დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 147/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/08/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110829019, 30/08/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/02/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016184 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №147/ნ
2011 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 250211, 25/02/2011) დამტკიცებულ ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „51” პუნქტი:
„51. შემთანხმებელი კომისია უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დებულების” მე-3 მუხლის „ზ” პუნქტის შესაბამისად ამავე ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება, ამ წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების გავლისა და საფასურის გარეშე სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ, რაც ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დოკუმენტის კომენტარები