ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

  • Word
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016066
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
30/ნ
25/02/2011
ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
430210000.22.022.016066
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (02/03/2011 - 29/08/2011)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №30/ნ

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ფ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი” დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების საფასური” დანართი №2-ის შესაბამისად.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 0 წლის 15 მარტის19/ნ ბრძანება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი

დანართი №1

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს

გრიფის მინიჭების წეს

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდეგში სკოლა) სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების პროცესს (შემდეგში გრიფირება), რომლის მიზანია წარმოდგენილი სკოლის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების სერიის შესაბამისობის დადგენა ეროვნულ სასწავლო გეგმას თან, მისი შეფასება და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  საავტორო უფლების მფლობელი ფიზიკური პირი ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირი;

ბ) ავტორი/ავტორთა ჯგუფი (შემდეგში ავტორი) ნებისმიერი ფიზიკური პირი/პირები, რომლის/ რომელთა ინტელექტუალურ- შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა საკონკურსოდ წარმოდგენილი სახელმძღვანელო/სერია ;

 გ) სკოლის სახელმძღვანელო (შემდეგში სახელმძღვანელო) ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის მიხედვით შედგენილი სასწავლო გამოცემა, რომელიც განკუთვნილია ამავე საგნობრივი პროგრამის სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად . სახელმძღვანელოს სახეებია: ან მასწავლებლის წიგნი, ან მასწავლებლის წიგნი და მოსწავლის წიგნი, ან მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი და მოსწავლის რვეული ან მასწავლებლის წიგნი და მოსწავლის რვეული, ან მასწავლებლის წიგნი CD-სთან ერთად, ან მასწავლებლის წიგნი CD-სთან ერთად და მოსწავლის წიგნი, ან მასწავლებლის წიგნი CD-სთან ერთად, მოსწავლის წიგნი და მოსწავლის რვეული ან მასწავლებლის წიგნი CD-სთან ერთად და მოსწავლის რვეული ;

დ) სახელმძღვანელოების სერია (შემდგომში სერია) ზოგადი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში ერთ სა და იმავე კონცეფციაზე აგებული ერთი საგნის სახელმძღვანელოების ნაკრები ყველა იმ კლასის/დონის საგნისათვის, რომლისთვისაც არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი პროგრამა;

 ე) სახელმძღვანელოს/სერიის შემფასებელი (შემდგომში შემფასებელი) – სპეციალისტი, რომელიც აფასებს გრიფირებისას წარმოდგენილ სახელმძღვანელოს/სერიას წინამდებარე წესით განსაზღვრული კრიტერიუმების ან/და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით ;

ვ) მასწავლებლის წიგნი სახელმძღვანელო ან სახელმძღვანელოს ნაწილი განკუთვნილი მასწავლებლისათვის კონკრეტული საგნობრივი პროგრამის სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისათვის მეთოდური ხასიათის მითითებებით;

ზ) მოსწავლის რვეული სახელმძღვანელოს ნაწილი კონკრეტული საგნობრივი პროგრამის დაძლევის ხელშესაწყობად გამიზნული სავარჯიშოების და მითითებების კრებული, დამხმარე სახელმძღვანელო მოსწავლის მიერ სხვადასხვა აქტივობებისა და დავალებების შესასრულებლად;

თ) მოსწავლის წიგნი სახელმძღვანელოს ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მოსწავლისათვის კონკრეტული საგნობრივი პროგრამის დაძლევის ხელშესაწყობად;

ი) საგნობრივი პროგრამა – ეროვნულ სასწავლო გეგმით კონკრეტული საგნისთვის დადგენილი სავალდებულო სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია კონკრეტული საგნის სწავლების კონცეფცია, მიზნები და ამოცანები, აგრეთვე ის ცოდნა, უნარ-ჩვევები და ღირებულებები, რომლებიც უნდა შეიძინოს მოსწავლემ თითოეული კლასის/დონის დასრულებისას;

 კ) სასწავლო გამოცემა სწავლისა და სწავლებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის შემცველი, გამოყენებითი ხასიათის გამოცემა;

 ლ) სახელმძღვანელოს/სერიის ჯამური ქულა „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებისა” (დანართი №1) და „სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრების” (დანართი №1) ცალკეული ფორმის მიხედვით ერთი შემფასებლის მიერ მინიჭებული ქულების ჯამი;

 მ) სახელმძღვანელოს საბოლოო ქულა თითოეული შემფასებლის მიერ სახელმძღვანელოსთვის მინიჭებული ჯამური ქულების საშუალო არითმეტიკული;

 ნ) სერიის ჯამური შეფასებები – სერიაში შემავალი თითოეული სახელმძღვანელოს საბოლოო ქულების ჯამი ცალკეული ფორმის მიხედვით (დანართი №1);

 ო) სერიის საბოლოო შეფასება სერიის ჯამური შეფასებების ჯამი (დანართი№1);

 პ) კონკურსანტი ფიზიკური პირი ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდეგში სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს” (შემდ გში – ცენტრი) წარუდგენს განაცხადს სახელმძღვანელოსათვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების მოთხოვნით.

მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტი

1. გრიფირებისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით დაუშვებელია:

ა) კონკურსანტი იყოს ცენტრის, სამინისტროს ან მისი სისტემის თანამშრომელი ან ამ თანამშრომლის ნათესავი, გარდა საგანმანათლებლო, მათ შორის, პროფესიული საგა­ნ­მანათ­ლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლისა ან მისი ნათესავის და გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმძღვანელოს გამოცემა ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამინისტროს ან/და ცენტრის მიერ, ამასთან, არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე;

ბ) შემფასებელი იყოს საკონკურსოდ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს ავტორთან/საავტორო უფლების მფლობელთან ნათესაურ ან ისეთ კავშირში, რამაც შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად ზეგავლენა მოახდინოს კონკურსის შედეგებზე.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:

) პირდაპირი ხაზის (აღმავალი, დამავალი) ნათესავი;

) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და მათი პირდაპირი ხაზის (აღმავალი, დამავალი) ნათესავები;

) აღმავალი და დამავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა და მათი შვილები;

) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

3. ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნისას მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე განაცხადონ ამის შესახებ. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) შემფასებლის აცილება;

ბ) შემფასებლის თვითაცილების დადასტურება;

გ) შემფასებლის დასკვნის გაუქმება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელო/სერია შეფასებისათვის გადაეცემა სხვა შემფასებელს, ხოლო თუ გრიფირების შეუფერხებელი მიმდინარეობის მიზნებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას განმეორებითი შეფასების განსახორციელებლად არ რჩება საკმარისი დრო, ამ შემფასებლის შეფასება არ მიიღება მხედველობაში.

თავი II. სახელმძღვანელოს გრიფირება

    მუხლი 4. სახელმძღვანელოს გრიფირების დაწყება

1. გრიფირების დაწყების თაობაზე საჯაროდ, ცენტრის ვებგვერდსა და ბეჭდვით მედიაში აცხადებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. გრიფირებისათვის განაცხადების რეგისტრაციისა და გრიფირების თითოეული ეტაპის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 5. სახელმძღვანელოს გრიფირების ეტაპები

1. სახელმძღვანელოს გრიფირება შედგება სამი ეტაპისაგან:

ა) ეტაპი I განაცხადების მიღება-გადარჩევა;

ბ) ეტაპი II სახელმძღვანელოს/სერიის შეფასება;

გ) ეტაპი III გრიფის მინიჭება-გამოქვეყნება.

2. განაცხადების მიღება-გადარჩევის ეტაპი იწყება გრიფირების გამოცხადების დღიდან და სრულდება შემოსული სახელმძღვანელოების/სერიებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საგნობრივი ჯგუფისათვის (შემდგომში საგნობრივი ჯგუფი) გადაცემის დღეს. ამ დროის განმავლობაში ცენტრი იღებს განაცხადებს და მათი გადარჩევის შედეგად განსაზღვრავს იმ განაცხადთა ნუსხას, რომელთა მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და თანდართული მასალები აკმაყოფილებს წინამდებარე წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. იმ კონკურსანტებს, რომელთა განაცხადები ვერ მოხვდა შერჩეულ განაცხადებს შორის, ხარვეზის შესავსებად განესაზღვრებათ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ უნდა წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ დადგენილ ვადაში არ იქნა ხარვეზი შევსებული, ცენტრი უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ, რომლითაც კონკურსანტი კარგავს გრიფირების შემდგომ ეტაპებში მონაწილეობის უფლებას.

3. სახელმძღვანელოს/სერიის შეფასების ეტაპის დასაწყისად განისაზღვრება სახელმძღვანელოების/ სერიების ცენტრის საგნობრივი ჯგუფებისთვის შესაფასებლად გადაცემის დღე, რა დროიდანაც თითოეული შემფასებელი იწყებს მისთვის გადაცემული მასალის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენას და ობიექტურ შეფასებას. ამავე ეტაპზე გამოითვლება ჯამური და საბოლოო შეფასებები, რომელთა საფუძველზეც დგინდება სახელმძღვანელოების/სერიების რანჟირებული ნუსხა, რომელიც წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდეგში მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ შემთანხმებელ კომისიას (შემდეგში – შემთანხმებელი კომისია).

4. გრიფის მინიჭება-გამოქვეყნების ეტაპი იწყება ცენტრის საგნობრივი ჯგუფების მიერ შეფასებების შესახებ დასკვნების შემთანხმებელი კომისიისათვის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენის დღეს და სრულდება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების შესახებ” ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემისა და მისი საჯაროდ გამოქვეყნების დღეს.

5. გრიფირება შეიძლება გამოცხადდეს როგორც სახელმძღვანელოზე, ასევე სერიაზე, ასევე, სახლემძღვანელოს ცალკეულ სახეებზე საგნებისა და კლასების/დონეების მიხედვით.

    მუხლი 6. განაცხადების მიღება-გადარჩევა

1. გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა ცენტრს უნდა წარუდგინოს:

 ა) განაცხადი (სათანადოდ შევსებული), რომლის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი;

 ბ) სახელმძღვანელოს/სერიის ანკეტა (სათანადოდ შევსებული), რომლის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი;

 გ) სახელმძღვანელოს/სერიის სრული, ფერადი ვერსიის ერთი ბეჭდური და ერთი ელექტრონული (ჩააწერილი CD/DVD-writer-ზე, PDF ფორმატში) ეგზემპლარი, იმ ფორმით, რა ფორმითაც კონკურსანტს წარმოუდგენია მისი დაბეჭდვა გრიფის მინიჭების შემთხვევაში; შვიდი შავ-თეთრი ნაბეჭდი ეგზემპლარი, იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან ავტორის იდენტიფიცირება და შვიდი ელექტრონული ვერსია (ჩაწერილი CD/DVD-writer-ზე, PDF ფორმატში) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან ავტორის იდენტიფიცირება;

 დ) სახელმძღვანელო ერთი სრული ელექტრონული რედაქტირებადი ვერსია, რომლის ტექნიკურ პარამეტრებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი;

 ე) სახელმძღვანელოს ავტორის პროფესიული ბიოგრაფია (CV);

 ვ) ავტორის ან საავტორო უფლების მფლობელის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ასევე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 ზ) საავტორო უფლების მფლობელის შემთხვევაში – წარმოდგენილ სახელმძღვანელოზე საავტორო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;

 თ) სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების განაცხადის საფასურის ცენტრის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 ი) თანხმობები:

 ი.ა) გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, ცენტრისათვის მისი გამოყენების უფლებით ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით გადაცემაზე;

ი.ბ) გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის შემთანხმებელი კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციის „გამორჩეულად საუკეთესო” საფუძველზე გრიფის მინიჭების შემთხვევაში ცენტრისათვის მისი გამოყენების უფლებით განსაკუთრებული ლიცენზიით ავტორობის გადაცემაზე, ანაზღაურების სანაცვლოდ;

ი.გ) სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, მასწავლებლის წიგნი საჩუქრად გადასცეს შესაბამისი საგნის კლასის ყველა იმ მასწავლებელს, რომლიც მას სახელმძღვანელოდ იყენებს სასწავლო პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახლმძღვანელო წარმოდგენილია მხოლოდ მასწავლებლის წიგნით.

2. გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა ამ მუხლით დადგენილი დოკუმენტაციისა, სავალდებულოა განაცხადი ერთდროულად აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) წარმოდგენილი თითოეული სახელმძღვანელო განკუთვნილი უნდა იყოს საგნის ერთი კლასისთვის/დონისთვის;

ბ) წარმოდგენილი სერია განკუთვნილი უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთი საგნისთვის, საფეხურის ფარგლებში;

გ) სერიის წარმოდგენის შემთხვევაში გრიფის მინიჭებისთვის დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებს სერიის თითოეული სახელმძღვანელო;

დ) განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმძღვანელოს ავტორის ან საავტორო უფლების მფლობელის მიერ.

3. კონკურსანტს უფლება აქვს წერილობითი განცხადების საფუძველზე, განაცხადის მისაღებად განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე გამოიტანოს თავისი განაცხადი ან/და შეცვალოს იგი. განაცხადზე წარმოების შეწყვეტისას კონკურსანტს გადახდილი საფასური უკან დაუბრუნდება.

4. კონკურსანტს, ამ მუხლის შესაბამისად, განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ეძლევა ცნობა, რომელშიც მიეთითება განაცხადის ცენტრში მიღების თარიღი, განაცხადის ცენტრში რეგისტრაციის რიგითი ნომერი და ცენტრში განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები.

    მუხლი 7. საგნობრივი ჯგუფი

1. საგნობრივი ჯგუფი შედგება სახელმძღვანელოს/სერიის შემფასებლებისაგან. მის შემადგენლობას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.

2. ინფორმაცია გრიფის მისანიჭებლად წარდგენილი კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის შემფასებლებ ის ვინაობის შესახებ ანონიმურია ყველასთვის, გარდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალოდ მონაწილე პირებისა .

3 . თითოეულ შემფასებელს შესაფასებლად გადაეცემა სახელმძღვანელოს/ სახელმძღვანელოების/ სერიის/სერიების შავ-თეთრი ეგზემპლარი საავტორო უფლების მფლობელის ან ავტორის იდენტიფიცირების გამომრიცხველი ფორმითა და აღნიშვნებით. იგი მას აფასებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.

4. შემფასებლის უფლებები და მოვალეობები (მათ შორის, შეფასებისას იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სამუშაო შეასრულოს კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადაში) განისაზღვრება ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

    მუხლი 8. სახელმძღვანელოს/სერიის შეფასება

1. სახელმძღვანელო/სერია ფასდება „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებითა” (დანართი №1) და „სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრებით” (დანართი №1), რაზეც შემფასებლის მიერ ივსება შესაბამისი ფორმები.

2. თითოეული სახელმძღვანელო ფასდება დამოუკიდებლად.

3. სახელმძღვანელომ/სერიის თითოეულმა სახელმძღვანელომ გრიფის მისანიჭებლად სავალდებულოდ უნდა გადალახოს დანართი №1-ის შეფასების თითოეული ფორმისათვის დადგენილი მაქსიმალური ჯამური ქულების 90% ან მეტი და დანართი №1-ის შეფასების ფორმისათვის დადგენილი მაქსიმალური ჯამური ქულების 50% ან მეტი.

4. გრიფირებისათვის წარმოდგენილი მოსწავლის წიგნი ან/და მოსწავლის რვეული ფასდება „სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრების” შეფასების ფორმის მიხედვით, რომლისათვის დადგენილი ქულობრივი ბარიერის გადაულახავობის შემთხვევაში განაცხადი კარგავს გრიფირების მე-3 ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას და აღარ შეფასდება „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების” მიხედვით.

5 . თითოეული სახელმძღვანელო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმოდგენილია მხოლოდ მასწავლებლის წიგნი ან მასწავლებლის წიგნი С D-ით) ფასდება „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების” შეფასების ფორმა №1-ის მიხედვით.

6. თუ შემფასებელი რომელიმე სახელმძღვანელოს „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების” შეფასების ფორმა №1-ის 1.1, 1.4, 2.7 კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც მიანიჭებს 0 ქულას, მაშინ სახელძღვანელოსთვის ამ შემფასებლის მიერ დაწერილი ქულები სხვა კრიტერიუმებში ნულდება, შესაბამისად, ამ შემფასებლის მიერ სახელმძღვანელოსთვის მინიჭებული ჯამური ქულა არის 0.

7 . თუ წარმოდგენილი რომელიმე სახელმძღვანელო წარმოდგენილია მხოლოდ მასწავლებლის წიგნით, ან მასწავლებლის წიგნი С D-ით , იგი ფასდება „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების” შეფასების ფორმა №2 – ის მიხედვით.

8. თუ შემფასებელი მხოლოდ მასწავლებლის წიგნით წარმოდგენილ სახელმძღვანელოს შეფასების „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების” ფორმა №2-ის 8.1, 8.4, 9.4 კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც მიანიჭებს 0 ქულას, მაშინ სახელძღვანელოსთვის ამ შემფასებლის მიერ დაწერილი ქულები სხვა კრიტერიუმებში ნულდება, შესაბამისად, ამ შემფასებლის მიერ სახელმძღვანელოსთვის მინიჭებული ჯამური ქულა არის 0.

9. სერიის კონცეპტუალური ერთიანობა ფასდება „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების” ფორმა №3-ით.

10. სახელმძღვანელო არ შეფასდება და ეთიშება გრიფირებას იმ შემთხვევაში, თუ:

  ა) არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მონაწილეობის პირობებს და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია;

ბ) მისი შინაარსი, დიზაინი ან სხვა რაიმე ნიშანი შეიცავს დისკრიმინაციულ ან/და დისკრედიტაციულ ელემენტებს (ენა, ეროვნება, სქესი, ეთნიკური და სოციალური კუთვნილება და სხვ ).

    მუხლი 9. გრიფის მინიჭება-გამოქვეყნება

1. სახელმძღვანელოების/სერიების ჯამურ ქულებზე დაყრდნობით საგნობრივი ჯგუფები გამოითვლიან თითოეული მათგანის საბოლოო ქულას, ასევე, სერიის ჯამურ და საბოლოო შეფასებებს და ადგენენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც განსაზღვრავს იმ სახელმძღვანელოთა ჩამონათვალს, რომლებმაც გადალახა ყველა ფორმისათვის დადგენილი ქულობრივი ბარიერი და შესაძლებელია მიენიჭოთ გრიფი.

2. საგნობრივი ჯგუფები დასკვნებს შესათანხმებლად წარუდგენენ შემთანხმებელ კომისიას.

3. შემთანხმებელი კომისიის შემადგენლობას და მუშაობის წესს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. შემთანხმებელი კომისიის ვალდებულებებია:

ა) განიხილოს საგნობრივი ჯგუფების დასკვნები, შეამოწმოს თითოეული საგნის მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოთა/სერიის საბოლოო ქულის სისწორე, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მათი შეფასების შესახებ, მათ შორის, იხილოს ცალკეული შემფასებლების შეფასებები და სახელმძღვანელოები;

ბ) იმსჯელოს დასკვნებისა და შეფასებების შესაბამისობაზე წინამდებარე წესის მოთხოვნებთან;

გ) გასცეს თანხმობა კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიისათვის გრიფის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

 5. შემთანხმებელი კომისია უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფების წარდგინებით, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიიღოს გადაწყვეტილება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ შექმნილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის, ამ წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების გავლის გარეშე, გრიფის მინიჭების შესახებ, რაც ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. სახელმძღვანელოს/სერიისათვის გრიფის მინიჭების შესახებ შემთანხმებელი კომისიის თანხმობის საფუძველზე, ცენტრის დირექტორი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმძღვანელოს/სერიას ანიჭებს გრიფს.

7. ცენტრი „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების შესახებ” ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემამდე მის ვებგვერდზე აქვეყნებს ამ აქტი პროექტს. თუ შემფასებელი თვლის, რომ სასურველია განხორციელდეს კონკრეტული სახელმძღვანელოს გარკვეული კორექტურა, ცენტრი ვალდებულია კონკურსანტს მისცეს რეკომენდაციები, ხოლო ამ უკანასკნელმა არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა ასახოს ისინი და შესწორებული სახელმძღვანელოს/სერიის ელექტრონული ვერსია ამ წესის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 10. ცენტრის უფლებებები და ვალდებულებები

ცენტრს უფლება აქვს:

ა) განუხილველად დატოვოს განაცხადი, თუკი იგი არ აკმაყოფილებს წინამდებარე წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს;

 ბ) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, საავტორო უფლების მფლობელის მიერ ჩვეულებრივი ლიცენზიის ან განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით გადაცემული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს გამოყენების უფლება გადასცეს ჩვეულებრივი ან განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ( ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს საავტორო უფლების მფლობელისთვის დაინტერესებული პირის მიერ ჰონორარის სახით გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ტირაჟის ღირებულების 10% გადახდას);

გ) მოსთხოვოს საავტორო უფლების მფლობელ სახელმძღვანელოს/სერიის ელექტრონული ვერსიის შესაბამის ფორმაში წარმოდგენა;

დ) შეასრულოს წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

 2. ცენტრი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საავტორო უფლების მფლობელის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/ სერიის მიუკერძოებლად შეფასება;

ბ) შეაფასოს წარმოდგენილი სახელმძღვანელო/სერია მხოლოდ სახელმძღვანელოს/სერიის ამ წესით დადგენილი შეფასების ფორმების შესაბამისად.

    მუხლი 11. საავტორო უფლების მფლობელის უფლებები და ვალდებულებები

1. საავტორო უფლების მფლობელს უფლება აქვს:

ა) გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა ამ წესის თანახმად დაწესებული ანონიმური ინფორმაციისა და იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი/ შიდასისტემური ხასიათის სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

 ბ) ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირისაგან მოითხოვოს ჰონორარის სახით გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ტირაჟის ღირებულების 10%;

) სხვა ენაზე/ენებზე თარგმნოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია იმ შემთხვევაში, თუ ნათარგმნი სახელმძღვანელოს/სერიის გამოყენება იგეგმება საქართველოს სკოლებში. ნათარგმნი სახელმძღვანელო/სერია წარედგინება ცენტრს შესამოწმებლად;

) მასწავლებლის წიგნზე განათავსოს საცნობარო ინფორმაცია მხოლოდ ამავე საგნობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სასწავლო მასალის რეკომენდაციის შესახებ ;

) მოსწავლის წიგნსა და რვეულზე განათავსოს საცნობარო ინფორმაცია მხოლოდ მოცემული საგნისა და კლასისათვის ამავე საავტორო უფლების მფლობელის/ავტორის მიერ მომზადებული დამხმარე სასწავლო მასალის რეკომენდაციის შესახებ.

2. საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია:

ა) მოსწავლის წიგნსა და მოსწავლის რვეულში არ განათ ვსოს რაიმე სახის სოციალური და კომერციული რეკლამა;

ბ) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია გამოყენების უფლებით ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით გადასცეს ცენტრს;

 გ) გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის შემთანხმებელი კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციის „გამორჩეულად საუკეთესო” საფუძველზე გრიფის მინიჭების შემთხვევაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით გადასცეს ცენტრს;

) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში არსებითი შინაარსობრივი ცვლილების შეტანის საკითხი წესრიგდება ლიცენზიის ხელშეკრულებით.

    მუხლი 12. გრიფის მოქმედების ვადა

კონკრეტული კლასის სახელმძღვანელოების/სერიის გრიფის მოქმედების ვადა განისაზღვრება 6 წლით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იცვლება ამ კლასის/საფეხურის შესაბამისი საგნის/საგნების სასწავლო გეგმა, რაც უკვე მინიჭებული გრიფის გაუქმების საფუძველია.

    მუხლი 13. დავა და გასაჩივრების წესი

გრიფირებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სადა ო საკითხები წყდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.

 

 

 

 

 


დანართი №1

სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ფორმა №1. გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოს შინაარსის შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმები ფასდება ქულებით, სადაც 0 არის ყველაზე დაბალი შეფასება, ხოლო 3 – ყველაზე მაღალი .

 

სახელმძღვანელოს კოდი: --------------------------

შემფასებლის კოდი: ---------------------------

    მუხლი 1. კომპონენტი – ზოგადი შეფასება

 

 

კრიტერიუმი

ქულა

0/1/2/3

კომენტარი

1.1

სახელმძღვანელო შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმი მოთხოვნებს და ხელს უწყობს მოცემული კლასის/საფეხურის საგნობრივი პროგრამის ყველა მიმართულები შედეგების მიღწევას

 

 

1.2

სახელმძღვანელო ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღწერილ მეთოდიკურ ორიენტირებს და გამჭოლ პრიორიტეტებს

 

 

1.3

სახელმძღვანელო ხელს უწყობს მრავალმხრივი შეხედულებებისა და ყველა დონის სააზროვნო უნარების განვითარებას

 

 

1.4

სახელმძღვანელო ხელს უწყობს იმ ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშია წარმოდგენილი

 

 

ჯამი:

 შემაჯამებელი კომენტარი:

    მუხლი 2. კომპონენტი – ინფორმაციის მიწოდების ხარისხი

 

 

კრიტერიუმი

ქულა

0/1/2/3

კომენტარი

2.1

სახელმძღვანელო დაწერილია თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით

 

 

2.2

სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუქციები (მაგ., დავალების/სავარჯიშოს/ექსპერიმენტის პირობა და ა.შ.) მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და თანმიმდევრულია

 

 

2.3

მოსწავლის წიგნი დაწერილია ასაკისთვის შესაფერისი, ადვილად გასაგები ენით; ზომიერად არის შეთავაზებული ახალი ტერმინები, დარგობრივი ლექსიკა

 

 

2.4

სახელმძღვანელოში სასწავლო მასალა ეფუძნება/უკავშირდება მოსწავლის ცოდნას, გამოცდილებას

 

 

2.5

სახელმძღვანელოში სათანადო ყურადღება ეთმობა ნასწავლის (საკითხის, ტერმინის, ცნების ) გამეორებასა და განმტკიცებას

 

 

2.6

სახელმძღვანელოში საკვანძო საკითხები მუშავდება მრავალმხრივად და საფუძვლიანად; იგი ხელს უწყობს მოსწავლის ეტაპობრივად მისვლას ახალი ცნების, წესის, პროცედურის დაუფლებამდე

 

 

2.7

სახელმძღვანელოში ტერმინების/ცნებების განმარტებები, ასევე მოვლენების, პროცესების აღწერილობანი შინაარსობრივად გამართულია; ინფორმაცია, ფაქტები სანდოა

 

 

2.8

სახელმძღვანელოს შინაარსი შეესაბამება მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს

 

 

2.9

 თვალსაჩინოება (მაგ., სქემები, დიაგრამები, ცხრილები, რუკები, ილუსტრაციები თანმხლები წარწერებით, აუდიომასალა, სანოტო ტექსტები) ხელს უწყობს შინაარსის გაგება-გაცნობიერებას

 

 

2.10

სახელმძღვანელოს საჭიროებისამებრ ახლავს გამართული საცნობარო / საძიებო აპარატი (მაგალითად: სარჩევი, ლექსიკონი, სქოლიო)

 

 

2.11

 სახელმძღვანელოში ნათლად არის გამოკვეთილი, თუ რა საგანმანათლებლო მიზანს/მიზნებს ემსახურება შერჩეული მასალა

 

 

2.12

სახელმძღვანელოს სტრუქტურა ხელს უწყობს შინაარსში ორიენტირებას; იგი თანმიმდევრულია, სტრუქტურული ელემენტები უნიფიცირებულია

 

 

2.13

სახელმძღვანელოში მოცემული დავალებები განხილული მასალის ადეკვატურია და მოიცავს საკმარის ინფორმაციას და რესურსებს იმისათვის, რომ მოსწავლემ დავალება ხარისხიანად შეასრულოს

 

 

2.14

სახელმძღვანელო მოსწავლეს თავს არ ახვევს ავტორისეულ დამოკიდებულებებს

 

 

2.15

სახელმძღვანელოში არ არის ბეჭდვითი შეცდომები

 

 

 

2.16

ტექსტი და შესაბამისი ილუსტრაციები მოქცეულია ერთ მხედველობით არეში

 

 

ჯამი:

შემაჯამებელი კომენტარი:

 

    მუხლი 3. კომპონენტი – მოსწავლის გააზრებული მუშაობა

 

 

კრიტერიუმი

ქულა

0/1/2/3

კომენტარი

3.1

სახელმძღვანელო ხელს უწყობს აქტიურ სწავლას (სწავლას აღმოჩენით, კეთებით, თანამშრომლობით, კვლევით, პრობლემის გადაჭრით) და, შესაბამისად, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას

 

 

3.2

სახელმძღვანელოში ყურადღება ეთმობა სასწავლო მასალის ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებას და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას

 

 

3.3

სახელმძღვანელოში მოცემული აქტივობები ხელს უწყობს მრავალმხრივი უნარ-ჩვევების განვითარებას და საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მიიღოს მრავალფეროვანი სასწავლო გამოცდილება

 

 

3.4

სახელმძღვანელო ითვალისწინებს ინფორმაციის სხვადასხვა გზით მოპოვებისა და ორგანიზების შესაძლებლობას; იგი იძლევა ინფორმაციის მრავალმხრივი შეფასებისა და ინტერპრეტირების საშუალებას

 

 

 

3.5

სახელმძღვანელო ეხმარება მოსწავლეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებაში

 

 

ჯამი:

შემაჯამებელი კომენტარი:

 

    მუხლი 4. კომპონენტი – მოსწავლის მოტივაცია

 

 

კრიტერიუმი

ქულა

0/1/2/3

კომენტარი

4.1

სახელმძღვანელოს შინაარსი (მაგ., ტექსტები, ილუსტრაციები, რუკები, აუდიომასალა, აქტივობები) ითვალისწინებს მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებს

 

 

4.2

სახელმძღვანელო ხელს უწყობს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაზრდას, უბიძგებს მას მეტი მუშაობისაკენ, ცოდნის შეძენისა და თვითგანვითარებისაკენ

 

 

4.3

სახელმძღვანელოში მოცემული სხვადასხვა სირთულის მრავალფეროვანი ტექსტები და აქტივობები

 

 

4.4

სახელმძღვანელო ხელს უწყობს სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე მოსწავლეთა ჩართვას სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი (ინდივიდუალური და ჯგუფური) შინაარსისა და მიზნების მქონე აქტივობების გზით

 

 

ჯამი:

შემაჯამებელი კომენტარი:

    მუხლი 5. კომპონენტი – უკუკავშირი

 

 

კრიტერიუმი

ქულა

0/1/2/3

კომენტარი

5.1

სახელმძღვანელოში შემოთავაზებულია აქტივობები, რომლებიც იძლევა მოსწავლის მრავალმხრივი შეფასების (მათ შორის, თვითშეფასების) საშუალებას

 

 

5.2

სახელმძღვანელო აკმაყოფილებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს განმსაზღვრელ შეფასებასთან დაკავშირებით

 

 

 

ჯამი:

შემაჯამებელი კომენტარი:

    მუხლი 6. კომპონენტი – დამატებითი კრიტერიუმები მასწავლებლის წიგნისათვის

 

 

კრიტერიუმი

ქულა

0/1/2/3

კომენტარი

6.1

მასწავლებლის წიგნი მოიცავს ტიპური აქტივობებისა და გაკვეთილების სცენარების ნიმუშებს და რეკომენდაციებს

 

 

6.2

მასწავლებლის წიგნში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მიზნები და მოსალოდნელი შედეგები სახელმძღვანელოს თითოეული კომპონენტისათვის (მაგ., თავი, პარაგრაფი, გაკვეთილი და სხვა სტრუქტურული ერთეული)

 

 

6.3

მასწავლებლის წიგნში მოცემულია რეკომენდაციები განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ხერხის (მათ შორის, თვითშეფასების) გამოყენების შესახებ

 

 

6.4

მასწავლებლის წიგნში მოცემულია დამატებითი რესურსების ნუსხა, ასევე რეკომენდაციები სასწავლო პროცესში მათი გამოყენების შესახებ

 

 

6.5

მასწავლებლის წიგნში მოცემულია პასუხები მოსწავლეთათვის განკუთვნილ კითხვებზე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში – მასწავლებელთათვის განკუთვნილი რჩევები და განმარტებები

 

 

6.6

 მასწავლებლის წიგნი ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას

 

 

ჯამი:

შემაჯამებელი კომენტარი:

    მუხლი 7. სახელმძღვანელოს ჯამური ქულა

 

 

კომპონენტი

ქულა

7.1

 ზოგადი შეფასება

 

 

7.2

 ინფორმაციის მიწოდების ხარისხი

 

 

7.3

 მოსწავლის გააზრებული მუშაობა

 

 

7.4

 მოსწავლის მოტივაცია

 

 

7.5

 უკუკავშირი

 

 

7.6

დამატებითი კრიტერიუმები მასწავლებლის წიგნისათვის

 

 

სახელმძღვანელოს ჯამური ქულა:

 

შემფასებლის სახელი, გვარი ------------------------------- ხელმოწერა-------------------------------

შეფასების თარიღი: „––––” ––––––––––––––––. 201––– წელი

 

შეფასების ფორმა №2. გრიფირებისათვის მასწავლებლის წიგნით წარმოდგენილი სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმები ფასდება ქულებით, სადაც 0 არის ყველაზე დაბალი შეფასება, ხოლო 3 – ყველაზე მაღალი

 

სახელმძღვანელოს კოდი: -----------------------------

შემფასებლის კოდი: -----------------------------------

    მუხლი 8. კომპონენტი –ზოგადი შეფასება

 

 

კრიტერიუმი

ქულა

0/1/2/3

კომენტარი

8.1.

სახელმძღვანელო შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმი მოთხოვნებს და ხელს უწყობს მოცემული კლასის/საფეხურის საგნობრივი პროგრამის ყველა მიმართულები შედეგების მიღწევა

 

 

8.2.

სახელმძღვანელო ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღწერილ მეთოდიკურ ორიენტირებსა და გამჭოლ პრიორიტეტებს

 

 

8.3.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს მრავალმხრივი შეხედულებებისა და ყველა დონის სააზროვნო უნარების განვითარებას

 

 

8.4.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს იმ ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშია წარმოდგენილი

 

 

ჯამი

შემაჯამებელი კომენტარი

    მუხლი 9. კომპონენტი – ინფორმაციის მიწოდების ხარისხი

 

 

კრიტერიუმი

ქულა 0/1/2/3

 

9.1

სახელმძღვანელო დაწერილია თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით

 

 

9.2

სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუქციები (მაგ., დავალების/სავარჯიშოს/ექსპერიმენტის პირობა და ა.შ.) მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და თანმიმდევრულია

 

 

9.3

სახელმძღვანელოში სასწავლო მასალა ეფუძნება/უკავშირდება მოსწავლის ცოდნას, გამოცდილებას

 

 

9.4

სახელმძღვანელოში ტერმინების/ცნებების განმარტებები, მოვლენების, პროცესების აღწერილობის შინაარსობრივად გამართულია; ინფორმაცია, ფაქტები სანდოა

 

 

9.5

სახელმძღვანელოს საჭიროებისამებრ ახლავს გამართული საცნობარო / საძიებო აპარატი (მაგალითად: სარჩევი, ლექსიკონი, სქოლიო)

 

 

9.6

სახელმძღვანელოს სტრუქტურა ხელს უწყობს შინაარსში ორიენტირებას; იგი თანმიმდევრულია, სტრუქტურული ელემენტები უნიფიცირებულია

 

 

9.7

სახელმძღვანელო მოსწავლეს თავს არ ახვევს ავტორისეულ დამოკიდებულებებს

 

 

9.8

სახელმძღვანელოში არ არის ბეჭდვითი შეცდომები

 

 

9.9

მასწავლებლის წიგნი მოიცავს ტიპური აქტივობებისა და გაკვეთილების სცენარების ნიმუშებს და რეკომენდაციებს

 

 

9.10

მასწავლებლის წიგნში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მოსალოდნელი შედეგები სახელმძღვანელოს თითოეული კომპონენტისათვის (მაგ.: თავი, პარაგრაფი, გაკვეთილი და სხვა სტრუქტურული ერთეული)

 

 

9.11

მასწავლებლის წიგნში მოცემულია დამატებითი რესურსების ნუსხა, ასევე რეკომენდაციები სასწავლო პროცესში მათი გამოყენების შესახებ

 

 

9.12

მასწავლებლის წიგნში მოცემულია პასუხები მოსწავლეთათვის განკუთვნილ კითხვებზე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელთათვის განკუთვნილი რჩევები და განმარტებები

 

 

9.13

მასწავლებლის წიგნი ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას

 

 

ჯამი:

 

 

შემაჯამებელი კომენტარი:

    მუხლი 10. კომპონენტი – მოსწავლის გააზრებული მუშაობა

 

 

კრიტერიუმი

ქულა 0/1/2/3

კომენტარი

10.1

სახელმძღვანელო ხელს უწყობს აქტიურ სწავლას (სწავლას აღმოჩენით, კეთებით, თანამშრომლობით, კვლევით, პრობლემის გადაჭრით) და, შესაბამისად, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას

 

 

10.2

სახელმძღვანელოში ყურადღება ეთმობა სასწავლო მასალის ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებას და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას

 

 

10.3

სახელმძღვანელოში მოცემული აქტივობები ხელს უწყობს მრავალმხრივი უნარ-ჩვევების განვითარებას და საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მიიღოს მრავალფეროვანი სასწავლო გამოცდილება

 

 

ჯამი:

 

 

შემაჯამებელი კომენტარი:

    მუხლი 11. კომპონენტი – მოსწავლის მოტივაცია

 

 

კრიტერიუმი

ქულა

0/1/2/3

კომენტარი

11.1

სახელმძღვანელოს შინაარსი (მაგ., ტექსტები, ილუსტრაციები, რუკები, აუდიომასალა, აქტივობები) ითვალისწინებს მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებს

 

 

11.2

სახელმძღვანელო ხელს უწყობს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაზრდას, უბიძგებს მას მეტი მუშაობისაკენ, ცოდნის შეძენისა და თვითგანვითარებისაკენ

 

 

11.3

სახელმძღვანელოში მოცემული სხვადასხვა სირთულის, მრავალფეროვანშინაარსისა და მიზნების მქონე აქტივობებ

 

 

11.4

სახელმძღვანელოში მოცემულია აქტივობები როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობისათვის

 

 

ჯამი:

შემაჯამებელი კომენტარი:

მუხლი 12. კომპონენტი – უკუკავშირი

 

 

კრიტერიუმი

ქულა

0/1/2/3

კომენტარი

12.1

სახელმძღვანელოში შემოთავაზებულია აქტივობები, რომლებიც იძლევა მოსწავლის მრავალმხრივი შეფასების (მათ შორის, თვითშეფასების) საშუალებას.

 

 

12.2

მასწავლებლის წიგნში მოცემულია რეკომენდაციები განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ხერხის (მათ შორის, თვითშეფასების) გამოყენების შესახებ.

 

 

ჯამი:

შემაჯამებელი კომენტარი:

    მუხლი 13. ჯამური ქულები კომპონენტების მიხედვით

 

 

კომპონენტები

ქულა

13.1

 ზოგადი შეფასება

 

 

13.2

 ინფორმაციის მიწოდების ხარისხი

 

 

13.3

 მოსწავლის გააზრებული მუშაობა

 

 

13.4

 მოსწავლის მოტივაცია

 

 

13.5

 უკუკავშირი

 

 

 

ჯამური ქულა:

 

 

 

 

შეფასების ფორმა №3. გრიფირებისათვის წარმოდგენილი სერიის კონცეპტუალური ერთიანობის კრიტერიუმები

კრიტერიუმები ფასდება ქულებით, სადაც 0 არის ყველაზე დაბალი შეფასება, ხოლო 3 – ყველაზე მაღალი

 სერიის კოდი-------------------------

 შემფასებლის კოდი ---------------------

    მუხლი 14. სერიის კონცეპტუალური ერთიანობა

 

 

კრიტერიუმები

ქულა

0/1/2/3

კომენტარი

14.1

სახელმძღვანელოს ყდის დიზაინი ისეა გააზრებული, რომ ადვილად ამოსაცნობია სერია

 

 

14.2

სახელმძღვანელოების სტრუქტურა თანმიმდევრულია, სტრუქტურული ელემენტები მსგავსია

 

 

 

14.3

წარმოდგენილ სერიაში ყოველი მომდევნო კლასის წიგნი ეფუძნება და ავითარებს წინას

 

 

ჯამური ქულა:

 

 

შემფასებლის სახელი, გვარი ------------------------------- ხელმოწერა-------------------------------

 

შეფასების თარიღი: „––––” ––––––––––––––––. 201––– წელი

დანართი №1

სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრები

შეფასების ფორმა №1. გრიფირებისათვის მოსწავლის წიგნისა და რვეულის მაკეტის ტექნიკური პარამეტრების შეფასების კრიტერიუმები

სახელმძღვანელოს კოდი:----------------

შემფასებლის კოდი: ---------------

მუხლი1. კომპონენტი – სტანდარტიზებული ფორმატი

 

 

 

I კლასი

II კლასი

III კლასი

IVკლასი

V კლასი

VI კლასი

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

1.1

სტანდარტიზებული ფორმატი – (მოსწავლის წიგნისთვის არანაკლებ B5-ისა და არა უმეტეს

A4-ისა;

მოსწავლის რვეულისთვის არანაკლებ A5-ისა და არა უმეტეს A4-ისა.)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქულები კლასების მიხედვით:

 

 

 

 

 

 

    მუხლი 2. კომპონენტი – ტექსტის აღქმის ხარისხი:

 

 

 

I კლასი

II კლასი

III კლასი

IVკლასი

V კლასი

VI კლასი

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

2.1

 ძირითადი ტექსტის სტრიქონის სიგრძე არა უმეტეს 15 სმ-ისა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.2

შიდა მინდვრის მინიმალური ზომაა 2 სმ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.3

სახელმძღვანელოში მოსწავლის ასაკის შესაბამისადაა შერჩეული ტექსტის მოცულობა და შრიფტის ზომა, წინადადებების განლაგება, დაცულია თანაფარდობა ილუსტრაციებსა და ტექსტს შორის. დატოვებულია ცარიელი სივრცე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქულების ჯამი კლასების მიხედვით:

 

 

 

 

 

 

    მუხლი 3. კომპონენტი – კეგელის (შრიფტის) ზომა პუნქტებში (ძირითადი ტექსტისათვის)

 

 

 

I კლასი

ნორმა

18–20 (საანბანო)

16–18 (ანბანის შემდგომი)

II კლასი

ნორმა

14–16

III კლასი

ნორმა

12–16.

IV კლასი

ნორმა

12

V კლასი

ნორმა

11,5-12

VI კლასი

ნორმა

11,5-12

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

3.1

კეგელის (შრიფტის) ზომა პუნქტებში (ძირითადი ტექსტისათვის)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქულები კლასების მიხედვით:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    მუხლი 4. კომპონენტი – ინტერლინიაჟის ზომა

 

 

 

I კლასი

ნორმა

25 (საანბანო)

24 (ანბანის შემდგომი)

II კლასი

ნორმა

20

III კლასი

ნორმა

18

IV კლასი

ნორმა

12

V კლასი

ნორმა

15

VI კლასი

ნორმა

15

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

4.1

ინტერლინიაჟის (მანძილი სტრიქონებს შორის ) ზომა პუნქტებში (ძირითადი ტექსტისათვის)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქულები კლასების მიხედვით:

 

 

 

 

 

 

 

    მუხლი 5. კომპონენტი – ტექსტის სვეტებად განაწილება

 

 

 

I

II

III

IV

V

VI

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

5.1

დაწყებით საფეხურზე დაუშვებელია ძირითადი ტექსტის სვეტებად დაყოფა. აკმაყოფილებს მოცემულ მოთხოვნას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქულები კლასების მიხედვით:

 

 

 

 

 

 

 

    მუხლი 6. კომპონენტი – მანძილი სიტყვებს შორის

 

 

 

I კლასი

II კლასი

III კლასი

IV კლასი

V კლასი

VI კლასი

 

 

I

II

III

IV

V

VI

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

6.1

 ავტომატურია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქულები კლასების მიხედვით:

 

 

 

 

 

 

 

 

 მუხლი 7. კომპონენტი – ერთ სახელმძღვანელოში გამოსაყენებელი შრიფტები

 

 

 

I

II

III

IV

V

VI

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

7.1

დაუშვებელია მხატვრული და მთავრული შრიფტების გამოყენება ძირითად, დამატებით და ილუსტრაციების ტექსტებში. სახელმძღვანელო აკმაყოფილებს მოცემულ მოთხოვნას

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქულები კლასების მიხედვით:

 

 

 

 

 

 

    მუხლი 8. კომპონენტი – სავარჯიშოები

 

 

 

I

II

III

IV

V

VI

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

დიახ

1

არა

0

 8.1

მოსწავლის წიგნში არ უნდა იყოს მოსწავლისათვის განკუთვნილი ნებისმიერი სავარჯიშო, აქტივობა თუ ტესტი, რომელიც მოითხოვს სახელმძღვანლოში რაიმეს ჩაწერას / ჩახატვას / ჩახაზვას. მოსწავლის წიგნი აკმაყოფილებს მოცემულ მოთხოვნას

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქულები კლასების მიხედვით:

 

 

 

 

 

 

    მუხლი 9. სახელმძღვანელოს ჯამური ქულა ტექნიკური პარამეტრების ფორმა №1-სთვის

 

კომპონენტები

I

II

III

IV

V

VI

9.1. სტანდარტიზებული ფორმატი

 

 

 

 

 

 

9.2. ტექსტის აღქმის ხარისხი

 

 

 

 

 

 

9.3. კეგელის (შრიფტის) ზომა პუნქტებში (ძირითადი ტექსტისათვის)

 

 

 

 

 

 

9.4. ინტერლინიაჟის ზომა

 

 

 

 

 

 

9.5. ტექსტის სვეტებად განაწილება

 

 

 

 

 

 

9.6. მანძილი სიტყვებს შორის

 

 

 

 

 

 

9.7. ერთ სახელმძღვანელოში გამოსაყენებელი შრიფტები

 

 

 

 

 

 

9.8. სავარჯიშოები

 

 

 

 

 

 

9.9. ჯამური ქულები

 

 

 

 

 

 

შემფასებლის სახელი, გვარი ------------------------------- ხელმოწერა-------------------------------

შეფასების თარიღი: „––––” ––––––––––––––––. 201––– წელი

 

დანართი №1

სერიის შემაჯამებელი ფორმა

სერიის კოდი: -------------------------

სერიის მაკეტის საბოლოო შეფასება

 

 

სერიის საბოლოო შეფასებები :

I

II

III

IV

V

VI

სერიის ჯამური შეფასებები

1.1

სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკურ პარამეტრებში

(ფორმა №1-ის მიხედვით)

 

 

 

 

 

 

 

1.2

სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებში (ფორმა №1-ის მიხედვით ან ფორმა №2-ის მიხედვით, თუ სახელმძღვანელო მხოლოდ მასწავლებლის წიგნი CD-სთან ერთად ან მის გარეშე)

 

 

 

 

 

 

 

1.3

სერიის კონცეპტუალურ ერთიანობაში

 

 

 

1.4

სერიის საბოლოო შეფასება

 

 

შემფასებლის სახელი, გვარი ------------------------------- ხელმოწერა-------------------------------

 

შეფასების თარიღი: „––––” ––––––––––––––––. 201––– წელი

 

 


დანართი №2

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს

გრიფის მინიჭების საფასური

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების საფასური არის კონკურსანტის მიერ სახელმძღვანელოს გრიფირებაში მონაწილეობისათვის გადასახდელი თანხა.

1. მასწავლებლის წიგნი გრიფის მინიჭების საფასურია 100 ლარი;

2. მასწავლებლის წიგნის CD-სთან ერთად გრიფის მინიჭების საფასურია 100 ლარი;

3. მასწავლებლის წიგნის და მოსწავლის წიგნი გრიფის მინიჭების საფასურია 500 ლარი;

4. მასწავლებლის წიგნის, მოსწავლის წიგნის და მოსწავლის რვეული გრიფის მინიჭების საფასურია 500 ლარი;

5. მასწავლებლის წიგნის და მოსწავლის რვეულის გრიფის მინიჭების საფასურია 500 ლარი;

6. მასწავლებლის წიგნი CD-სთან ერთად და მოსწავლის წიგნი გრიფის მინიჭების საფასურია 500 ლარი;

7.  მასწავლებლის წიგნი CD-სთან ერთად, მოსწავლის წიგნის და მოსწავლის რვეული გრიფის მინიჭების საფასურია 500 ლარი;

8.  მასწავლებლის წიგნის CD-სთან ერთად და მოსწავლის რვეულის გრიფის მინიჭების საფასურია 500 ლარი .