დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/01/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 120111, 12/01/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 200250000.10.003.016171 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/01/2011 - 15/02/2011)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №11
2011 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
მუხლი 2
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილება (სსმ III, 2008 წელი, №99, მუხლი 1095).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის , თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს თავისუფალი ზონის (შემდგომში – თზ) შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის გაანგარიშების, გარანტიის სახეობის განსაზღვრისა და წარდგენის წესს, თზ-ის შექმნის პირობებსა და ფუნქციონირების წესს, თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის მიმართ თზ-ის პერიმეტრზე არსებულ შესასვლელებსა და გამოსასვლელებში განთავსებულ პორტალში გადაადგილებული საქონლის, აგრეთვე თზ-ში არსებული საქონლის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის (შემდგომში – სახელმწიფო კონტროლი) ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესებს, თზ-ში მოთავსებული საქონლის აღრიცხვის წესებს, საქონლის მიღების ჟურნალისა და საქონლის გაცემის ჟურნალის ფორმებს (შემდგომში – ჟურნალები), მათი შევსებისა და შენახვის წესებს, მოთავსებული საქონლის აღრიცხვაზე ვალდებული პირების – საქონლის მომთავსებლის (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო) მოვალეობებსა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი II
გარანტია
მუხლი 3
1. თზ-ის ორგანიზატორს ევალება გარანტიის წარდგენა. გარანტიის ოდენობა განისაზღვრება წარდგენილი თზ-ის მოწყობის გეგმის შესაბამისად თზ-ის მიწის ნაკვეთის ფართობის ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე 5 ევროს ოდენობით, არა უმეტეს 2 000 000 ევროს ოდენობისა.
2. ამ მუხლში მითითებული გარანტია წარმოადგენს:
ა) „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან (შემდგომში – სამსახური) შეთანხმებული თზ-ის მოწყობის გეგმაში ასახული სახელმწიფო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის საშუალებას;
ბ) თზ-ის ფუნქციონირების პერიოდში შესაძლო წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას.
3. გარანტია უნდა მოქმედებდეს თზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში და წარმოდგენილ უნდა იქნეს არანაკლებ 3 წლის ვადით.
4. თზ-ის ორგანიზატორმა გარანტია უნდა წარადგინოს თზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვეში.
5. გარანტიის ვადის ყოველი შემდგომი გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასევე, არანაკლებ 3 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს თზ-ის სტატუსის მოქმედების დარჩენილი ვადისა) წარმოდგენილ უნდა იქნეს მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვამდე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან ახალი გარანტიის წარმოდგენამდე იკრძალება თზ-ში საქონლის შეტანა და თზ-დან საქონლის გატანა.
7. გარანტიის შესრულების (რეალიზაციის) შემდეგ არა უგვიანეს ერთი თვისა ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს გარანტიის პირველად ოდენობამდე შევსება.
8. ყოველ 10 წელიწადში გარანტიის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოდენობა შეიცვლება ინფლაციისა და ვალუტის კურსის ცვლილებების გათვალისწინებით.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული გარანტია წარედგინება სამსახურს.
მუხლი 4
გარანტიის სახეებია:
1. საბანკო გარანტია:
ა) რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა .ა ) გარანტის სრული დასახელება და იურიდიული მი სამართი ;
ა .ბ ) პრინციპალის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი , საიდენტიფიკაციო კოდი ;
ა .გ ) ბენეფიციარი ;
ა .დ ) გარანტიის ობიექტი და გარანტის ვალდებულება ;
ა .ე ) გარანტიის მოქმედების ტერიტორია ;
ა .ვ ) გარანტიის თანხა და გარანტიის მოქმედების პერიოდი ;
ა .ზ ) დადასტურებას , რომ გარანტი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას , ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფ ლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს ნებისმიერი თანხა ან თანხები , მაგრამ არა უმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თან ხისა , მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ;
ბ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში:
ბ.ა) სამსახური განიხილავს საბანკო გარანტიას ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ბ.ბ) საბანკო გარანტიის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სამსახური საბანკო გარანტიას უგზავნის საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახდენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებულ ასლს გადასცემს ორგანიზატორს.
2. დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში:
ა) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად დეპოზიტის გამოყენების შემთხვევაში ორგანიზატორი სათანადო თანხას შეიტანს სახელმწიფო ხაზინაში კომერციული ბანკის მეშვეობით ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე – დეპოზიტების საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე, რის შესახებაც სახელმწიფო ხაზინა სამსახურს მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას ერთდროულად ელექტრონული და წერილობითი ფორმით;
ბ) ორგანიზატორი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საგადახდო დავალებას, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით განსაზღვრული წესით;
გ) სახელმწიფო ხაზინაში ბიუჯეტის შემოსულობის ერთიან ანგარიშზე დეპოზიტის სახით კომერციული ბანკის მეშვეობით თანხის შეტანა შეიძლება როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით;
დ ) დეპოზიტზე ყოფნის დროს თანხაზე პროცენტის და რიცხვა , აგრეთვე თანხის ინდექსაცია არ ხდება ;
ე ) ინსტრუქციის მე -3 მუხლის მე -9 პუნქტის შემთხვევაში :
ე .ა ) საგადასახადო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის მიერ გაცემული ინფორმაციისა და ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების ურთიერთშედარებას . კერძოდ , ამოწმებს , თუ რამდენად შეესაბამება საგარანტიო თან ხა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით გაანგარიშებულ ოდე ნობას . შეუსაბამობის შემთხვევაში საგადახდო დავალება არ მიიღება ;
ე .ბ ) თანხის შემტანის მიერ თანხის განკარგვა ხორ ციელ დება სახელმწიფო ხაზინის შესაბამისი ანგარიშიდან . შესა ბა მისი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინი სათ ვის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია დეპოზიტზე თან ხის შემტანის მიერ მისი განკარგვა ;
ე .გ ) საგადახდო დავალების ამ ინსტრუქციით განსაზ ღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას მისი რეგის ტრაცია ხორციელდება იმ საგადასახადო ორგანოს მიერ , რომე ლიც განახორციელებს თზ -ის პერიმეტრზე განთავსებული პორ ტა ლის გავლით გადაადგილებული საქონლის ან /და სატრან სპორტო საშუალებების მიმართ სახელმწიფო კონტროლს .
მუხლი 5
გარანტია წარმოადგენს ინსტრუქციის დადგენილი მო თხოვ ნების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და თზ -ის ფუნქციონირების დაწყებისას ამ გარანტიის მიმართ ბენე ფიციარის სტატუსი გააჩნია სამსახურს .
თავი III
ტექნიკური , საორგანიზაციო და სხვა მოთხოვნები თზ -ის მოწყობისას
მუხლი 6
1. სავალდებულოა თზ -ს გააჩნდეს ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი , კაპიტალურად დამონტაჟებული მასალის არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის ღობე , გარდა იმ შემ თხვევისა , როდესაც პერიმეტრის გეოგრაფიული მდებარეობა (უშუ ალოდ ზღვის , მდინარის , ჭაობის , კლდის მომიჯნავედ არსებული პერიმეტრი ) შეუძლებელს ხდის ღობის აღმართვას , ან როდესაც არსებული პერიმეტრის მომიჯნავედ განთავსებულია ვიდეო თვალთვალის სისტემით აღჭურვილი 2 მ სიგანისა და სიღ რმის თხრილი . ღობეს მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება . ღობეზე ან შენობა -ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 200 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგ რებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამ კუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სან ტიმეტრისა ), რომელზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა იყოს წარწერა : „კონ ტროლის ზონა “ – „Control Zone“; ამასთან , ფირნიში დამზა დებული უნდა იყოს „მანათობელი “ საღებავის გამოყენებით .
2. თზ -ის ტერიტორიაზე არსებული მიწისზედა და მი წისქვეშა შენობა -ნაგებობები და სხვა ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა შესასვლელ -გამოსასვლელი პორტალებისა , ასევე წყალ მო მა რაგების , კავშირგაბმულობის ელექტრო და გაზმომარა გების კონსტრუქციებისა ) არ უნდა კვეთდეს თზ -ის ღობის ვერტიკა ლურ სიბრტყეს .
3. თზ -ში კანონმდებლობით დადგენილი წესით (თზ -ის ორგანიზატორის მიერ და მისივე ხარჯით ) მოეწყობა თზ -ში შე სასვლელები და გამოსასვლელები – პორტალები . პორტალე ბის მოწყობა , შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ტექნიკა -დანად გა რით აღჭურვა მოიცავს :
ა ) პორტალის ტერიტორიის , მასზე შენობა -ნაგებობების , სპეციალური ტექნიკის განთავსების პროექტის შეთანხმებას სამსახურთან ;
ბ ) სპეციალიზებული საავტომობილო და სხვა სახის (რაოდენობის , სიმძლავრის და ა .შ . განსაზღვრისთვის საჭირო ) სასწორის განთავსებას ;
გ ) საქონლის (მათ შორის , რადიაციული , იარაღის (ფეთ ქებადი მასალა ), ნარკოტიკული საშუალების ) მალულად გადაად გილების აღკვეთისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგი ლების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით სატრანსპორტო საშუალების გახსნის გარეშე საქონლის დათვალიერების , რადი ა ციული , იარაღის , ნარკოტიკულ საშუალებათა გამომვლენი სა შუალებების (რენტგენულ გამოსხივებაზე დამყარებული ) რაოდე ნობის , სიმძლავრის განსაზღვრას და პორტალის აღჭურვას . სპეცი ალურ საშუალებებში იგულისხმება , აგრეთვე სპეციალი ზებული კინოლოგიური მომსახურება ;
დ ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფასა და შე საბამისად აღჭურვას (სასწორი , გადმოტვირთვა -დატვირთვის სპეციალური ტექნიკა );
ე ) საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონულ ბა ზას თან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფას ;
ვ ) დეკლარაციის , აღრიცხვის მოწმობის შევსებას , გამო წერას , კონტროლის დაწესებას , მოხსნისთვის აუცილებელი კომ პიუტერული ტექნიკის , ქსელის არსებობას ;
ზ ) პორტალში გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექ ტრონული საშუალებით საგადასახადო ორგანოსათვის გადა ცემის ტექნიკური საშუალების არსებობას ;
თ ) ნებართვას დაქვემდებარებული საქონლის იდენტიფიცი რებისათვის აუცილებელი , თზ -ში საქმიანობის სავარაუდო გეგ მის მიხედვით შესაბამისი მასშტაბის ლაბორატორიის მოწყო ბას ;
ი ) სახელმწიფო სანიტარიულ -საკარანტინო , სახელმწიფო ვეტე რინარულ სასაზღვრო -საკარანტინო , სახელმწიფო ფიტოსა ნი ტა რიულ სასაზღვრო -საკარანტინო კონტროლის განხორციე ლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკა -დანად გარების რაოდენობის , სახეობის განსაზღვრასა და პორტალის აღჭურვას .
4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით განსაზღვრული , პორტალის მოწყობის პირობების და მოთხოვნების შემცირების ან გაზრდის უფლებამოსილება გააჩნია სამსახურს .
5. შესაძლებელია შეიცვალოს თზ -ის ფუნქციონირები სათვის დადგენილი პირობები , რის შესახებაც ერთი წლით ად რე ეცნობება ორგანიზატორს ფუნქციონირების ახალ პირობებ თან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით . ორგანიზატორის წინააღ მდეგობის შემთხვევაში სათანადო პასუხისმგებელი ორგანო თავად უზრუნველყოფს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვა ნას , ამისათვის საკმარისი ფუნქციონირების ვალდებულებების უზრუნველმყოფი გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციის საშუალებით .
თავი IV
თზ -ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი
მუხლი 7
1. საქართველოს მთავრობისათვის თზ -ის შექმნის ინიცია ტივით ორგანიზატორის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან ვი თარების სამინისტროსათვის (შემდგომში – სამი ნისტრო ) დას კვნის მომზადების მიზნით წარდგენილ განცხა დებას სამი ნის ტრო თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უგ ზავნის სამ სახურს .
2. თანდართული დოკუმენტაციის სახით წარდგენილი უნდა იქნეს ის ინფორმაცია , რაც საკმარისია სახელმწიფო კო ნ ტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო სრუ ლი ინფრასტრუქტურის ელემენტების , ტექნიკა -დანადგარების სახეობის , სიმძლავრის , უსაფრთხოების , რაოდენობის , განლა გების , დაპროექტების , სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის , ასევე სხვა პარამეტრების შესახებ სამსახურის მიერ მოთხოვ ნების განსაზღვრისათვის , აგრეთვე ვალდებულებას ფუნქციო ნირების დაწყების ვადის ფარგლებში ამ მოთხოვნების შესრუ ლების თაობაზე , ან მტკიცებულებებს , რომ დაკმაყოფილებულია თზ -ის შექმნისათვის სამსახურის მიერ განსაზღვრული მოთხოვ ნები .
3. იმ შემთხვევაში , როცა თზ -ისათვის განკუთვნილი ტერი ტორიის საზღვრების განლაგების მიხედვით ან /და ორგანი ზატორის სურვილით საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე პირის შესვლა , საქონლის ან /და სატრანსპორტო საშუალების შეტანა , ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან პირის გასვლა , საქონლის ან /და სატრანსპორტო საშუალების გატანა განხორციელდება უშუალოდ თზ -ისათვის განკუთვნილი ტერი ტორიიდან , აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია სა ნი ტარიულ -საკარანტინო , სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზ ღვრო -საკარანტინო , სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზ ღვრო -საკარანტინო , ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისო ბისა და ხარისხის ან /და სხვა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების , ტექნიკა -დანადგარების სახეობის , სიმძლავრის , უსაფრთხოების , რაოდენობის , განლაგების , დაპროექტების , სამუ შაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის , ასევე სხვა პარამეტრების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრისათვის .
4. ამ მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებში მოცემული ინფორ მაციის საფუძველზე თზ -ის შექმნისათვის საჭირო პირობების მომზადების მიზნით განცხადების რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმი ნისტრაციულ -სამართლებრივ აქტს , რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა .
5. სამსახურის უფროსს უფლება აქვს , ჯგუფის შემადგენ ლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი .
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე თზ -ის შექმნისათვის საჭირო პირო ბების განსაზღვრის თაობაზე ან განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქ ტის გამოცემის ვადაა განცხადების რეგისტრაციიდან 25 კალენ დარული დღე .
მუხლი 8
1. მე -7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გან ცხადების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სამუშაო ჯგუფი იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას . გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად .
2. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით , გარკვეუ ლი პერიოდულობით გამართოს ზეპირი მოსმენა . ზეპირი მოს მენის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ჯგუფის უფ როსი საკუთარი ინიციატივით , ან განმცხადებლის წერილო ბითი მოთხოვნის საფუძველზე .
3. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე სხდომის ხელმძღვანელი ვალდებულია , სხდომა გამოაცხადოს დახურუ ლად .
4. დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საჭიროებისას სამუშაო ჯგუფი მართავს ზეპირი მოსმენის სხდომას და გან მცხადებელთან შეთანხმებით განსაზღვრავს გონივრულ ვადას , რომლის ფარგლებშიც განმცხადებელი ვალდებულია , წარადგი ნოს ინფორმაცია . ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების სამსახურში რეგისტრაციიდან 10 კალენდარულ დღეს .
5. ამ მუხლის მე -4 პუნქტით დადგენილი წესით გან საზ ღვრული ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმით დადგენილ ვა დაში ინფორმაციის წარუდგენლობა არის თზ -ის შექმნისათვის სა ჭი რო პირობების განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდი ვი დუ ალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცე მის სა ფუძველი .
6. ამ მუხლში აღნიშნული წესით განსაზღვრული ვადის თაობაზე ეცნობება სამინისტროს .
მუხლი 9
თზ -ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადა წყვეტილებით უნდა განისაზღვროს თზ -ის ფუნქციონირების დაწყების ვადა , რომელიც მოიცავს თზ -ის შექმნის ამ ინსტრუქ ციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების , საქართველოს მთავრობის , საქართველოს მინისტრის სამართლებრივ აქტებში თზ -ის ფუნქციონირების დაწყებისათვის აუცილებელი ცვლილე ბისა და დამატებების მიღების , პორტალების შექმნის , შესაბა მისი კადრებით დაკომპლექტების , სახელმწიფო კონტროლის პრო ცედურების განხორციელების ტექნოლოგიური სქემის მომ ზადების ვადას .
მუხლი 10
1. თზ -ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადა წყვეტილებით განსაზღვრული ფუნქციონირების დაწყებამდე ორგა ნიზატორს უფლება აქვს , დაიწყოს შეზღუდული საქმია ნობა თზ -ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გა დაწყვე ტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ამ ინსტრუქციის მე -11 – მე -18 მუხლებით გათვალისწინებული წესით თზ -ის შესა ბა მი სობის დადასტურების გარეშე .
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული უფლების რეა ლიზაციისათვის ორგანიზატორი წერილობით მიმართავს საქარ თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თზ -ის შექ მნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შე სახებ ორ გა ნიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორ მებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტა ნის წინადადებით , აგრეთვე სამსახურს – თზ -ის ტერიტორიაზე სა ხელ მწიფო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქე მის შემუშავების თხოვნით .
3. ტექნოლოგიური სქემით განისაზღვრება : თზ -ში შესა ტანი ან /და თზ -დან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილები ; სასაქონლო ოპერაციის განხორ ციელების ადგილიდან თზ -ში ან პირიქით გადაადგილების წესი ; თზ -ის შესასვლელსა და გასასვლელში სახელმწიფო კონტრო ლის ქვეშ გადაადგილების დაწყებისა და დასრულებისათვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი და სა ხელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი .
4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია , ამ მუხლით განსაზღვრული წესით შემუშავებული ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კო დექ სით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის ნების მიერი ღონისძიება თზ -ის მთელ ტერიტორიაზე .
5. თზ -ის ფუნქციონირებამდე შეზღუდული საქმიანობის დაწყებისათვის უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები :
ა ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრა ციულ -სამართლებრივი აქტით ტექნოლოგიური სქემის დამტკი ცება ;
ბ ) ორგანიზატორის მიერ თზ -ის შესასვლელსა და გასას ვლელში სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყე ბისა და დასრულებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური სქე მით განსაზღვრული მინიმალური აღჭურვილობის დამონტაჟება და მისი სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფა ;
გ ) ამ ინსტრუქციის მე -6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე -3 პუნქტის „ე “, „ვ “ და „ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ;
დ) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის 10%-ის ოდენობით სამსახურისათვის წარდგენა;
ე) თზ-ის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
6. ორგანიზატორს უფლება აქვს, სამსახურისათვის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის 50%-ის ოდენობით წარდგენის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული საქმიანობის დაწყებისათვის დადგენილი აუცილებელი პირობებიდან არ შეასრულოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები.
7. ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული თზ-ის ფუნქციონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ შეტყობინების გამოცემამდე აკრძალულია თზ-ის ტერიტორიაზე შეტანილი საქონლის, ან/და ამ საქონლის გადამუშავებული საქონლის (მ.შ. ნარჩენის) თზ-ის ტერიტორიიდან გატანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხორციელდება თზ-ში შეტანილი საქონლის უკან დაბრუნების მიზნით გატანა, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, ან განადგურება ზედამხედველობის ქვეშ.
მუხლი 11
1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფუნქციონირების ვადის დაწყების ამოწურვამდე 20 კალენდარული დღით ადრე, ან ვადამდე ორგანიზატორის განცხადების საფუძველზე სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. იმ შემთხვევაში, როცა ჯგუფი იქმნება ორგანიზატორის განცხადების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა განცხადების სამსახურში რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.
2. სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ჯგუფის შემადგენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.
3. ჯგუფის ამოცანაა, დაადასტუროს ან უარყოს თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობა.
4. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს თზ-ის დათვალიერების თარიღს და აღნიშნულის შესახებ ატყობინებს ორგანიზატორს.
5. თზ-ის დათვალიერებისას დგება დათვალიერების შედეგების ამსახველი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი.
მუხლი 12
თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის მოთხოვნას ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის შესაბამის საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირების თაობაზე, ხოლო გარანტიის რეგისტრაციის მეორე სამუშაო დღეს ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის შეტყობინებას თზ-ის ფუნქციონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ.
მუხლი 13
1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის შემთხვევაში თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში ფიქსირდება ინფორმაცია ნაკლოვანებებისა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებათა შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამინისტროს უგზავნის სამსახური. სამსახურის მიერ გაგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას და ზეპირი მოსმენის გამართვის შემდგომ ადგენს დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას.
მუხლი 14
ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესით განსაზღვრული ვადის ფარგლებში თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისას ორგანიზატორი წერილობით ატყობინებს სამსახურსა და სამინისტროს.
მუხლი 15
ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესით განსაზღვრული ვადის ფარგლებში თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელ თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე ორგანიზატორის წერილობითი შეტყობინების მიუღებლობისას სამსახური აყენებს საკითხს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შესახებ.
მუხლი 16
1. ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლში აღნიშნული წერილობითი შეტყობინების სამსახურში რეგისტრაციიდან მეორე სამუშაო დღეს სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.
2. სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ჯგუფის შემადგენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.
3. ჯგუფის ამოცანაა, დაადასტუროს ან უარყოს თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა.
4. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს თზ-ის დათვალიერების თარიღს და ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ორგანიზატორს.
5. თზ-ის დათვალიერებისას დგება თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი.
მუხლი 17
თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის დადასტურების შემთხვევაში ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის მოთხოვნას ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ გარანტიის შესაბამის საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირების თაობაზე, ხოლო გარანტიის რეგისტრაციის მეორე სამუშაო დღეს ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის შეტყობინებას თზ-ის ფუნქციონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ.
მუხლი 18
იმ შემთხვევაში, როცა ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლში მითითებული დათვალიერების აქტით არ დადასტურდება თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა, სამსახური აყენებს საკითხს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შესახებ.
მუხლი 19
თზ-ის ფუნქციონირების ვადის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია, უზრუნველყოს თზ-ის ფუნქციონირების დაწყებამდე არსებული ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ყოფნა, ინფრასტრუქტურაში შემავალი ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების მიმდინარე, კაპიტალური რემონტი, შეცვლა, მათი განახლება.
მუხლი 20
ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობისას თზ-ის საწარმოების მომსახურების/ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, ორგანიზატორს ან თზ-ის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – თზ-ის სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა ინფრასტრუქტურაში შემავალი ელემენტების ან/და ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით მათი მიმდინარე, ან კაპიტალური რემონტის, ან შეცვლის თაობაზე. თზ-ის სააგენტო წერილობითი მოთხოვნის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს მოთხოვნის შესრულების გონივრულ ვადას და ატყობინებს ზემოაღნიშნულის შესახებ ორგანიზატორს.
თავი V
თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა და გარანტიიდან თანხის ჩამოჭრა
მუხლი 21
1. ამ მუხლის მიზნებისათვის თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობად ითვლება თზ-ის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პერიოდში ნებისმიერი წესის/პირობის დარღვევა (მათ შორის, ორგანიზატორის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია თზ-ის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის.
2. იმ პირობის/მოთხოვნის დარღვევისათვის, რომელზეც წარდგენილია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარანტია, გარანტიის შესრულების (რეალიზაციის) მოთხოვნას ან გარანტიიდან მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო ოდენობის ფულადი თანხის ჩამოჭრას ახორციელებს სამსახური.
3. ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლში მითითებული ვადის განმავლობაში მოთხოვნის შეუსრულებლობისას წერილობითი მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო ფულადი თანხის ოდენობა და გაუგზავნოს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინება გარანტიიდან ამ თანხის ჩამოჭრის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია, წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში გარანტს მოსთხოვოს თანხის ჩამოჭრა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფას გარანტიიდან ჩამოჭრილი ფულადი თანხის ფარგლებში ახორციელებს სააგენტო, ხოლო სააგენტოს მიერ მოთხოვნის შესრულების შემდგომ დაუხარჯავი ფულადი თანხის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს ორგანიზატორს.
5. გარანტიის თანხის ჩამოჭრიდან ერთი თვის ვადაში ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს გარანტიის თანხის შევსება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისას სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) მოთხოვნით.
6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება გარანტიიდან მოთხოვნილი თანხის მიღება, ორგანიზატორი ვალდებულია, წარმოადგინოს ახალი გარანტია ან უზრუნველყოს მოთხოვნილი თანხის დაფარვა ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) მოთხოვნით.
მუხლი 22
თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან/და თზ-ის ფუნქციონირების პერიოდში თუ სამსახური აღმოაჩენს, რომ თზ-ში განსხვავებული საქმიანობის დაწყების ან სხვა გარემოების გამო საჭიროა თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნებისაგან განსხვავებული მოთხოვნის დამატებით შესრულება, იგი ვალდებულია, ამის შესახებ გონივრულ ვადაში წერილობით აცნობოს თზ-ის ორგანიზატორს, ხოლო ამ უკანასკნელმა წერილის მიღებიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ ვადის განმავლობაში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი იძულების წესით შესრულება ხორციელდება ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მიხედვით.
თავი VI
საქონლის მიმართ სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესები
მუხლი 23
თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თზ-ის საზღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების, თზ-ში არსებული ან/და შენახული საქონლის კონტროლს ახორციელებს საგადასახადო ორგანო.
მუხლი 24
კონტროლი მოიცავს:
ა) თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თზ-ის საზღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ დოკუმენტების წარდგენასა და კამერალურ შემოწმებას; პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენას და დათვალიერებას;
ბ) თზ-ში არსებული ან/და შენახული საქონლის შესახებ დოკუმენტების წარდგენას და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, აგრეთვე საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას – ამ საქონლის დათვალიერებას;
გ) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობის შემოწმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 25
თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე განთავსებული პორტალის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას შეიმუშავებს სამსახური.
მუხლი 26
საქონლის მიმართ სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში „ASYCUDA“ (შემდგომში – სისტემა) გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის მეშვეობით, ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით რისკების მართვის სისტემის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ან საკუთარი ინიციატივით.
მუხლი 27
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რისკი – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის პოტენციური დარღვევის ალბათობა;
ბ) რისკის პროფილი – რისკების კრიტერიუმების ერთობლიობა, რომლის შინაარსი განისაზღვრება მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და განსაზღვრული კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირების საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული და შერჩევის დადგენილი კრიტერიუმების ფარგლებში;
გ) რისკის კრიტერიუმი – წინასწარ გარკვეული ნიშნით განსაზღვრული მონაცემი, რომლის თანხვედრა დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემებთან იძლევა სახელმწიფო კონტროლის გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და გამოიყენება რისკის აღმოსაფხვრელად;
დ) დერეფანი (მწვანე, ყვითელი, წითელი და ლურჯი) – სახელმწიფო კონტროლის ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო მოხელემ უნდა განახორციელოს დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის კრიტერიუმთან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში;
ე) შეტყობინება – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის დამატებით ელექტრონული სახით მიწოდებადი მითითება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიება უნდა განხორციელდეს რისკის პროფილის საფუძველზე დეკლარაციის შესაბამის დერეფანში განთავსების შემთხვევაში;
ვ) უფლებამოსილი პირი – სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი.
მუხლი 28
1. რისკის პროფილების შექმნა ხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ კომისიასთან შეთანხმებით. სამუშაო ჯგუფისა და კომისიის მუშაობის წესი, რისკის კრიტერიუმების შესაქმნელად წინასწარ გარკვეული ნიშნით განსაზღვრული მონაცემები წარმოადგენს სამსახურის საიდუმლო ინფორმაციას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. რისკის პროფილები იქმნება სისტემის მონაცემთა დამუშავების, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების შესახებ არსებული მასალების, საერთაშორისო კონვენციების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, რისკების მართვის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე. რისკის პროფილები იქმნება გარკვეული ვადით ან უვადოდ და წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. არსებული რისკის პროფილების შეცვლა ან გაუქმება გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე.
3. რისკის პროფილები მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 29
1. სისტემის მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებელ შემდეგ ღონისძიებებს:
ა) მწვანე დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის გაშვებას დეკლარაციაზე თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ბ) ყვითელი დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
გ) წითელი დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის დეკლარაციის, თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას;
დ) ლურჯი დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას და საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობის შემოწმებას.
2. დერეფნის განსაზღვრასთან ერთად სისტემის მეშვეობით ელექტრონული სახით ხდება შეტყობინების მიწოდება (სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილზე დათვალიერებისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევის გარდა), რომელშიც მიეთითება სახელმწიფო კონტროლის დამატებით გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ.
3. განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის დეკლარაციებით (გარდა იმ დეკლარირებული საქონლისა, რომლის დეკლარაციისათვის რისკის პროფილის საფუძველზე უკვე განისაზღვრა დერეფანი) დეკლარირებული საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას წითელი დერეფნის მსგავსად სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილზე. დათვალიერებისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევა ხორციელდება სისტემის მეშვეობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებელი კონფიდენციალურია და მტკიცდება ინსტრუქციის 28-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. დეკლარაციისათვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის შემდეგ სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს მოხელე ელექტრონულად იღებს შეტყობინებას.
6. სისტემის მეშვეობით დეკლარაციისათვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად რისკების მართვის სისტემის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, საქონლის დათვალიერება, აგრეთვე დოკუმენტების უტყუარობის გადამოწმება.
7. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა აისახოს ელექტრონულ სისტემაში საგადასახადო ორგანოს მოხელის მიერ. სისტემაში სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების შედეგების ასახვის წესი მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 30
საქონლის დათვალიერება ხორციელდება „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 31
იმ შემთხვევაში, როცა თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის მიზნით დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე განთავსებულ პორტალის ტერიტორიის გარდა სასაქონლო ოპერაციის განხორციელების სხვა ადგილებში, ამ პორტალის ტერიტორიაზე თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის კონტროლი ხორციელდება ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად.
მუხლი 32
საქონლის შენახვის ადგილის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობა და ამ მიზნით საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამისი განლაგება.
მუხლი 33
იმ შემთხვევაში, თუ თზ-ის ორგანიზატორი განაცხადებს, რომ თზ-ი გამოყენებული იქნება არსებითად მომსახურების გაწევის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, დაადგინოს ამ დადგენილების მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნებისაგან განსხვავებული უფრო გამარტივებული მოთხოვნები. თზ-ში არსებითად სხვა საქმიანობაზე გადასვლის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს თზ-ის ორგანიზატორს მოსთხოვოს, გონივრულ ვადაში დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები.
მუხლი 34
1. პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას თზ-ში, ვალდებულია, იქონიოს და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით აწარმოოს ჟურნალები, როდესაც მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ხდება საქონლის მიღება, შენახვა ან გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების რამდენიმე ადგილი თზ-ში, უფლებამოსილია ყოველი ადგილის მიხედვით გახსნას და აწარმოოს ცალ-ცალკე ჟურნალები ან თავისი შეხედულებისამებრ მხოლოდ რამდენიმე ადგილის მიხედვით გახსნას და აწარმოოს ცალ-ცალკე ჟურნალები, ხოლო დანარჩენი ადგილებისთვის გახსნას და აწარმოოს საერთო ჟურნალები.
2. თზ-ის საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების სხვადასხვა ადგილებს შორის, რომელთათვისაც ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით აღებულია ცალ-ცალკე ჟურნალები, საქონლის მიწოდებისას გამოიყენება ჟურნალების შევსების ამ ინსტრუქციის 36-ე მუხლით გათვალისწინებული წესები.
3. ინსტრუქციით დადგენილი წესით ჟურნალებში ქრონოლოგიური (დღეების მიხედვით) თანმიმდევრობით წარმოებული ჩანაწერები უნდა იძლეოდეს სრულ და ნათელ ინფორმაციას ზონაში რეგისტრირებული საწარმოს (შემდგომში – ზონის საწარმო) საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საქონლის მოძრაობის შესახებ.
4. პირები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია თზ-ში საქონლის მიღებასთან და მის გადაცემასთან (მაგ.: ტვირთების გადაზიდვების განმახორციელებელი, საშემნახველო/სასაწყობო მეურნეობის ორგანიზატორი პირები და სხვა), ასეთ საქონელზე საკუთრების უფლების მიღება/გადაცემის გარეშე, ვალდებულნი არიან, იქონიონ და აწარმოონ ჟურნალები საქონლის მიღების, შენახვის ან გადაცემის ადგილების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილი (ადგილები) არის მომსახურების გამწევი პირის მფლობელობაში არსებული სტაციონარული ობიექტები.
5. ჟურნალები მუდმივად უნდა ინახებოდეს და მათი შევსება უნდა ხორციელდებოდეს იმ ტერიტორიის ფარგლებში, სადაც ხდება საქონლის მიღება, შენახვა ან გაცემა. დაუშვებელია ჟურნალების ეკონომიკური საქმიანობის ადგილის გარდა სხვა ადგილას შენახვა.
6. დროის შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული და დახურული ყველა ჟურნალი მათი დახურვიდან 6 კალენდარული წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს თზ-ის ტერიტორიაზე ზონის საწარმოში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი რეგიონული ცენტრისათვის.
7. ზონის იმ საწარმოებმა, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებენ ელექტრონული სისტემების (კომპიუტერ(ებ)ის) მეშვეობით და/ან სურვილი აქვთ გამოიყენონ კომპიუტერი ჟურნალების წარმოებისათვის, ჟურნალების წარმოება უნდა განახორციელონ შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ელექტრონული (კომპიუტერული) ფორმების მეშვეობით, რომლის ჩატვირთვას გადამხდელის კომპიუტერში უზრუნველყოფს იმ რეგიონული ცენტრის შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომელი, სადაც გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. ამასთან, ზონის ასეთ საწარმოს კომპიუტერი უნდა ჰქონდეს და მისი მეშვეობით აწარმოოს ჟურნალები ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, ყველა იმ ადგილას, სადაც ხდება საქონლის მიღება, შენახვა ან მიწოდება. ასეთ ფორმებში შეტანილი ინფორმაციის რედაქტირება ბლოკირებულია. შეცდომით შეტანილი მონაცემის გასწორების შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ველში „შენიშვნა“. ასეთი გადამხდელები ვალდებულნი არიან, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყონ კომპიუტერულ ფორმებში შესაბამისი მონაცემების შეტანა და რეგიონული ცენტრის შესაბამისი უფლებამოსილი პირის (პირების) მოთხოვნის შემთხვევაში, ამობეჭდვა, ხელმოწერით დამოწმება და მისთვის გადაცემა.
მუხლი 35
1. საქონლის მიღების ჟურნალი (დანართი №1) წარმოადგენს ქაღალდის ყდაში ჩასმულ საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმების 100-ის ჯერადი ოდენობის ერთობლიობისაგან შემდგარ ზონარგაყრილ, დანომრილ, ზონის საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი რეგიონული ცენტრის პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ ხელმოწერილ და რეგიონული ცენტრის ბეჭედდასმულ ჟურნალს, სადაც ყდის გარე ზედაპირზე განთავსებულია ჟურნალის თავსართი.
2. საქონლის გაცემის ჟურნალი (დანართი №2) წარმოადგენს ქაღალდის ყდაში ჩასმულ საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმების 100-ის ჯერადი ოდენობის ერთობლიობისაგან შემდგარ ზონარგაყრილ, დანომრილ, ზონის საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი რეგიონული ცენტრის პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერილ და რეგიონული ცენტრის ბეჭედდასმულ ჟურნალს, სადაც ყდის გარე ზედაპირზე განთავსებულია ჟურნალის თავსართი.
3. ჟურნალები შეძენილ ან დამზადებულ უნდა იქნეს ზონის საწარმოს მიერ. ზონის საწარმო ვალდებულია, ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით აკინძული და ზონარგაყრილი, გვერდებდანომრილი და თავსართზე საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი (იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი) ჟურნალი (ჟურნალები) დასამოწმებლად მიიტანოს იმ რეგიონულ ცენტრში, სადაც გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.
4. თუ ჟურნალი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, რეგიონული ცენტრის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს მისი დამოწმება თავისი ხელმოწერითა და რეგიონული ცენტრის ბეჭდით. ჟურნალების დამოწმებისათვის აუცილებელია, რომ შევსებული იყოს ჟურნალის თავსართის ყველა რეკვიზიტი. დამოწმება წარმოებს ჟურნალის უკანა ყდის გარე გვერდზე ზონრის ბოლოების გადაბმის (კვანძის) ადგილას დაწებებულ კვადრატული ფორმის სუფთა ფურცელზე, რომელიც მთლიანად ფარავს კვანძის ბოლოებს და მჭიდროდ ეკვრის უკანა ყდას. დამოწმებისას ფურცელზე უნდა მიეთითოს შესაბამისი თარიღი. დამოწმების შემდეგ ჟურნალი უბრუნდება ზონის საწარმოს. რეგიონული ცენტრის მიერ ხდება თითოეული ჟურნალის რეგისტრაცია და მას ენიჭება ცალკე ნომერი.
მუხლი 36
1. ყოველი ახალი ჟურნალი უნდა გაიხსნას წინა შესაბამისი ჟურნალის სრულად შევსების შემდეგ.
2. საქონლის მიღების ან გაცემის სამეურნეო ოპერაციის დამთავრების შემდგომ ჟურნალების წარმოებისათვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, დღის ბოლომდე უზრუნველყოს შესაბამის ჟურნალში შესაბამისი სვეტების იმ უჯრების შევსება, რომელიც სავალდებულოა ამ მუხლის მე-4 ან/და მე-5 პუნქტების მიხედვით. როგორც საქონლის მიღების, ისე საქონლის გაცემის ჟურნალის წარმოებისას, ყოველი დღის მიხედვით არსებული სვეტის ყველაზე ქვედა ჩანაწერის ქვეშ არსებული სამი ცარიელი სტრიქონი უნდა გადაიხაზოს Z ფორმის ხაზებით და მის ქვეშ „შენიშვნის“ ველის უჯრაში ხელი მოაწეროს ჟურნალის წარმოებისათვის პასუხისმგებელმა პირმა. აღნიშნული ქმედებით ხდება დღის დახურვა.
3. ჟურნალის წარმოებისათვის პასუხისმგებელმა პირმა ჟურნალებში ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ხელმოწერისას ყოველთვის უნდა მიუთითოს მისი პირადი ნომერი და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ან შრომითი ხელშეკრულების ნომერი.
4. საქონლის მიღების ჟურნალის საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმის შევსება წარმოებს შემდეგნაირად:
ა) პირველი სვეტის უჯრაში მიეთითება საქონლის მიღების ოპერაციის ჟურნალში გატარების რიგითი ნომერი. მიღება მოიცავს საქონლის ფაქტობრივ გადაცემას (როგორც ამ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემის, ისე მის გარეშე) ზონის საწარმოს მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმის რომელიმე სვეტის შევსება მოითხოვს ერთზე მეტი უჯრის გამოყენებას, მეორე რიგითი ნომრის ჩაწერამდე, ჟურნალის წარმოებისათვის პასუხისმგებელი პირი რიგითი ნომრის ქვეშ პირველ სვეტში X ფორმით ხაზავს იმ უჯრებს, რომელთა გასწვრივ ჟურნალის სხვა სვეტების მიხედვით უჯრაში არსებობს ბოლო ჩანაწერი;
ბ) მე-2 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს ის თარიღი, რომელშიც ახდენს საქონლის მიღების ფაქტის ჟურნალში ასახვას. თარიღის აღნიშვნა ხორციელდება ციფრებით შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე და წელი;
გ) მე-3 სვეტში მიეთითება იმ დოკუმენტების დასახელება, რომელთა საფუძველზეც ხდება საქონლის მიღება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიღების დამადასტურებელ ერთ-ერთ ან ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს სასაქონლო დეკლარაცია ან სასაქონლო ზედნადები ან „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“. უჯრაში დამატებით უნდა მიეთითოს მათი ნომრები და/ან სერია. რაიმე მიზეზით გასული საქონლის ან მისი ნაწილის მობრუნების დროს, ამ სვეტის შესაბამის უჯრაში უნდა ჩაწეროს იმ დოკუმენტის დასახელება, რომლის საფუძველზეც მოხდა საქონლის გატანა, საქონლის გადაცემის თარიღი, საქონლის დასახელება და რაოდენობა, ხოლო ამ უჯრის გასწვრივ „შენიშვნის“ (მე-10) სვეტის უჯრაში უნდა მიუთითოს „საქონლის უკან დაბრუნება“;
დ) მე-4 სვეტში უნდა მიეთითოს მიღებული საქონლის დასახელება და ის მახასიათებლები, რომლებიც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც პირველადი დოკუმენტის მიხედვით ხდება რამდენიმე დასახელების ან ერთი და იგივე, ოღონდ სხვადასხვა მახასიათებლების მქონე საქონლის მიღება, ამ სვეტის თითოეულ უჯრაში უნდა ჩაიწეროს მხოლოდ ერთი საქონელი შესაბამისი მახასიათებლების აღწერით. ზონის ის საწარმოები, რომლებიც თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (მაგ., საშემნახველო საკნები, ტვირთების გადაზიდვით დაკავებული საწარმოები და ა.შ.) დროებით მფლობელობაში (და არა საკუთრებაში) იღებენ შეფუთულ საქონელს, რომლის მესაკუთრეთა მიმართ განსახორციელებელი მომსახურების გაწევის საფასური საზოგადოდ განისაზღვრება საქონლის წონით და/ან ადგილით (მოცულობით), ამ სვეტს ავსებენ საქონლის იმ მახასიათებლის მიხედვით, რომელიც მოცემულია ტვირთის თანამდევ დოკუმენტაციაში. აღნიშნული ტიპის გადამხდელების მიერ ტვირთის თანამდევ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით ხდება ამ ფორმის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 სვეტების შევსება;
ე) მე-5 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს საქონლის მიღებამდე საქონლის მფლობელის ან მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ვ) მე-6 სვეტის („ზომის ერთეული“) უჯრაში უნდა მიეთითოს მე-4 სვეტის შესაბამის უჯრაში მითითებული საქონლის ზომის ერთეული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით;
ზ) მე-7 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს მიღებული საქონლის რაოდენობა შესაბამის ზომით ერთეულებში;
თ) მე-8 სვეტის („ერთეულის ფასი“) უჯრაში უნდა მიეთითოს პირველადი დოკუმენტის მიხედვით მიღებული საქონლის ფასი ერთეულზე. ფასი იწერება არაბული ციფრებით და წარმოადგენს ლარებს. უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციის შემთხვევაში ამ სვეტში საქონლის ერთეულის ფასი უნდა მიეთითოს როგორც შესაბამის ვალუტაში, ისე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული ოპერაციის განხორციელების დღისათვის დადგენილი კურსის მიხედვით გაანგარიშებული ეკვივალენტური ოდენობა ლარებით. ციფრების მიმართ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ჟურნალის ყველა ფორმის იმ რეკვიზიტზე, რომლითაც მოთხოვნილია თანხის, ფასის, ღირებულების და ა.შ. შესაბამის უჯრაში ჩაწერა. ზონის ის საწარმოები, რომლებიც საქონელს იღებენ დროებით მფლობელობაში და, ამასთან, ასეთი მიღება მათი მხრიდან საზოგადოდ და ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში არ ითხოვს მიღებული საქონლის ერთეულის ფასის ცოდნას, როგორც მე-8, ისე მე-9 სვეტის შესაბამის უჯრებში ახდენენ ვერტიკალური ხაზის გასმას;
ი) მე-9 სვეტის უჯრაში იწერება მიღებული საქონლის მთლიანი ღირებულება და იგი წარმოადგენს მე-7 და მე-8 სვეტებში მითითებული ციფრების ნამრავლის შედეგად მიღებულ ციფრს.
5. საქონლის გაცემის ჟურნალის საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმის შევსება წარმოებს შემდეგნაირად:
ა) პირველი სვეტის უჯრაში მიეთითება საქონლის გაცემის ოპერაციის ჟურნალში გატარების რიგითი ნომერი. გაცემა მოიცავს საქონლის ფაქტობრივ გატანას ზონის საწარმოს მფლობელობაში არსებული ტერიტორიის გარეთ. შესაბამისად, საქონლის გაცემის ყველა შემთხვევა ასახული უნდა იყოს ჟურნალში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმის რომელიმე სვეტის შევსება მოითხოვს ერთზე მეტი უჯრის გამოყენებას, პირველ სვეტში მეორე რიგითი ნომრის ჩაწერამდე, ჟურნალის მწარმოებელი რიგითი ნომრის ქვეშ არსებულ სვეტში X ფორმით ხაზავს იმ უჯრებს, რომელთა გასწვრივ ჟურნალის სხვა სვეტების მიხედვით უჯრაში არსებობს ბოლო ჩანაწერი;
ბ) მე-2 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს ის თარიღი, რომელშიც ხდება ზონის საწარმოს მფლობელობაში არსებული ტერიტორიიდან საქონლის გატანა;
გ) მე-3 სვეტის უჯრაში უნდა ჩაიწეროს იმ დოკუმენტაციის დასახელება, რომლის საფუძველზეც ხდება საქონლის გატანა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გატანის დამადასტურებელ ერთ-ერთ ან ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს სასაქონლო დეკლარაცია ან სასაქონლო ზედნადები ან „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“, უჯრაში დამატებით უნდა მიეთითოს მათი ნომრები და/ან სერია. ზონის იმ საწარმოებმა, რომლებიც მიღებულ საქონელს იყენებენ თავისი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში როგორც ნედლეულს, მასალებს, ნახევარფაბრიკატებს, მარაგნაწილებს და ტარას, მათი გამოყენებისთანავე უნდა უზრუნველყონ საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმის ყველა სვეტის შესაბამის უჯრებში იმ ოპერაციის ასახვა, რომლის მიხედვით ხდება საქონლის ნაშთების შემცირება. ამასთან, მე-3 სვეტის უჯრაში უნდა ჩაიწეროს ის დოკუმენტი, რომელიც დადგენილია ასეთი ოპერაციის გაფორმებისათვის (მაგ., ნედლეულისა და მასალების ჩამოწერის აქტი), ხოლო ამ უჯრის გასწვრივ „შენიშვნის“ სვეტში უნდა ჩაიწეროს განხორციელებული ოპერაციის დასახელება და თარიღი, საქონლის დასახელება, რომელშიც გამოყენებულ იქნა სხვა საქონელი და მისი რაოდენობრივი მახასიათებლები;
დ) მე-4 სვეტში უნდა მიეთითოს გატანილი საქონლის დასახელება. ამასთან, საქონლის დასახელების გრაფაში ჩანაწერი უნდა იძლეოდეს მისი იდენტიფიცირების საშუალებას;
ე) მე-5 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს საქონლის გაცემის შემდეგ საქონლის მფლობელის ან მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ვ) მე-6, მე-7 და მე-8 სვეტების შესაბამის უჯრებში ჩანაწერების წარმოება ხდება საქონლის მიღების ჟურნალის საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმის ამავე რეკვიზიტების შევსებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) მე-9 სვეტის უჯრაში იწერება გაცემული საქონლის მთლიანი ღირებულება და იგი წარმოადგენს მე-7 და მე-8 სვეტებში მითითებული ციფრების ნამრავლის შედეგად მიღებულ ციფრს.
თავი VII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 37
თზ-ის ორგანიზატორის მიერ ფუნქციონირების ვადის განმავლობაში თზ-ის საწარმოების მომსახურების/ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის განხორციელებისათვის გარანტიიდან ჩამოჭრილი თანხის სააგენტოს მიერ განკარგვის წესის შემუშავება ერთობლივად უზრუნველყონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ თზ-ის ფუნქციონირების დაწყებამდე.
დანართი №1
საქონლის მიღების ჟურნალი
ზონის საწარმოს დასახელება ------------------------------------
საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------------------------
თზ-ში ეკონომიკური საქმიანობის იმ ადგილის (ადგილების) ან/და საწყობის (საწყობების) ან/და სათავსის (სათავსების) რეკვიზიტები (მაგ., საწყობის ნომერი), სადაც ხდება ჟურნალის გამოყენება
-----------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------
ზონის საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა (იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი)
-----------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------
ჟურნალის გახსნის თარიღი: --- --- ------
საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმა
№ | თარიღი | დოკუმენტაციის დასახელება | მიღებული საქონლის დასახელება | საქონლის მიღებამდე საქონლის მფლობელის ან მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი | ზომის ერთეული | რაოდენობა | ერთეულის ფასი | საერ-თო ღირე-ბულება | შენიშვნა |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №2
საქონლის გაცემის ჟურნალი
ზონის საწარმოს დასახელება ------------------------------------
საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------------------------
თზ-ში ეკონომიკური საქმიანობის იმ ადგილის (ადგილების) ან/და საწყობის (საწყობების) ან/და სათავსის (სათავსების) რეკვიზიტები (მაგ., საწყობის ნომერი), სადაც ხდება ჟურნალის გამოყენება
-----------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------
ზონის საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა (იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი)
-----------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------
ჟურნალის გახსნის თარიღი: --- --- ------
საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმა
№ | თარიღი | დოკუმენტაციის დასახელება | გასული საქონლის დასახელება | საქონლის გაცემის შემდეგ საქონლის მფლობელის ან მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი | ზომის ერთეული | რაოდენობა | ერთეულის ფასი | საერთო ღირებულება | შენიშვნა |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დოკუმენტის კომენტარები