დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 141/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 17/07/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/02/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016407 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1 41/ნ
2012 წლის 1 7 ივლისი
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის“ (დანართი №1) (ვებგვერდი, 250211, 25. 02.2011 სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016066) მე-9 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5 1 . ცენტრი ან სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, რომელიმე კონკრეტული საგნის სასკოლო სახელმძღვანელოს არარსებობის ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში), სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შექმნას, მათ შორის, შემოსავლის მიღების მიზნით, სასკოლო სახელმძღვანელო, რომელიც წარედგინება შემთანხმებელ კომისიას გრიფის მისანიჭებლად. ასეთ სახელმძღვანელოებზე საავტორო – პირადი არაქონებრივი და ქონებრივი – უფლებები ეკუთვნის ცენტრს. შემთანხმებელი კომისია გადაწყვეტილებას ცალკეული სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ იღებს ამ წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების გავლისა და საფასურის გადახდის გარეშე, რაც ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე
დოკუმენტის კომენტარები