სასამართლოს წევრი |
|
| – საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი |
|
| – საგადასახადო ინსპექციის, საბაჟო, საჰაერო და საავტომობილო დეპარტამენტების უფროსები |
|
| – ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი |
|
| – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი |
|
| – სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი | 40 |
| – სამთავრობო დელეგაციის წევრი | 30 |
შენიშვნები:
1. სამთავრობო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება გამოვიდნენ საქართველოს სახელით.
2. მუშაკებს უფლება აქვთ მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი.
პ. მამრაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები